Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება" - ეკოლოგი
"საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება" - ეკოლოგი

„მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ზამ­თრო­სა და ნესვში ნიტ­რი­ტე­ბი­სა და ნიტ­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა 3-4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ლოგ­მა და გა­ე­როს ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ახა­ლა­ი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრო­დუქ­ცი­ა­ში ნიტ­რი­ტე­ბი­სა და ნიტ­რა­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა შემ­ცვე­ლო­ბამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რიც არის ანე­მია, გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა და ა.შ.„ნეს­ვი და სა­ზამ­თრო, ისე­თი ბა­ღჩე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბია, რომ­ლებ­საც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი მი­წის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად იყე­ნე­ბენ ხოლ­მე. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ნეს­ვი და სა­ზამ­თრო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს ყვე­ლა­ფერს, რაც მი­წა­შია და რო­დე­საც მას­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ეს კულ­ტუ­რე­ბი ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავს მათ. „მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ზამ­თრო­სა და ნესვში ნიტ­რი­ტე­ბი­სა და ნიტ­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა 3-4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

სის­ხლის შემ­ცვე­ლო­ბა­ში არის ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, რო­მე­ლიც ჟანგბადს ით­ვი­სებს და ჩვენს ორ­გა­ნიზმს ჟანგბა­დით კვე­ბავს. რო­გორც კი ნიტ­რი­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას იღებს ადა­მი­ა­ნი, ჟანგბადს ანაც­ვლებს ნიტ­რი­ტი და სის­ხლი ხდე­ბა უჟანგბა­დო. ეს იწ­ვევს ანე­მი­ას, ანე­მი­ის­გან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა. თუ ღრმად წა­ვალთ, ვნა­ხავთ, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თან მიგ­ვიყ­ვანს,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

რო­გორც ეკო­ლოგ­მა გან­მარ­ტა, სა­ზამ­თრო­სა და ნეს­ვის და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ფერ­მე­რე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც მწვა­ნე მა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, მცე­ნა­რეს აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას აწ­ვდის.

„პრო­დუქ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი არის ფერ­მე­რი, რო­მე­ლიც სა­სუქს იყე­ნებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სა­ჭი­როა თუ არა. სა­ზამ­თრო და ნეს­ვი ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოჰ­ყავთ, სა­დაც ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი ძა­ლი­ან მშრა­ლია. ამ ად­გი­ლებ­ში მა­ლე­ვე ხდე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ვი­ლე­ბა და სიმწვა­ნის და­კარ­გვა. აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქი კი მცე­ნა­რეს ქლორო­ფილს უნარ­ჩუ­ნებს, რომ­ლი­თაც ის ზრდის თა­ვის ნა­ყოფს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფერ­მე­რი ცდი­ლობს რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს მწვა­ნე მასა მცე­ნა­რეს, რომ უფრო დიდი სა­ზამ­თრო და ნეს­ვი მი­ი­ღოს,“ - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

"საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება" - ეკოლოგი

"საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება" - ეკოლოგი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, - ამის შესახებ ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფერმერულ მეურნეობაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, პროდუქციაში ნიტრიტებისა და ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიც არის ანემია, გონებრივი ჩამორჩენა და ა.შ.„ნესვი და საზამთრო, ისეთი ბაღჩეული კულტურებია, რომლებსაც დაბინძურებული მიწის გასასუფთავებლად იყენებენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნესვი და საზამთრო ძალიან მარტივად ითვისებს ყველაფერს, რაც მიწაშია და როდესაც მასზე მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავს მათ. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი ფერმერულ მეურნეობაში არ შეინიშნება.

სისხლის შემცველობაში არის ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადს ითვისებს და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა. თუ ღრმად წავალთ, ვნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანს,“ - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

როგორც ეკოლოგმა განმარტა, საზამთროსა და ნესვის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერებისგან მომდინარეობს, რომელიც მწვანე მასის შენარჩუნების მიზნით, მცენარეს აზოტოვანი სასუქების დიდ რაოდენობას აწვდის.

„პროდუქტების დაბინძურების უმთავრესი მიზეზი არის ფერმერი, რომელიც სასუქს იყენებს მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა. საზამთრო და ნესვი ჩვენთან ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, სადაც ზოგიერთი ადგილი ძალიან მშრალია. ამ ადგილებში მალევე ხდება მცენარეების გადაყვავილება და სიმწვანის დაკარგვა. აზოტოვანი სასუქი კი მცენარეს ქლოროფილს უნარჩუნებს, რომლითაც ის ზრდის თავის ნაყოფს. აქედან გამომდინარე ფერმერი ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს მწვანე მასა მცენარეს, რომ უფრო დიდი საზამთრო და ნესვი მიიღოს,“ - აღნიშნა ხათუნა ახალაიამ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ