მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" - რას წერს რუსი ჟურნალისტი რეგიონში სტუმრობის შემდეგ
"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" - რას წერს რუსი ჟურნალისტი რეგიონში სტუმრობის შემდეგ

"აფხა­ზეთ­მა წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რად­გან ის რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა... “სუ­ლი­ე­რე­ბის ქვე­ყა­ნა” ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლის ორი­ენ­ტა­ცი­ას..." - წერს Свободная Пресса-ს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი აფხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ჰყვე­ბა.

მისი თქმით, ის რე­გი­ო­ნი­დან მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თა და ერთი დას­კვნით დაბ­რუნ­და - რუ­სე­თი კარ­გავს აფხა­ზეთს.

“შე­საძ­ლოა, ეს ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა... ამის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მათ შო­რის - ეროვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რია, აფხა­ზეთს არ ჰყოფ­ნის ფული ცხოვ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩანს პრაქ­ტი­კუ­ლად ცა­რი­ელ ყა­ვის და­სა­ლევ ად­გი­ლებ­ში, ფა­ცხებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. იქ, სა­დაც ადრე მა­გი­დე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი სტუმ­რე­ბით იყო სავ­სე, ახლა სტუმ­რე­ბის ცა­რი­ელ ჯი­ბე­ებ­ში ქარი უბე­რავს... ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ახ­სნაც აქვს - აფხა­ზებს არას­დროს უყ­ვარ­დათ შრო­მა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა...

და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, რეს­პუბ­ლი­კა სულ უფრო და უფრო მე­ტად ხდე­ბა რუ­სე­თის ფი­ნან­სებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­თა­რე­ბა კი საკ­მა­ოდ მძი­მეა - სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გურ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბი, გზე­ბი და ა.შ" - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე აფხა­ზე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას არა­ვინ რის­კავს. მით უფრო, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბას წი­ნა­მორ­ბე­დებს, სერ­გეი ბა­ღაფშსა და ალექ­სან­დრე ან­ქვაბს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ბოლო წლებ­ში, იქ ტუ­რის­ტე­ბის ნა­კად­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ამას­თან, ვიქ­ტორ სო­კირ­კოს თქმით, აფხა­ზე­თი­დან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დი­სა და აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის­თვის გა­ზი­დეს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, რა­შიც აფხა­ზეთს საკ­მა­ოდ კარ­გად გა­და­უ­ხა­დეს.

Свободная Пресса-ს სტა­ტი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ 2014 წლი­დან ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და რაულ ხა­ჯიმ­ბამ ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ, რა­საც აფხა­ზეთ­ში სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა ბევ­რი რამ ფურ­ცელ­ზე დარ­ჩა.

“თავ­და­პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან 8 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის გა­და­რი­ცხვა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ ეს ციფ­რი 4 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და. რო­გორც აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, ამ თან­ხის უმე­ტე­სო­ბას რეს­პუბ­ლი­კამ­დეც არ მი­უღ­წე­ვია. კერ­ძოდ, 2016 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 3,7 მი­ლი­არ­დი­დან, აფხა­ზე­თამ­დე მხო­ლოდ 180-მა მი­ლი­ონ­მა მი­აღ­წია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბა­ღაფ­ში­სა და ან­ქვა­ბის დროს, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და და შე­მო­სა­ვალ­მა 32 მი­ლი­არდ რუბლს მი­აღ­წია, მა­შინ რო­დე­საც ხა­ჯიმ­ბას 3-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რეს­პუბ­ლი­კა­ში მხო­ლოდ 5 მი­ლი­არ­დი ჩა­ი­რი­ცხა. ამას­თან, სამ­შე­ნებ­ლო ბუმი დას­რულ­და, რა­მაც რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ყი­რი­მის გახ­სნა­მაც შე­უ­წყო ხელი - აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ამას­თან, და­ი­წყო აფხა­ზუ­რი ბან­კე­ბის რე­ვი­ზია და აღ­მოჩ­ნდა, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში ფული არ არის, ანუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს ის ქვეყ­ნი­დან გა­აქვთ.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა. საქ­მე ის არის, რომ ქარ­თვე­ლებს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ კონ­ტრგა­მო­სავ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბენ; რუ­სე­ბი უშ­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზუ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნა­წარმს? – ქარ­თუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე შე­ი­ძენს ყვე­ლა­ფერს, რა­საც აფხა­ზეთ­ში აწარ­მო­ე­ბენ - თხილს, მან­და­რინს, თაფლს და ა.შ. თა­ნაც საკ­მა­ოდ ღირ­სე­ულ ფა­სად," - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე გე­ნი­ა­ლუ­რი სვლა არის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა - ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზებს შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბა. ეს ეხე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და დი­აგ­ნოს­ტი­კურ კვლე­ვებს, ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას.

”შე­საძ­ლოა, აფხა­ზეთს მო­უ­წი­ოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბა, რად­გან ქარ­თუ­ლი არ­მია ეს აღარ არის 1992 წლის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა, მე­ტიც - არც 2008 წლის ცხინ­ვალ­ში მებ­რძო­ლი ჯარი. ის ახლა ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მიერ იწ­ვრთნე­ბა და ეს არის 37-ათა­სი­ა­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მზად არის გა­არ­ღვი­ოს ენ­გუ­რი, სო­ხუ­მამ­დე ჩა­ვი­დეს და ასეთ დროს რუ­სეთს საქ­მე­ში ჩარ­თვას არა­ვინ ურ­ჩევს, რად­გან ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ათას­ჯერ მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს მისი მხრი­დან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა,” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი და დას­ძენს, რომ სა­კუთ­რივ აფხა­ზურ მხა­რეს "ორი ათა­სი­ა­ნი ხიშ­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­ცის გარ­და, არაფ­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­უძ­ლია".

ბლო­გე­რის მო­საზ­რე­ბით, თუ მოს­კოვს აფხა­ზეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა არ შე­უძ­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბა ბა­ზა­რი მა­ინც გა­უხ­სნას აფხა­ზურ ნა­წარმს, თუნ­დაც მი­ნე­რა­ლურ წყალს. მით უფრო, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა ხილი და ბოსტნე­უ­ლი და კარ­გი იქ­ნე­ბა ხილ­ფა­ფე­ბი­სა და მუ­რა­ბე­ბის სა­კი­თხი მა­ინც მოგ­ვარ­დეს:

“პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რე­გი­ონ­ში მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ამის უკვე აღარ სჯე­რა... ახლა “აფხა­ზურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში” ასე­თი ხმე­ბი და­დის - ჩვენ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­წევს ვინ­მეს მი­ვე­ყი­დოთ, არა­და, სულ ორი ვა­რი­ან­ტი გვაქვს - რუ­სე­ბი ან ქარ­თვე­ლე­ბი, ამ უკა­ნას­კნე­ლის უკან კი ამე­რი­კა დგას... მოს­კოვს ჩვე­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­ბით აღარ ვჭირ­დე­ბით, ამე­რი­კა კი, კრემ­ლის ჯი­ნა­ზე მზად არის აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში დიდი ფული, თუნ­დაც 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­დო­სო" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი პი­რად სა­უბ­რებ­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ბო­ლოს კი სო­კირ­კო­სი წერს, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც თბი­ლის­ში, ზუგ­დიდ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან და ბოლო დროს, მათ უჭირთ ქარ­თველ­ში მტრის და­ნახ­ვა: "ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ერთ დღე­საც აფხა­ზებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­ი­წი­ონ. მა­შინ კი მოგ­ვი­წევს ლო­დი­ნი, რო­დის ააფ­რი­ა­ლე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი ფსო­უ­ზე ნა­ტოს დრო­შას," - წერს ბლო­გე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" - რას წერს რუსი ჟურნალისტი რეგიონში სტუმრობის შემდეგ

"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" - რას წერს რუსი ჟურნალისტი რეგიონში სტუმრობის შემდეგ

"აფხაზეთმა წასვლა გადაწყვიტა, რადგან ის რუსეთს არ სჭირდება... “სულიერების ქვეყანა” ყოველდღიურად იცვლის ორიენტაციას..." - წერს Свободная Пресса-ს რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი ვიქტორ სოკირკოსი აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ და თავის შთაბეჭდილებებზე ჰყვება.

მისი თქმით, ის რეგიონიდან მძაფრი შთაბეჭდილებებითა და ერთი დასკვნით დაბრუნდა - რუსეთი კარგავს აფხაზეთს.

“შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ასეა... ამის მიზეზი სხვადასხვაგვარია, მათ შორის - ეროვნული ფაქტორები და სოციალური კრიზისი, რომელიც რესპუბლიკაში არ შესუსტებულა.

მთავარი პრობლემა, რასაკვირველია, ეკონომიკურია, აფხაზეთს არ ჰყოფნის ფული ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი ჩანს პრაქტიკულად ცარიელ ყავის დასალევ ადგილებში, ფაცხებსა და რესტორნებში. იქ, სადაც ადრე მაგიდები ხმაურიანი სტუმრებით იყო სავსე, ახლა სტუმრების ცარიელ ჯიბეებში ქარი უბერავს... ამ ყველაფერს ერთი ახსნაც აქვს - აფხაზებს არასდროს უყვარდათ შრომა და შედეგიც სახეზეა...

დასამალი არაფერია, რესპუბლიკა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება რუსეთის ფინანსებზე დამოკიდებული. ვითარება კი საკმაოდ მძიმეა - საომარი მოქმედებების შედეგად, პრაქტიკულად განადგურდა სანატორიუმები, ჯანმრთელობის ცენტრები, გზები და ა.შ" - წერს რუსი ჟურნალისტი.

მისივე თქმით, ვიდრე აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული, ინვესტიციის ჩადებას არავინ რისკავს. მით უფრო, რომ რაულ ხაჯიმბას წინამორბედებს, სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრე ანქვაბს რეგიონის განვითარებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. ბოლო წლებში, იქ ტურისტების ნაკადმა საკმაოდ იმატა. ამასთან, ვიქტორ სოკირკოს თქმით, აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიადისა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის გაზიდეს სამშენებლო მასალები, რაშიც აფხაზეთს საკმაოდ კარგად გადაუხადეს.

Свободная Пресса-ს სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ 2014 წლიდან ვითარება ძალიან შეიცვალა. ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც აფხაზეთში სოციალ-ეკონომიკური განვითარება და ფონის გაუმჯობესება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ბევრი რამ ფურცელზე დარჩა.

“თავდაპირველად, აფხაზეთში რუსეთიდან 8 მილიარდი რუბლის გადარიცხვა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ეს ციფრი 4 მილიარდამდე შემცირდა. როგორც აფხაზეთში ამბობენ, ამ თანხის უმეტესობას რესპუბლიკამდეც არ მიუღწევია. კერძოდ, 2016 წლის საინვესტიციო პროგრამებისთვის განკუთვნილი 3,7 მილიარდიდან, აფხაზეთამდე მხოლოდ 180-მა მილიონმა მიაღწია.

ადგილობრივების თქმით, ბაღაფშისა და ანქვაბის დროს, 6 წლის განმავლობაში, ტურისტების ნაკადი საკმაოდ გაიზარდა და შემოსავალმა 32 მილიარდ რუბლს მიაღწია, მაშინ როდესაც ხაჯიმბას 3-წლიანი მმართველობისას რესპუბლიკაში მხოლოდ 5 მილიარდი ჩაირიცხა. ამასთან, სამშენებლო ბუმი დასრულდა, რამაც რუსი დამსვენებლებისთვის ყირიმის გახსნამაც შეუწყო ხელი - აფხაზეთში ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ამასთან, დაიწყო აფხაზური ბანკების რევიზია და აღმოჩნდა, რომ რესპუბლიკაში ფული არ არის, ანუ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს ის ქვეყნიდან გააქვთ.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - საქართველოს სისტემატური მუშაობა. საქმე ის არის, რომ ქართველებს რამე განსაკუთრებული მიზეზების გამოგონება არ სჭირდებათ, ისინი უბრალოდ კონტრგამოსავლებზე მუშაობენ; რუსები უშვებენ თავიანთ ტერიტორიაზე აფხაზური სოფლის მეურნეობის ნაწარმს? – ქართული მხარე აცხადებს, რომ ყველანაირი მიზეზის გარეშე შეიძენს ყველაფერს, რასაც აფხაზეთში აწარმოებენ - თხილს, მანდარინს, თაფლს და ა.შ. თანაც საკმაოდ ღირსეულ ფასად," - წერს რუსი ჟურნალისტი.

მისივე თქმით, ყველაზე გენიალური სვლა არის საქართველოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის პროგრამა - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფხაზებს შეუძლიათ სრული ჯანდაცვის მომსახურების უფასოდ მიღება. ეს ეხება კონსულტაციებს, ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ქირურგიულ ჩარევას.

”შესაძლოა, აფხაზეთს მოუწიოს დამოუკიდებლობის დავიწყება, რადგან ქართული არმია ეს აღარ არის 1992 წლის სამხედრო დაჯგუფება, მეტიც - არც 2008 წლის ცხინვალში მებრძოლი ჯარი. ის ახლა ნატო-ს სტანდარტების ინსტრუქტორების მიერ იწვრთნება და ეს არის 37-ათასიანი მოტივირებული სამხედრო მანქანა, რომელიც ბოლომდე მზად არის გაარღვიოს ენგური, სოხუმამდე ჩავიდეს და ასეთ დროს რუსეთს საქმეში ჩართვას არავინ ურჩევს, რადგან ბევრი რამის გათვალისწინებით, საქართველო ათასჯერ მართალი იქნება, რადგან ეს მისი მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს ჟურნალისტი ვიქტორ სოკირკოსი და დასძენს, რომ საკუთრივ აფხაზურ მხარეს "ორი ათასიანი ხიშტით შეიარაღებული კაცის გარდა, არაფრის დაპირისპირება შეუძლია".

ბლოგერის მოსაზრებით, თუ მოსკოვს აფხაზეთში სერიოზული ინვესტიციების ჩადება არ შეუძლია, კარგი იქნება ბაზარი მაინც გაუხსნას აფხაზურ ნაწარმს, თუნდაც მინერალურ წყალს. მით უფრო, რომ ეკოლოგიურად სუფთაა ხილი და ბოსტნეული და კარგი იქნება ხილფაფებისა და მურაბების საკითხი მაინც მოგვარდეს:

“პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ბოლომდე დარწმუნებულია, რომ რეგიონში მასშტაბური პროექტები განხორციელდება, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას ამის უკვე აღარ სჯერა... ახლა “აფხაზურ სამზარეულოში” ასეთი ხმები დადის - ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიწევს ვინმეს მივეყიდოთ, არადა, სულ ორი ვარიანტი გვაქვს - რუსები ან ქართველები, ამ უკანასკნელის უკან კი ამერიკა დგას... მოსკოვს ჩვენი დაუსრულებელი გაჭირვებითა და პრობლემებით აღარ ვჭირდებით, ამერიკა კი, კრემლის ჯინაზე მზად არის აფხაზეთის ეკონომიკაში დიდი ფული, თუნდაც 60 მილიონი დოლარი ჩადოსო" - ამბობენ ისინი პირად საუბრებში.

პუბლიკაციის ბოლოს კი სოკირკოსი წერს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარი მაინც თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში ქართველი ექიმების პაციენტები არიან და ბოლო დროს, მათ უჭირთ ქართველში მტრის დანახვა: "ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც აფხაზებმა საქართველოსკენ გაიწიონ. მაშინ კი მოგვიწევს ლოდინი, როდის ააფრიალებენ ქართველები ფსოუზე ნატოს დროშას," - წერს ბლოგერი.

"ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს" - ასლან ბჟანია

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო