საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ
ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ

აშშ-ში, ორე­გო­ნე­ლი ცოლ-ქმა­რი და­უ­დევ­რო­ბით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სარა და რე­ვის ლი მი­ჩე­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლ-ქმა­რი არის ეკ­ლე­სი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნას არ ცნობს. მკურ­ნა­ლო­ბის ნაც­ვლად ისი­ნი ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ და სა­ეკ­ლე­სიო ზე­თებს აცხებ­დნენ.

მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა 6 წლი­თა და 8 თვით აღეკ­ვე­თათ.

ბავ­შვი, ჯი­ნი­ფერ მიტ­ჩე­ლი 2017 წლის 5 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა, ის ნა­ად­რე­ვად და­ი­ბა­და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ბავ­შვის ფილ­ტვე­ბი არ მუ­შა­ობ­და, ჯი­ნი­ფე­რი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ეს უკვე მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამ ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვებ­ზე უა­რის გამო ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მორ­წმუ­ნე­ე­ბი სა­კუ­თარ თავს ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის მიმ­დევ­რებს უწო­დე­ბენ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა მიტ­ჩე­ლე­ბის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ევე­ლი­ნი, ჯი­ნი­ფე­რის ტყუ­პის­ცა­ლი. მას ასე­ვე უჭირ­და სუნ­თქვა, თუმ­ცა მე­დი­კო­სებ­მა დრო­უ­ლად მო­ას­წრეს ჩა­რე­ვა. გო­გო­ნა ახლა 16 თვი­საა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ

ლოცვა მკურნალობის ნაცვლად - მშობლებს, რომლებმაც ექიმების დახმარებაზე უარი თქვეს, პატიმრობა მიესაჯათ

აშშ-ში, ორეგონელი ცოლ-ქმარი დაუდევრობით ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს. სარა და რევის ლი მიჩელებს საკუთარი შვილის გარდაცვალებაში ედებათ ბრალი.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ცოლ-ქმარი არის ეკლესიის წევრი, რომელიც მედიცინას არ ცნობს. მკურნალობის ნაცვლად ისინი ნაადრევად დაბადებული ჩვილისთვის ლოცულობდნენ და საეკლესიო ზეთებს აცხებდნენ.

მათ თავისუფლება 6 წლითა და 8 თვით აღეკვეთათ.

ბავშვი, ჯინიფერ მიტჩელი 2017 წლის 5 მაისს გარდაიცვალა, ის ნაადრევად დაიბადა როგორც მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა, ბავშვის ფილტვები არ მუშაობდა, ჯინიფერი მწვავე რესპირატორული დარღვევებით გარდაიცვალა.

ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ამ ეკლესიის მრევლის სამედიცინო ჩარევებზე უარის გამო ადამიანი გარდაიცვალა. მორწმუნეები საკუთარ თავს ქრისტეს ეკლესიის მიმდევრებს უწოდებენ.

საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა მიტჩელების მეორე ქალიშვილი, ეველინი, ჯინიფერის ტყუპისცალი. მას ასევე უჭირდა სუნთქვა, თუმცა მედიკოსებმა დროულად მოასწრეს ჩარევა. გოგონა ახლა 16 თვისაა.

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინელ ლამაზმანზე იქორწინა - ვინ არის დავით ხოჭოლავას რჩეული

რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი