სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა
გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა დატ­ბო­რილ მღვი­მე­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გუნდს მი­აგ­ნეს, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი რი­ჩარდ ჰა­რი­სი ტა­ი­ლან­დში შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბი­ჭე­ბის ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე მღვი­მეს მი­ა­შუ­რა, რომ მაშ­ვე­ლებს დახ­მა­რე­ბო­და.

BBC წერს, რომ ჰა­რი­სი მყვინ­თა­ვებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მღვი­მე­ში და იქ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე სუს­ტად გრძნობ­დნენ თავს, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი პირ­ვე­ლებ­მა და­ტო­ვეს.

ექი­მი ჰა­რი­სი, რო­მელ­საც ჰა­რის ეძა­ხი­ან, ბოლო იყო, ვინც დატ­ბო­რი­ლი მღვი­მი­დან გა­მო­ვი­და.

ზე­ი­მი ექი­მის­თვის მალე მწუ­ხა­რე­ბით შე­იც­ვა­ლა - გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე შე­ი­ტყო, რომ მისი მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

რი­ჩარდ ჰა­რი­სის ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვა ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბას ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა სთხო­ვეს.

„მას ოპე­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჯული ბი­შოპ­მა.

ევა­კუ­ა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­რონგსაკ ოსო­ტა­ნა­კორნ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ტა­ი­ლან­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი კი, მისი თქმით, სწო­რედ ანეს­თე­ზი­ო­ლოგ ჰა­რისს მი­უ­ძღვის.

ექი­მის მე­გო­ბა­რი, სიუ ქროუ BBC-სთან ამ­ბობს, რომ რი­ჩარ­დი თავ­და­უ­ზო­გა­ვი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ­და, მღვი­მე­ში ბი­ჭე­ბი და­ემ­შვი­დე­ბი­ნა. ქრო­უს თქმით, მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ექიმს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უხ­დის მად­ლო­ბას. ბევ­რი მათ­გა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ის „წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლად“ უნდა და­ა­სა­ხე­ლონ - ეს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი სა­მო­ქა­ლა­ქო წო­დე­ბაა.

რი­ჩარდ ჰა­რი­სი გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვი და წყალ­ქვე­შა ფო­ტოგ­რა­ფია. მას, ასე­ვე, აქვს მღვი­მე­ებ­ში ყვინ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბაც ავ­სტრა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ჩი­ნეთ­ში.

ერთ-ერთი ექ­სპე­დი­ცია ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და - ჰა­რი­სის მე­გო­ბა­რი, აგ­ნეს მი­ლოვ­კა გა­მოქ­ვა­ბულ­ში უჰა­ე­რო­ბის გამო გა­ი­გუ­და.

ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, ჰა­რის­მა ძა­ლი­ან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა, ასე­ვე, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვა­ნუ­ა­ტუ­ში, ავ­სტრა­ლი­ის მი­სი­ა­შიც.

მან თავ­და­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ვე­ტე­რი­ნარ ქრე­იგ ჩე­ლენს, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჰა­რის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ექი­მი და ჩე­ლე­ნი იმ ოც ავ­სტრა­ლი­ელს შო­რის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ტა­ი­ლან­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

როდესაც ბრიტანელმა მყვინთავებმა დატბორილ მღვიმეში ფეხბურთელების გაუჩინარებულ გუნდს მიაგნეს, ავსტრალიელი ანესთეზიოლოგი რიჩარდ ჰარისი ტაილანდში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა. ბიჭების ამბის გაგებისთანავე მღვიმეს მიაშურა, რომ მაშველებს დახმარებოდა.

BBC წერს, რომ ჰარისი მყვინთავებთან ერთად ჩავიდა მღვიმეში და იქ სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა, რომლებიც ყველაზე სუსტად გრძნობდნენ თავს, გამოქვაბული პირველებმა დატოვეს.

ექიმი ჰარისი, რომელსაც ჰარის ეძახიან, ბოლო იყო, ვინც დატბორილი მღვიმიდან გამოვიდა.

ზეიმი ექიმისთვის მალე მწუხარებით შეიცვალა - გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ მალევე შეიტყო, რომ მისი მამა გარდაიცვალა.

რიჩარდ ჰარისის ოპერაციაში ჩართვა ტაილანდის მთავრობას ბრიტანელმა მყვინთავებმა სთხოვეს.

„მას ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა,“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა.

ევაკუაციის ოპერაციის ხელმძღვანელმა, ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა კი აღნიშნა, რომ ბიჭების გადასარჩენად ტაილანდის ხელისუფლებისთვის ავსტრალიელების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებული წვლილი კი, მისი თქმით, სწორედ ანესთეზიოლოგ ჰარისს მიუძღვის.

ექიმის მეგობარი, სიუ ქროუ BBC-სთან ამბობს, რომ რიჩარდი თავდაუზოგავი, გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც აუცილებლად შეძლებდა, მღვიმეში ბიჭები დაემშვიდებინა. ქროუს თქმით, მას არაჩვეულებრივად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა.

სოციალურ ქსელებში ექიმს უამრავი ადამიანი უხდის მადლობას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ის „წლის ავსტრალიელად“ უნდა დაასახელონ - ეს ქვეყნის ყველაზე დიდი სამოქალაქო წოდებაა.

რიჩარდ ჰარისი გამოცდილი მყვინთავი და წყალქვეშა ფოტოგრაფია. მას, ასევე, აქვს მღვიმეებში ყვინთვის გამოცდილებაც ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩინეთში.

ერთ-ერთი ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა - ჰარისის მეგობარი, აგნეს მილოვკა გამოქვაბულში უჰაერობის გამო გაიგუდა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰარისმა ძალიან დიდი როლი შეასრულა, ასევე, სტიქიური მოვლენების დროს წყნარი ოკეანის რეგიონში, მონაწილეობა მიიღო ვანუატუში, ავსტრალიის მისიაშიც.

მან თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა ვეტერინარ ქრეიგ ჩელენს, რომელიც გამოქვაბულში ჰარისთან ერთად იმყოფებოდა.

ექიმი და ჩელენი იმ ოც ავსტრალიელს შორის იყვნენ, რომლებიც ტაილანდის ხელისუფლებას გადარჩენის ოპერაციაში ეხმარებოდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე