პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და მარგველაშვილის შეხვედრები პრეზიდენტებთან - ბრიუსელის სამიტის დეტალები
ტრამპი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და მარგველაშვილის შეხვედრები პრეზიდენტებთან - ბრიუსელის სამიტის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლო ახლა არ გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი, მაგ­რამ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ტრამპს ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ვრცლად არ უსა­უბ­რია და მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლა.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ნატო-ს სა­მი­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს, - ასე უპა­სუ­ხა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, სა­ჭი­რო­ებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ნატო-სგან უფრო მეტ მხარ­და­ჭე­რას და ისა­უბ­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ტრამ­პი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

რო­გორც ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია იყო ბრი­უ­სელ­ში და მათ ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

„ჩვენ მათ მო­ვუს­მი­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მათ ყვე­ლა დამ­სწრე­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის ბრი­უ­სელ­ში ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ბრი­უ­სე­ლი­დან იუ­წყე­ბა, ტრამ­პთან ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვა იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა აშშ-სთან.

ამას­თან, რო­გორც სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, რო­მე­ლიც და­ი­წყო მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, ვა­შინგტონ­ში მისი ვი­ზი­ტი­სას, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ას და გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დო­ნალდ ტრამ­პთან ისა­უბ­რა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეც, რომ­ლის გახ­სნაც შე­იძ­ლე­ბა ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის.

„კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრი­ბუ­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­საც შეხ­ვდა. სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ყე­ვი არ­ჩე­ვა­ნი - ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს დღეს, ბრი­უ­სელ­ში, ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ორ­მხრივ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თი აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. ასე­ვე, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცი­ის უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

„შეხ­ვედ­რი­სას ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რად შე­ფას­და ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საფ­რან­გეთ­თან ნა­ყო­ფი­ე­რია და მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა იმის­თვის, რომ ის მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სუ­ფალ სა­ვი­ზო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი და მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საფ­რან­გეთ­თან არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრი­ბუ­ცი­ი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი ნა­ტოს გზა­ზე და საფ­რან­გე­თი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რად, რო­გორც ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მხა­რე­ებ­მა ასე­ვე რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. აღი­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­მა პა­ტი­ვი უნდა სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს და რომ უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ისე უნდა იყოს აწყო­ბი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი. ით­ქვა, რომ საფ­რან­გე­თი ზრდის თა­ვის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, ეს იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ჰა­ე­რო და თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­ზღვაო ხო­მალ­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა აყ­ვა­ნი­ლი და სხვა ქვეყ­ნებ­თან ორ­მხრივ დი­ა­ლო­გებ­ში ხაზს გა­უს­ვა­მენ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

ნატო-ს წევ­რე­ბი კვლავ ადას­ტუ­რე­ბენ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც დღეს ნატო-ს სა­მიტ­ზე მი­ი­ღეს.

“სა­ქარ­თვე­ლო ადას­ტუ­რებს თა­ვის გან­ზრახ­ვას მო­ი­პო­ვოს ნატო-ს წევ­რო­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია, რო­მელ­საც მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ახლა კი ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არის ჩა­წე­რი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი MAP იქ­ნე­ბა. ნატო-ს წევ­რე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წლის შემ­დეგ მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ალი­ანსთან ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ ინ­სტრუ­მენტს შე­ი­ცავს, რათა გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა მოხ­დეს, კერ­ძოდ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია, წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი.

ნატო-ს წევ­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რაც უნდა გაგ­რძელ­დეს და რაც სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნას, ეხ­მა­რე­ბა წევ­რო­ბის­კენ მომ­ზა­დე­ბის პროგ­რეს­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტრამპი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და მარგველაშვილის შეხვედრები პრეზიდენტებთან - ბრიუსელის სამიტის დეტალები

ტრამპი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და მარგველაშვილის შეხვედრები პრეზიდენტებთან - ბრიუსელის სამიტის დეტალები

საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ აღნიშნული პასუხით შემოიფარგლა.

საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო ნატო-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ტრამპთან ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ აუდიენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.

ამასთან, როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზეც, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის.

„კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდა. საქართველოს ურყევი არჩევანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრისას ასევე პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ. საქართველოს თანამშრომლობა საფრანგეთთან ნაყოფიერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება იმისთვის, რომ ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იყოს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების გათვალისწინებით, საქართველო დაინტერესებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საფრანგეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთო ინტერესების მიმართულებითაც. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი ნატოს გზაზე და საფრანგეთი რჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე რუსეთის აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს და რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ითქვა, რომ საფრანგეთი ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში, ეს იქნება როგორც საჰაერო და თავდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე საზღვაო ხომალდების მიმართულებით. პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოს საკითხი საფრანგეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგებში ხაზს გაუსვამენ საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია.

ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში, რომელიც დღეს ნატო-ს სამიტზე მიიღეს.

“საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატო-ს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება. ნატო-ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

ნატო-ს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები