პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 წლის წინ ამერიკაში წასული რაჭველი ემიგრანტის ემოციური ისტორია: "ათი შვილიდან ორს - რაჭა და რიონი დაარქვა..."
100 წლის წინ ამერიკაში წასული რაჭველი ემიგრანტის ემოციური ისტორია: "ათი შვილიდან ორს - რაჭა და რიონი დაარქვა..."

"მინ­და, მო­გი­თხროთ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ბე­ბი­ის ოლღა ჩიკ­ვი­ლა­ძის ძმას, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძეს ეხე­ბა. იგი XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, 1917 წლამ­დე, 16 წლის ასაკ­ში ბე­დის და სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად რა­ჭი­დან წა­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა გემ­ზე და იმის მერე, მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, ყვე­ლას და­ღუ­პუ­ლი ეგო­ნა..." - გვე­უბ­ნე­ბა ნატო მდი­ნა­რა­ძე ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი.


ცნო­ბი­ლია, რომ 1910-1913 წლებ­ში ამე­რი­კა­ში რაჭ­ვე­ლი მი­წის მუ­შე­ბი მა­სობ­რი­ვად ჩა­ვიდ­ნენ. ად­გი­ლობ­რივ მრეწ­ვე­ლებს რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მთი­ა­ნი რა­ჭი­დან და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ჯგუ­ფე­ბად ჩაჰ­ყავ­დათ ხალ­ხი. შე­საძ­ლოა, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ამე­რი­კა­ში ჩას­ვლა ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის­თვის, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.


"რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. 1956 წელს რა­ჭა­ში პარ­თე­ნის­გან წე­რი­ლი მო­ვი­და. ბე­ბი­ა­ჩემს ოლ­ღას სწერ­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო, ცხოვ­რობ­და ამე­რი­კა­ში, ცო­ლად ჰყავ­და მდი­და­რი ფერ­მე­რის ქალი, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. იმ დრო­ის­თვის, ბე­ბია ცო­ცხა­ლი აღარ იყო, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი ჩემ­მა ბა­ბუ­ამ და მის­მა დებ­მა გა­უგ­ზავ­ნეს, რის შემ­დე­გაც უკვე ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი და წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნია, სა­დაც ასე წერ­და: "თქვე­ნი წე­რი­ლი მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. თუ არ მოვ­კვდი, ვეც­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გნა­ხოთ".



სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ წა­ვი­და, ეს და-ძმა და­ბა­დე­ბუ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ. მოკ­ლედ, შალ­ვას, ზი­ნას, სო­ნი­ას დაჰ­პირ­და, რომ მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, მაგ­რამ ვერ დას­ცალ­და, გარ­და­იც­ვა­ლა... სუ­რათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი იყო მისი ოჯა­ხი - მე­უღ­ლე და 10 შვი­ლი (6 ვაჟი და 4 ქა­ლიშ­ვი­ლი), უმე­ტე­სო­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­ურ­ქმე­ვია: რი­ო­ნი, რაჭა, ნეს­ტო­რი, პე­ლა­გია...


უმ­ცროს შვილს ჯერი და­არ­ქვა და მას­ვე და­უ­ტო­ვა ან­დერ­ძად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი­ყო და ნა­თე­სა­ვე­ბი გა­ეც­ნო. ჯე­რიმ მა­მას თხოვ­ნა აუს­რუ­ლა. ის სა­ქარ­თვე­ლოს 1979 წელს ეწ­ვია... ჩვენს ოჯახ­ში ინ­ფორ­მა­ცია მო­სუ­ლა, რომ ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო "ივე­რი­ა­ში~ იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენ გვე­ძებ­დნენ...



- საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს აქ ჩა­მოს­ვლა?


- ეს ჩვენ­თვი­საც დიდი გა­მო­ცა­ნაა... მათ სა­ნა­ხა­ვად ჩვე­ნე­ბი - დე­და­ჩე­მი, ბა­ბუ­ა­ჩე­მი, მა­მი­დე­ბი წა­ვიდ­ნენ, წა­ი­ღეს სუ­რა­თე­ბი, ნამ­დვი­ლად ისი­ნი იყ­ვნენ თუ არა. დედა ჰყვე­ბა, რომ სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში შთამ­ბეჭ­და­ვი და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სცე­ნა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ენის ბა­რი­ე­რი არ­სე­ბობ­და, კო­მუ­ნი­კა­ცია რთუ­ლი არ იყოო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­თაც იგი­ვე ფოტო ჰქო­ნი­ათ თან, რაც ჩვენ... ის იყო ცრემ­ლი­ა­ნი შეხ­ვედ­რა... ქარ­თვე­ლებს რომ შეგ­ვე­ფე­რე­ბა, ჩვე­ნებ­მა ასე­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი მას­პინ­ძლო­ბა გა­უ­წი­ეს.



იმის მერე, 2 წე­ლი­წად­ში ისევ დაბ­რუნ­და უკვე თა­ვის ძმის - მე­ი­ნარ­დის ოჯახ­თან ერ­თად. იყო მისი ცოლი ბარ­ბა­რა და 2 შვი­ლი - ნა­ტა­შა და ჯე­რე­მი... ჯე­რე­მის ფოტო ქარ­თულ ჩო­ხა­ში გა­და­უ­ღია, რი­თაც თურ­მე ამა­ყობ­და. მათი წას­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ოჯა­ხი "კა­გე­ბეს" მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. სულ ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა უწევ­დათ - თუ რა მიზ­ნით იყ­ვნენ აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რა და­უ­ტო­ვეს და ა.შ. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1989 წლამ­დე გაგ­რძელ­და.



- თქვენ­მა ოჯახ­მა მათ­თან კონ­ტაქ­ტი გა­ნაგ­რძო?


- კი, მი­მო­წე­რა, სუ­რა­თე­ბის გაც­ვლა 90-იან წლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. მერე ქვე­ყა­ნა აი­რია, მი­სა­მარ­თე­ბი შე­ვიც­ვა­ლეთ... თუმ­ცა, მა­ნამ­დე ტე­ლე­ფო­ნი­თაც კი რე­კავ­დნენ და ჩვე­ნებს ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ჰქონ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­და­ჩე­მის მა­მი­დაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც ინ­გლი­სუ­რი იცო­და. ის კი არა, ცოლი რომ მო­იყ­ვა­ნა, სა­ქორ­წი­ლო კა­ბაც იქი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნეს. მერე კი, ხომ გი­თხა­რით, კავ­ში­რი დავ­კარ­გეთ.


როცა უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩვენ­შიც გან­ვი­თარ­და, შე­იქ­მნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, დე­და­ჩე­მი სულ მთხოვ­და, მოგ­ვე­ძებ­ნა ჩიგ­ლო­ე­ბის ოჯა­ხი (პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე ამე­რი­კა­ში პი­ტერ ჩიგ­ლო გახ­და). მოკ­ლედ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძებ­ნი­სას, უამ­რა­ვი ჩიგ­ლო ვნა­ხეთ, მაგ­რამ დე­დას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და წლე­ბის მერე მათი ამოც­ნო­ბა. ამი­ტომ, ძებ­ნა შევ­წყვი­ტეთ. შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გა­ნა­ახ­ლა და გა­უ­მარ­თლა. თურ­მე, ჩიგ­ლო­ებ­საც ჰქო­ნი­ათ ჩვე­ნი მო­ძებ­ნის მცდე­ლო­ბა და პრო­ფი­ლის სუ­რათ­ზე სწო­რედ ჯე­რე­მის ჩო­ხი­ა­ნი სუ­რა­თი და­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რი­თაც მოხ­და კი­დეც მათი ამოც­ნო­ბა...



- ახლა რა ხდე­ბა?


- გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს ჯე­რის მე­უღ­ლე, ბარ­ბა­რა. ჯერი ცო­ცხა­ლი აღარ არის, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რედ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ესეც კი­თხვის ნი­შანს აჩენს - მათი ასე­თი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, იმ პე­რი­ოდ­ში რკი­ნის ფარ­დის გარ­ღვე­ვა ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი იყო და მერე ამ ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა... თუმ­ცა, ეს ფაქ­ტი მა­ინც და­ბე­ჯი­თე­ბით არაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.


მინ­და გი­თხრათ, რომ 3 აგ­ვის­ტოს ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რა ისევ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, ამ საქ­მე­ში თა­ვად იაქ­ტი­უ­რა. შვი­ლებ­თან (ნა­ტა­შა, ქორთნი) და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვა. ბარ­ბა­რა ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ ივი­წყებს პირ­ვე­ლი ქმრის მა­მის ნა­თე­სა­ვებს.



ამ­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რია, რად­გა­ნაც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვი­დეს, რად­გა­ნაც ყო­ფილ მა­მამ­თილს, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძეს შეჰ­პირ­და, რომ მის ნა­თე­სა­ვებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ძებ­ნი­და და მათ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბო­და. ამი­ტომ, უხა­რია, რომ ისევ გვი­პო­ვა და ამ­ბობს, ჩემი მა­მამ­თი­ლი ალ­ბათ იქე­დან მლო­ცავ­სო.


ნატო მდი­ნა­რა­ძე


ლაჩ­თა რა­ჭა­ში ჩიკ­ვი­ლა­ძე­ე­ბის სო­ფე­ლია და ითხო­ვა, იქ­ნებ იქ ჩა­მიყ­ვა­ნოთ და ვნა­ხო ად­გი­ლი, სა­დაც პი­ტე­რი გა­ი­ზარ­და, იქა­უ­რო­ბა ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც მინ­და ვაჩ­ვე­ნო, თუნ­დაც იქ ახლა არა­ფე­რი იყო­სო. შევ­პირ­დით, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­ვალთ და იქა­უ­რო­ბას მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, გვა­ხა­რებს, გულ­საც გვი­ჩუ­ყებს. ამ ქა­ლის­გან სა­ო­ცარ მუხტს, სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობთ. 37 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებს თბი­ლად იხ­სე­ნებს, თო­ნის პუ­რის სუ­ნიც კი ახ­ლაც მკა­ფი­ოდ მახ­სოვ­სო... მოკ­ლედ, აგ­ვის­ტო­ში ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან შო­რე­ულ-ახ­ლო­ბელ ნა­თე­სა­ვებს ვე­ლო­დე­ბით.


წა­ი­კი­თხეთ პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლო­ზე ყვე­ბო­და და ტი­რო­და..." - ამე­რი­კე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ემიგ­რანტ მა­მამ­თილს ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შთა­მო­მავ­ლე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნა


მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენე
0

ძალიან სამწუხაროა, ასე რომ იკარგება და იფანტება ქსრთული გენი და მოდგმა...

რატომ არ ფიქრობენ დღეს ამერიკაში საშოვარზე გადახვეწილი ქსრთველები, როგორ უკარგავენ თავიანთ შთამომავლობას სამშობლოს და საახლობლო სანათესაოს? თუნდაც მშობლიურ მიწაში გასვენებაში?

მარტო პურითა ერთითავერ ცხონდებით, სამშობლო აუცილებელია ადამიანისთვის. ნუ დაიბნევთ გზა კვალს, დაიჯერეთ ჩვენისთანა ქვეყანა არვის აქვს

ეკა
1

როგორც წესი უამრავი უზუსტობაა ესეთ ინტერვიუებში,ერთი წერს მშობლები რომ დაეხოცა მერე წავიდა სამშობლოდანო, მეორე წერეს დანარჩენი დაძმები არ იყვენენ ჯერ დაბადებული და მისი წასვლის შემდეგ დაიბადნენო...დედ- მამა თუ დახოცილი ყავდა დაძმა მეზობლებმა გაუჩინეს?

ავტორი:

100 წლის წინ ამერიკაში წასული რაჭველი ემიგრანტის ემოციური ისტორია: "ათი შვილიდან ორს - რაჭა და რიონი დაარქვა..."

100 წლის წინ ამერიკაში წასული რაჭველი ემიგრანტის ემოციური ისტორია: "ათი შვილიდან ორს - რაჭა და რიონი დაარქვა..."

"მინდა, მოგითხროთ ამბავი, რომელიც ჩემი დიდი ბებიის ოლღა ჩიკვილაძის ძმას, პართენ ჩიკვილაძეს ეხება. იგი XX საუკუნის დასაწყისში, 1917 წლამდე, 16 წლის ასაკში ბედის და სამუშაოს საძებნელად რაჭიდან წავიდა. აღმოჩნდა გემზე და იმის მერე, მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ყველას დაღუპული ეგონა..." - გვეუბნება ნატო მდინარაძე ბრიტანულ-ქართული სკოლის პედაგოგი.


ცნობილია, რომ 1910-1913 წლებში ამერიკაში რაჭველი მიწის მუშები მასობრივად ჩავიდნენ. ადგილობრივ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე, მთიანი რაჭიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯგუფებად ჩაჰყავდათ ხალხი. შესაძლოა, პართენ ჩიკვილაძის ამერიკაში ჩასვლა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, თუმცა მისი ოჯახისთვის, რეალური მიზეზი უცნობია.


"რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1956 წელს რაჭაში პართენისგან წერილი მოვიდა. ბებიაჩემს ოლღას სწერდა, რომ ცოცხალი იყო, ცხოვრობდა ამერიკაში, ცოლად ჰყავდა მდიდარი ფერმერის ქალი, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა. იმ დროისთვის, ბებია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ საპასუხო წერილი ჩემმა ბაბუამ და მისმა დებმა გაუგზავნეს, რის შემდეგაც უკვე ოჯახთან ერთად გადაღებული სურათი და წერილი გამოუგზავნია, სადაც ასე წერდა: "თქვენი წერილი მივიღე, ძალიან ბევრი ვიტირე. თუ არ მოვკვდი, ვეცდები, აუცილებლად გნახოთ".



საქართველოდან რომ წავიდა, ეს და-ძმა დაბადებულებიც არ იყვნენ. მოკლედ, შალვას, ზინას, სონიას დაჰპირდა, რომ მათ აუცილებლად მოინახულებდა, მაგრამ ვერ დასცალდა, გარდაიცვალა... სურათზე აღბეჭდილი იყო მისი ოჯახი - მეუღლე და 10 შვილი (6 ვაჟი და 4 ქალიშვილი), უმეტესობისთვის ქართული სახელები დაურქმევია: რიონი, რაჭა, ნესტორი, პელაგია...


უმცროს შვილს ჯერი დაარქვა და მასვე დაუტოვა ანდერძად, რომ საქართველოში ჩასულიყო და ნათესავები გაეცნო. ჯერიმ მამას თხოვნა აუსრულა. ის საქართველოს 1979 წელს ეწვია... ჩვენს ოჯახში ინფორმაცია მოსულა, რომ ამერიკელი ტურისტები, რომლებიც სასტუმრო `ივერიაში~ იყვნენ დაბინავებულები, სავარაუდოდ, ჩვენ გვეძებდნენ...



- საბჭოთა კავშირის დროს, როგორ მოახერხეს აქ ჩამოსვლა?


- ეს ჩვენთვისაც დიდი გამოცანაა... მათ სანახავად ჩვენები - დედაჩემი, ბაბუაჩემი, მამიდები წავიდნენ, წაიღეს სურათები, ნამდვილად ისინი იყვნენ თუ არა. დედა ჰყვება, რომ სასტუმროს ფოიეში შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი სცენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი არსებობდა, კომუნიკაცია რთული არ იყოო. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე ფოტო ჰქონიათ თან, რაც ჩვენ... ის იყო ცრემლიანი შეხვედრა... ქართველებს რომ შეგვეფერება, ჩვენებმა ასეთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მასპინძლობა გაუწიეს.



იმის მერე, 2 წელიწადში ისევ დაბრუნდა უკვე თავის ძმის - მეინარდის ოჯახთან ერთად. იყო მისი ცოლი ბარბარა და 2 შვილი - ნატაშა და ჯერემი... ჯერემის ფოტო ქართულ ჩოხაში გადაუღია, რითაც თურმე ამაყობდა. მათი წასვლის შემდეგ, ჩვენი ოჯახი "კაგებეს" მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სულ ანგარიშის ჩაბარება უწევდათ - თუ რა მიზნით იყვნენ აქ ჩამოსულები, რა დაუტოვეს და ა.შ. ეს ამბავი წლების განმავლობაში, 1989 წლამდე გაგრძელდა.



- თქვენმა ოჯახმა მათთან კონტაქტი განაგრძო?


- კი, მიმოწერა, სურათების გაცვლა 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. მერე ქვეყანა აირია, მისამართები შევიცვალეთ... თუმცა, მანამდე ტელეფონითაც კი რეკავდნენ და ჩვენებს ასეთი კომუნიკაციაც ჰქონდათ, განსაკუთრებით, დედაჩემის მამიდაშვილთან, რომელმაც ინგლისური იცოდა. ის კი არა, ცოლი რომ მოიყვანა, საქორწილო კაბაც იქიდან გამოუგზავნეს. მერე კი, ხომ გითხარით, კავშირი დავკარგეთ.


როცა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენშიც განვითარდა, შეიქმნა სოციალური ქსელები, დედაჩემი სულ მთხოვდა, მოგვეძებნა ჩიგლოების ოჯახი (პართენ ჩიკვილაძე ამერიკაში პიტერ ჩიგლო გახდა). მოკლედ, სოციალურ ქსელში ძებნისას, უამრავი ჩიგლო ვნახეთ, მაგრამ დედას ძალიან გაუჭირდა წლების მერე მათი ამოცნობა. ამიტომ, ძებნა შევწყვიტეთ. შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა განაახლა და გაუმართლა. თურმე, ჩიგლოებსაც ჰქონიათ ჩვენი მოძებნის მცდელობა და პროფილის სურათზე სწორედ ჯერემის ჩოხიანი სურათი დაუყენებიათ, რითაც მოხდა კიდეც მათი ამოცნობა...



- ახლა რა ხდება?


- განსაკუთრებით აქტიურობს ჯერის მეუღლე, ბარბარა. ჯერი ცოცხალი აღარ არის, ის საქართველოში მეორედ ჩამოსვლის შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებული ავტოკატასტროფაში გაურკვეველ სიტუაციაში დაიღუპა. ესეც კითხვის ნიშანს აჩენს - მათი ასეთი გამოჩენის შემდეგ, იმ პერიოდში რკინის ფარდის გარღვევა ხომ სერიოზული ამბავი იყო და მერე ამ ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება... თუმცა, ეს ფაქტი მაინც დაბეჯითებით არაფრის თქმის საშუალებას არ იძლევა.


მინდა გითხრათ, რომ 3 აგვისტოს ქალბატონი ბარბარა ისევ აპირებს საქართველოში ჩამოსვლა, ამ საქმეში თავად იაქტიურა. შვილებთან (ნატაშა, ქორთნი) და მეუღლესთან ერთად ჩამოვა. ბარბარა ქმრის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ივიწყებს პირველი ქმრის მამის ნათესავებს.



ამბობს, რომ ბედნიერია, რადგანაც საშუალება ეძლევა, საქართველოში ისევ ჩამოვიდეს, რადგანაც ყოფილ მამამთილს, პართენ ჩიკვილაძეს შეჰპირდა, რომ მის ნათესავებს აუცილებლად მოძებნიდა და მათთან კონტაქტი ექნებოდა. ამიტომ, უხარია, რომ ისევ გვიპოვა და ამბობს, ჩემი მამამთილი ალბათ იქედან მლოცავსო.


ნატო მდინარაძე


ლაჩთა რაჭაში ჩიკვილაძეების სოფელია და ითხოვა, იქნებ იქ ჩამიყვანოთ და ვნახო ადგილი, სადაც პიტერი გაიზარდა, იქაურობა ჩემს შვილიშვილებსაც მინდა ვაჩვენო, თუნდაც იქ ახლა არაფერი იყოსო. შევპირდით, რომ ყველანი ერთად წავალთ და იქაურობას მოვინახულებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვახარებს, გულსაც გვიჩუყებს. ამ ქალისგან საოცარ მუხტს, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობთ. 37 წლის წინანდელ ამბებს თბილად იხსენებს, თონის პურის სუნიც კი ახლაც მკაფიოდ მახსოვსო... მოკლედ, აგვისტოში ოკეანის გაღმიდან შორეულ-ახლობელ ნათესავებს ველოდებით.


წაიკითხეთ პართენ ჩიკვილაძის ისტორიის გაგრძელება: "საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა