მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
43 000 მიუსაფარი ძაღლი თბილისში - ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები შევა?
43 000 მიუსაფარი ძაღლი თბილისში - ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები შევა?

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­მო­დი­ან და მათი მიგ­რა­ცია ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, თბი­ლის­ში მი­უ­სა­ფარ ცხო­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის დათ­ვლა მო­მა­ვა­ლი წლის­თვის იგეგ­მე­ბა, 2015 წლის მო­ნა­ცე­მით კი, დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 43 ათა­სი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლია.

"თუკი რე­გი­ო­ნებ­ში არ აკე­თე­ბენ ცხო­ველ­თა სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ას, რო­გორც კი თბი­ლის­ში შემ­ცირ­დე­ბა ცხო­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მა­შინ­ვე, მყი­სი­ე­რად გა­მო­იწ­ვევს ეს ცხო­ველ­თა შე­მო­დი­ნე­ბას რო­გორც ქარ­თლის, ასე­ვე კა­ხე­თი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხრი­დან. რა­ო­დე­ნო­ბა ცხა­დია, იგი­ვე გახ­დე­ბა. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გი­ო­ნებ­შიც გა­კეთ­დეს სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამ მხრივ, ში­ნა­უ­რი, ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბიც იგეგ­მე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში უკვე და­წყე­ბუ­ლია გან­ხილ­ვა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­დოს ცხო­ველ­თა გამ­რავ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ცხო­ვე­ლის გამ­რავ­ლე­ბა უნდა, ამის­თვის დას­ჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა და ლი­ცენ­ზია. ეს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას მოგ­ვცემს",- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ას, რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დღი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 6-დან 20-მდე გა­ი­ზარ­და.

"იგეგ­მე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის და­მა­ტე­ბა, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, მეტი ცხო­ვე­ლი გა­ვას­ტე­რი­ლოთ. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 ათა­სი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ჩვე­ნი მოს­ვლის შემ­დეგ, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე გა­იზ­რდე­ბა. ახლა, და­ახ­ლო­ე­ბით, 17 ოპე­რა­ცი­ას ვა­ტა­რებთ. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-მარ­ტში 270 ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. თუმ­ცა, 20-22 ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავთ დღი­უ­რად. ვა­მა­ტებთ კი­დევ ერთ სა­ო­პე­რა­ცი­ოს და ორ ვე­ტე­რი­ნარს. ასე­ვე, 4 პრაქ­ტი­კო­სი ვე­ტე­რი­ნა­რის ნაც­ვლად 7 ვე­ტე­რი­ნა­რი გვე­ყო­ლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­თა­ნა­ზი­ის შემ­თხვე­ვებს, რო­გორც ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, აპ­რი­ლი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით 220 ევ­თა­ნა­ზია ჩა­ტარ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­დი­კა­ლუ­რა­დაა შეც­ვლი­ლი.

"თუ აქამ­დე წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2800-მდე ევ­თა­ნა­ზია ტარ­დე­ბო­და, ეს ციფ­რი ახლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. აპ­რი­ლი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, 220 ევ­თა­ნა­ზია ჩა­ვა­ტა­რეთ და ამას მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ვა­კე­თებთ, თუ ცხო­ვე­ლი სა­ში­შია სხვა ცხო­ვე­ლის­თვის ან ადა­მი­ა­ნის­თვის, ან გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს,"- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ და ცხელ ამინ­დებ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნებს შე­ფა­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არ და­ა­ზი­ა­ნონ.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნამ ცხო­ველს გა­და­უ­ა­რა, ასე­ვე, პატ­რონ­მა თა­ვი­სი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­კე­ტი­ლი და­ტო­ვა, რა­მაც ცხო­ვე­ლე­ბის სი­ცხის­გან გა­გუდ­ვა გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

43 000 მიუსაფარი ძაღლი თბილისში - ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები შევა?

43 000 მიუსაფარი ძაღლი თბილისში - ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები შევა?

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება, 2015 წლის მონაცემით კი, დედაქალაქში, დაახლოებით, 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია.

"თუკი რეგიონებში არ აკეთებენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც კი თბილისში შემცირდება ცხოველთა რაოდენობა, მაშინვე, მყისიერად გამოიწვევს ეს ცხოველთა შემოდინებას როგორც ქართლის, ასევე კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხრიდან. რაოდენობა ცხადია, იგივე გახდება. ამიტომ აუცილებელია რეგიონებშიც გაკეთდეს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები. ამ მხრივ, შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებებიც იგეგმება. პარლამენტში უკვე დაწყებულია განხილვა, რომელშიც ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცხოველთა გამრავლების კონტროლი. ადამიანს, რომელსაც ცხოველის გამრავლება უნდა, ამისთვის დასჭირდება სპეციალური ნებართვა და ლიცენზია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მიუსაფარი ცხოველების შემცირებას მოგვცემს",- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ბოლო სამი თვის განმავლობაში დღიურად ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა 6-დან 20-მდე გაიზარდა.

"იგეგმება ვეტერინარების დამატება, რაც მოგვცემს საშუალებას, მეტი ცხოველი გავასტერილოთ. წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ოპერაცია ტარდებოდა, თუმცა, ჩვენი მოსვლის შემდეგ, აქტიური მუშაობა დავიწყეთ ამ მიმართულებით და ოპერაციების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ახლა, დაახლოებით, 17 ოპერაციას ვატარებთ. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 270 ოპერაცია ჩატარდა. თუმცა, 20-22 ოპერაციის ჩატარებას ვგეგმავთ დღიურად. ვამატებთ კიდევ ერთ საოპერაციოს და ორ ვეტერინარს. ასევე, 4 პრაქტიკოსი ვეტერინარის ნაცვლად 7 ვეტერინარი გვეყოლება",- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ევთანაზიის შემთხვევებს, როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, აპრილიდან ივლისის ჩათვლით 220 ევთანაზია ჩატარდა. მისივე განმარტებით, პოლიტიკა ამ მიმართულებით რადიკალურადაა შეცვლილი.

"თუ აქამდე წელიწადში დაახლოებით 2800-მდე ევთანაზია ტარდებოდა, ეს ციფრი ახლა გაცილებით ნაკლებია. აპრილიდან ივლისის ჩათვლით, 220 ევთანაზია ჩავატარეთ და ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაკეთებთ, თუ ცხოველი საშიშია სხვა ცხოველისთვის ან ადამიანისთვის, ან განუკურნებელი დაავადება აქვს,"- განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ და ცხელ ამინდებში ავტომანქანებს შეფარებული ცხოველები არ დააზიანონ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ავტომანქანამ ცხოველს გადაუარა, ასევე, პატრონმა თავისი შინაური ცხოველი ავტომანქანაში ჩაკეტილი დატოვა, რამაც ცხოველების სიცხისგან გაგუდვა გამოიწვია.