პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით
რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "რია ნო­ვოს­ტიმ" მო­ამ­ზა­და სტა­ტია, სა­დაც ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ვა­რა­უ­დებ­ზე წერ­და. ამის სა­პა­სუ­ხოდ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ტოს სა­მი­ტი 11-12 ივ­ლისს ბრი­უ­სელ­ში და­ა­დას­ტუ­რებს უც­ვლელ პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით და გა­ნა­ცხა­დებს, რომ ვერ­ცერ­თი მე­სა­მე ქვე­ყა­ნა ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცეს­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა.

ბრი­უ­სე­ლი­დან რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როს ცნო­ბით, "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­მო­ცხად­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია MAP-ის მი­ნი­ჭე­ბის გა­რე­შე გახ­დეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლად ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი".

Взгляд.ru-ს ცნო­ბით, შე­საძ­ლოა ნა­ტოს ამ სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნის გამო და­ზა­რალ­დეს.

"შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მისი სა­კი­თხი უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო ამ სა­მი­ტის­გან ბევ­რად მეტს ელის, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა, რად­გან ის ცდი­ლობს რე­ფორ­მე­ბი ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით გა­ა­ტა­როს, რის­თვი­საც უკ­რა­ი­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით არ სცხე­ლა" – წერს გა­მო­ცე­მა.

"რას უნდა ელოდ­ნენ კი­ე­ვი და თბი­ლი­სი ნა­ტოს სა­მი­ტის­გან?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას gazeta.ru. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, წლე­ბია ორი ქვე­ყა­ნა ალი­ანსთან ოდ­ნავ და­ახ­ლო­ე­ბის მო­ლო­დინ­შია, რის გა­მოც მე­ზო­ბელ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უკი­დუ­რე­სად გამ­წვა­ვე­ბას არ მო­რი­დე­ბი­ან. შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი მუდ­მივ და­პი­რე­ბებს იღებს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მა­ინც დიდი მოთ­მი­ნე­ბით ელის ახალ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც მათი ვა­რა­უ­დით, მათ ქვე­ყა­ნა­ზე აი­სა­ხე­ბა" – წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, უკ­რა­ი­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით უკან არის, თუმ­ცა მისი მო­კავ­ში­რე ამე­რი­კა ამ მხრი­ვაც აქ­ტი­უ­რობს და "რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან მის დაც­ვას ამ გზით ცდი­ლობს".

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ზა­რია პუ­გლი­სი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ თუკი ნა­ტოს ლი­დე­რებ­სა და ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მიდ­გო­მებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­ტოს­თან მო­ი­ცავს ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ ინ­სტრუ­მენტს ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

ეს იქ­ნე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია, ყო­ველ­წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პარტნი­ო­რის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალი­ან­სის თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა (Defence Capacity Building Initiative) და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი, მაგ­რამ მუდ­მი­ვად აღი­ნიშ­ნე­ბა ისიც, რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც (MAP).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით

რას წერს რუსული მედია ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მოლოდინთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ "რია ნოვოსტიმ" მოამზადა სტატია, სადაც ნატოში საქართველოს გამარტივებული წესით გაწევრიანების ვარაუდებზე წერდა. ამის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელში დაადასტურებს უცვლელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და განაცხადებს, რომ ვერცერთი მესამე ქვეყანა ალიანსის გაფართოების პროცესში ვერ ჩაერევა.

ბრიუსელიდან რუსული ინტერნეტგამოცემის ინკოგნიტო წყაროს ცნობით, "არ არის გამორიცხული გამოცხადდეს, რომ საქართველო ნატოს წევრი შესაძლებელია MAP-ის მინიჭების გარეშე გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსია მიმდინარეობს. გაწევრიანების პირველად ინსტრუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი".

Взгляд.ru-ს ცნობით, შესაძლოა ნატოს ამ სამიტზე საქართველო უკრაინის გამო დაზარალდეს.

"შესაძლოა, საქართველო ამ სიტუაციაში უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი საკითხი უკრაინასთან ერთად განიხილება. არადა, საქართველო ამ სამიტისგან ბევრად მეტს ელის, ვიდრე უკრაინა, რადგან ის ცდილობს რეფორმები ნატოს სტანდარტებით გაატაროს, რისთვისაც უკრაინას ჯერჯერობით არ სცხელა" – წერს გამოცემა.

"რას უნდა ელოდნენ კიევი და თბილისი ნატოს სამიტისგან?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას gazeta.ru. გამოცემის ცნობით, წლებია ორი ქვეყანა ალიანსთან ოდნავ დაახლოების მოლოდინშია, რის გამოც მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებას არ მორიდებიან. შედეგად ორივე მათგანი მუდმივ დაპირებებს იღებს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მაინც დიდი მოთმინებით ელის ახალ ნაბიჯებს, რომელიც მათი ვარაუდით, მათ ქვეყანაზე აისახება" – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, უკრაინა ამ შემთხვევაში გაცილებით უკან არის, თუმცა მისი მოკავშირე ამერიკა ამ მხრივაც აქტიურობს და "რუსეთის აგრესიისგან მის დაცვას ამ გზით ცდილობს".

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში აცხადებს, რომ თუკი ნატოს ლიდერებსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიდგომებს გავითვალისწინებთ, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

ეს იქნება ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივა (Defence Capacity Building Initiative) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, მაგრამ მუდმივად აღინიშნება ისიც, რომ გაწევრიანებამდე აუცილებელია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP).

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის "დელტა", ე.წ. ინდურ ვარიანტს, რომლის შემთხვევები საქართველოშიც გაიზარდა

კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა

"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი