„როგორი ჭეშმარიტებაა, რომ კაცი იძულებული იყო გამოეგონებინა საქმე, რათა თავი ფიქრისგან გამოწვეული დაძაბულობისგან დაეხსნა“ - ეს ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია აგათა კრისტის დეტექტივიდან "სიკვდილი ნილოსზე“. თუმცა რომანის დაძაბული და მოულოდნელობებით სავსე ისტორია ნამდვილად ბევრს და ღრმად ჩაგაფიქრებთ. სიყვარულის საიდუმლოებებითა და ეჭვიანობით გაჯერებული რომანის დაწერის იდეა ავტორს ეგვიპტეში მოგზაურობის დროს მოუვიდა. უცხო ქვეყანასა და კულტურაში მიღებული გამოცდილება გახდა აგათა კრიტის ინსპირაცია.
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ „კარნაკით“ ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება...
სწორედ ასეთია რომანის დაძაბული სიუჟეტი.
რომანი პირველად 1937 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. დეტექტივი სწრაფად გახდა პოპულარული და მეორე წელსვე გამოიცა აშშ-ში. მას შემდეგ „სიკვდილი ნილოსზე“ არაერთ ენაზე ითარგმნა და მისი ეკრანიზაციაც მოხდა.
წიგნის მიხედვით პირველი ფილმი 1978 წელს გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს ბეტ დევისი, მეგი სმიტი, მია ფეროუ, ანჯელა ლენსბერი და სხვა ვარსკვლავები ასრულებდნენ. მოგვიანებით, 2004 წელს კი დეტექტივის სატელევიზიო ვერსიაც გადაიღეს, სადაც ემილი ბლანტი მონაწილეობდა.
გასულ წელს მსოფლიო ეკრანებზე აგათა კრისტის რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ ახალი ვერსია გამოჩნდა. ფილმის რეჟიროსი კენეტ ბრანაა. ეკრანიზაციამ საერთაშორისო გაქირავებაში 149 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა. სწორედ ამიტომ, 20th Century Fox-მა გადაწყვიტა, რომ კენეტ ბრანა კიდევ ერთხელ დააბრუნოს აგათა კრისტის სამყაროში და ამჯერად ერკიულ პუაროს როლი კიდევ ერთ ეკრანიზაციაში შეასრულებონოს. სწორედ ასე 2017 წელს დაიწყო დეტექტივის „სიკვდილი ნილოსზე“ გადაღება. მისი მსოფლიო პრემიერა კი 2019 წელს არის დაგეგმილი.
წიგნი ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი და გამოცემული. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ კი ის ხელახლა სერიის „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ფარგლებში გამოსცა. "სიკვდილი ნილოსზე“ 12 ივლისიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გაიყიდება. მისი სპეციალური ფასი 5,5 ლარია. ჟურნალთან ერთად კი წიგნის შეძენას 7 ლარად შეძლებთ. სერიის შემდეგი ტომი, ასევე, აგათა კრისტის „ერკიულ პუაროს ქრისტეშობაა", რომელიც ხელმისაწვდომი 19 ივლისიდან იქნება.