მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 19 წლის მწყემს მალ­ხაზ კო­ბა­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რედ­გი­ნა. მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი ან მეტი პი­რის, მათ შო­რის, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ხა­დას ხე­ო­ბა­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი, ორი ან მეტი პი­რის, მათ შო­რის, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. და­ა­კა­ვა. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 19 წლის მწყემსს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის მწყემსსა და რა­ი­ან სმიტს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, რის შემ­დე­გაც მან სმი­ტი მოკ­ლა.

ამის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწყეს­მა ლორა სმიტ­ზე ძა­ლა­დო­ბა სცა­და, თუმ­ცა, გაქ­ცე­ვი­სას ლორა სმი­ტი ჩანჩქე­რი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მწყემსმა მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი თო­ფით მოკ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს