ავტორი:

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ერთი წელია უგონო მდგომარეობაშია - "ექიმები ვერაფერს ამბობენ..."

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ერთი წელია უგონო მდგომარეობაშია - "ექიმები ვერაფერს ამბობენ..."

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ერთი წელია უგონო მდგომარეობაშია. 2017 წლის 21 ივლისს, გვიან ღამით ის მძიმე ავარიაში მოჰყვა.

ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა. ავარიის შემდეგ ზოდელავა "ნიუ ჰოსპიტალში" მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ტრეპანაცია (თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია) ჩაუტარდა.

დედაქალაქის ყოფილი მერი უმძიმესი ავარიის შემდეგ ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ზოდელავს ბავშვობის მეგობარი თემო ქურხული ესაუბრა:

- 22 ივლისს გახდება ერთი წელი რაც ვანო ზოდელავა ავარიაში მოხვდა და უგონო მდგომარეობაშია. 8 თვე აპარატზე იყო შეერთებული, ახლა ავლაბარში წევს ერთ-ერთ კლინიკაში და ორ თვეში სახლში გადავიყვანთ ალბათ.

- რას ამბობენ ექიმები?

- ვანო ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ვერაფერს ამბობენ, ყოფილა შემთხვევები როცა ასეთი დროს ადამიანები გონს მოდიან, სრულად ან ნაწილობრივ, ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.

- გავრცელდა ინფორმაცია რომ მკურნალობა დიდ ხარჯებს უკავშირდება და ფინანსურად გაუჭირდა მის ოჯახს...

- ამდენი ხანი კლინიკაში ყოფნა, ბუნებრივია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვანოს ბევრი ფული მანამდეც არ ჰქონია. ვისაც როგორ შეგვიძლია, მის მეგობრებს, ისე ვეხმარებით მას. დანარჩენი ღმერთზეა დამოკიდებული..."

ვანო ზოდელავას თბილისის მერის პოსტი 1998-2004 წლებში ეკავა.

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე; გიორგი ჩაჩანიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ