სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "უცხო პირებზეა საუბარი. ჩემთან უცხოელები არ უხსენებია"

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "უცხო პირებზეა საუბარი. ჩემთან უცხოელები არ უხსენებია"

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული, დანაშაულის ჩამდენებად არა უცხოელებს, არამედ უცხო პირებს ასახელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა განუცხადა.

ბრალდებულმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი არა მან, არამედ უცხოელებმა მოკლეს და მას ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ. ადვოკატი განმარტავს, რომ საკუთარ დამცველებთან ამ ვერსიაზე საუბრისას კობაურს არა უცხოელები, არამედ უცხო პირები ჰყავს ნახსენები.

„როგორც ჩემთვის აქვს ნათქვამი, უცხო პირებზეა საუბარი. ჩემთან უცხოელები არ უხსენებია. ალბათ, ნერვიულობის ფონზე სავარაუდოდ, შეცდომით თქვა სასამართლოზე“, - აღნიშნა მურმან ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სმიტების ოჯახი მისი მოკლული არაა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა სასამართლოზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ