პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს
„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს

ყო­ველ­დღი­უ­რი კოს­მე­ტი­კა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის იმ­დე­ნად მავ­ნეა, რომ შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვიც გახ­დეს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, საფრ­თხეს შე­ი­ცავს რო­გორც პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ნა­წარ­მი, ასე­ვე სა­პო­ნი, შამ­პუ­ნი და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნე­ბენ.რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მავ­ნე კოს­მე­ტი­კის მუდ­მი­ვი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს სიმ­სუქ­ნეს და ისეთ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას, რო­გო­რი­ცაა სიმ­სივ­ნე და კა­ნის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლოგ­რა­მი კოს­მე­ტი­კა – პო­მა­და, კრე­მე­ბი, ნიღ­ბე­ბი, თმე­ბი­სა და ფრჩხი­ლე­ბის აქ­რო­ლა­დი ლაქი. მა­გა­ლი­თად, ფრჩხი­ლის ლაქი იწ­ვევს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, კი­ბოს უჯრე­დე­ბის ზრდის პრო­ვო­ცი­რე­ბას, ფეხ­მძი­მე ქა­ლებ­ში ნა­ყო­ფის სი­მა­ხინ­ჯეს. გამ­ხსნე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აცე­ტო­ნი იწ­ვევს ნარ­კო­ტი­კულ ზე­მოქ­მე­დე­ბას, ახა­სი­ა­თებს კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი თვი­სე­ბა, იწო­ვე­ბა შე­სუნ­თქვით, კა­ნით, კვე­ბის არ­ხით. სის­ხლით გა­და­დის ტვინ­ში, ღვიძ­ლში, თირკმე­ლებ­ში გულ­ში.

შეს­წავ­ლი­ლია 4 პო­პუ­ლა­რუ­ლი ფირ­მის კოს­მე­ტი­კურ პრო­დუქ­ტებ­ში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი შე­ი­ცავ­დნენ: ნი­კელს (100%), ტყვი­ას (96%), ბე­რი­ლი­უმს (90%), ასე­ვე, და­რიშ­ხან­სა და კად­მი­უმს, რომ­ლე­ბიც ორნ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­მოწ­მე­ბუ­ლი 50 პო­მა­დი­დან მხო­ლოდ 14 აღ­მოჩ­ნდა უვ­ნე­ბე­ლი. უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­ი­ცავ­და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებს, ხოლო ნა­ხე­ვარ­ზე მეტი – ტყვი­ას.

ევ­რო­პის ეკო­ლო­გი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რის, პრო­ფე­სორ რა­მაზ გა­ხო­კი­ძის თქმით, მავ­ნე კოს­მე­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ნელი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მი, რო­მელ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მწარ­მო­ებ­ლებს ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებთ მყიდ­ველ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, მათ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უფრო ხელ­საყ­რე­ლია, და­ამ­ზა­დონ კოს­მე­ტი­კა არა ნა­ტუ­რა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბით, არა­მედ სინ­თე­ზუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ჭარ­ბი შემ­ცვე­ლო­ბით, რისი გა­მო­ყე­ნე­ბაც სა­ში­შია.

გა­ხო­კი­ძის თქმით, დღეს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბი­ო­აქ­ტი­უ­რი კოს­მე­ტი­კაც, მა­გა­ლი­თად, კრე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ბი­ო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს – ადა­მი­ა­ნის პლა­ცენ­ტას, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის სპერ­მებ­სა და უჯრე­დებს. ხში­რად ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ ესტრო­გე­ნებს (ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ჰორ­მო­ნებს), რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად იჭ­რე­ბა კან­ში, იწო­ვე­ბა სის­ხლში და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ჰორ­მო­ნუ­ლი რე­აქ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. ასე­თი კოს­მე­ტი­კა სა­ში­შია ქა­ლე­ბის­თვის რო­მელ­თაც აწუ­ხებთ ღვიძ­ლი და აქვთ ამაღ­ლე­ბუ­ლი ესტრო­გე­ნუ­რი ფონი ან იყე­ნე­ბენ ჰორ­მო­ნალ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს, რად­გან იზ­რდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს რის­კი.რო­გორც წესი, და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მე­ბი შე­ი­ცავს 30-60 კომ­პო­ნენტს (ემულ­გა­ტო­რე­ბი, კონ­სერ­ვან­ტე­ბი, არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბი), რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სინ­თე­ზუ­რა­დაა მი­ღე­ბუ­ლი (ხში­რად ნავ­თო­ბის­გან) და ტოქ­სი­კუ­რია.

რა­მაზ გა­ხო­კი­ძე "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" ამ­ბობს, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ კბი­ლის პას­ტის შემ­ცვე­ლო­ბას.

"არ შე­იძ­ლე­ბა იმ პას­ტის ხმა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ალუ­მი­ნის ოქ­სიდს ან ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ და­ნა­მა­ტებს, მა­გა­ლი­თად, ტრიკ­ლო­ზანს. იგი ანად­გუ­რებს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს პი­რის ღრუ­ში, მაგ­რამ პა­თო­გე­ნურ მიკროფ­ლო­რას­თან ერ­თად ნად­გურ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო საპრო­ფი­ტუ­რი მიკროფ­ლო­რაც. გარ­და ამი­სა, ბაქ­ტე­რი­ე­ბი სწრა­ფად ეგუ­ე­ბი­ან ტრიკ­ლო­ზანს.

ზო­გი­ერთ მწარ­მო­ე­ბელს პას­ტა­ში შე­აქვს ისე­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბიც, რო­გო­რი­ცაა მეტ­რო­ნი­და­ზო­ლე და ქლორ­ჰექ­სი­ნი. ზო­გი­ერთ კბი­ლის სა­ხეხ სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ქა­ფწარ­მოქ­მნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნატ­რი­უ­მის ლა­უ­რილ­სულ­ფა­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ახ­ლა­ხან და­ად­გი­ნეს ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, უმ­ცი­რე­სი რა­ო­დე­ნო­ბი­თაც კი იწ­ვევს კა­ტა­რაქ­ტას", - აღ­ნიშ­ნავს იგი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს

„რეზონანსი" - ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილს იწვევს

ყოველდღიური კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნეა, რომ შეიძლება სიკვდილის გამომწვევიც გახდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საფრთხეს შეიცავს როგორც პარფიუმერული ნაწარმი, ასევე საპონი, შამპუნი და თავის მოვლის საშუალებები, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ.როგორც აღმოჩნდა, მავნე კოსმეტიკის მუდმივი მოხმარება იწვევს სიმსუქნეს და ისეთ მძიმე ავადმყოფობას, როგორიცაა სიმსივნე და კანის სხვადასხვა დაავადება.

სპეციალისტების ინფორმაციით, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა – პომადა, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქი. მაგალითად, ფრჩხილის ლაქი იწვევს ალერგიულ რეაქციას, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის სიმახინჯეს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში გულში.

შესწავლილია 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე, დარიშხანსა და კადმიუმს, რომლებიც ორნგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი – ტყვიას.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, მავნე კოსმეტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ კოსმეტიკა არა ნატურალური კომპონენტებით, არამედ სინთეზური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ჭარბი შემცველობით, რისი გამოყენებაც საშიშია.

გახოკიძის თქმით, დღეს აქტიურად გამოიყენება ბიოაქტიური კოსმეტიკაც, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს (ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს), რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და აქვთ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი.როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია.

რამაზ გახოკიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ყურადღება მივაქციოთ კბილის პასტის შემცველობას.

"არ შეიძლება იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. იგი ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, მაგრამ პათოგენურ მიკროფლორასთან ერთად ნადგურდება ორგანიზმისთვის სასარგებლო საპროფიტური მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს.

ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლე და ქლორჰექსინი. ზოგიერთ კბილის სახეხ საშუალებაში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას", - აღნიშნავს იგი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ