მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს
შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ხეთ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ავა­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბის შე­დე­გად ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­შავ­დნენ. ამ დრო­ის­თვის და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“მიმ­დი­ნა­რე წლის 12 ივ­ლისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­მა - ბორ­ტის ნო­მე­რი GBP– 10020, კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­თა­ნას­თან, სა­სა­ზღვრო პოსტ "ან­და­რა­ზარ­თან“ ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამი მფრი­ნა­ვი, ერთი მე­სა­ზღვრე და ერთი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ლა­გო­დე­ხის სამ­მარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში გეგ­მუ­რი რო­ტა­ცი­ის მიზ­ნით მიფ­რი­ნავ­და.

ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბის შე­დე­გად ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­შავ­დნენ. ამ დრო­ის­თვის და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.ამ წუ­თებ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი თე­მურ კე­კე­ლი­ძე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად თე­ლავ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. იგი ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს.

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ავა­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე და­ი­წყო, შემ­თხვე­ვას შე­ის­წავ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­აც“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

“მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია