კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"
სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"

რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­თა­ლი­კო­სის გა­რე­გინ II-ის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, აქ­ცი­ებს მარ­თავს. მათ ეს მო­თხოვ­ნა თით­ქმის ერთი თვის წინ და­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ფორ­მე­ბი გა­ამ­წვა­ვეს. დღეს მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფი სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წმინ­და ეჩ­მი­ა­ძი­ნის კან­ცე­ლა­რი­ა­ში შე­იჭ­რა. რო­გორც ეჩ­მი­ა­ძი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვაგ­რამ მე­ლი­ქი­ა­ნი აცხა­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­და­ვი­და.

მისი ცნო­ბით, სო­მე­ხი კა­თა­ლი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახა­ლი სომ­ხე­თის" წევ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ, შე­უ­სა­ბა­მოდ იქ­ცე­ვი­ან და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით გა­მო­დი­ან. თა­ვის მხრივ, დე­მონ­სტრან­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დაშ­ლას იქამ­დე არ აპი­რე­ბენ, ვიდ­რე გა­რე­გინ II არ გა­დად­გე­ბა.

ინი­ცი­ა­ტი­ვა "ახა­ლი სომ­ხე­თის" თქმით, ისი­ნი "ახალ სომ­ხეთ­ში ახალ პატ­რი­არ­ქს" ითხო­ვენ. ეჩ­მი­ა­ძი­ნის ეზო­ში მათ კარ­ვე­ბი გა­შა­ლეს და აცხა­დე­ბენ, რომ არც ერთ მოქ­მედ მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან სა­ლა­პა­რა­კოდ არ დაჯ­დე­ბი­ან, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებ­მა წლე­ბია თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ მათ­თან სა­უ­ბარს აზრი არ აქვს...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ასე­თი აქ­ცია ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბით დას­რულ­და. საღვთო ლი­ტურ­გი­ის შემ­დეგ მათ­თან სა­სა­უბ­როდ გას­ვლა სცა­და სომ­ხე­თის კა­თა­ლი­კოს­მაც, თუმ­ცა დე­მონ­სტრან­ტე­ბი მას საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ...

"თქვენ უფ­ლე­ბა არ გაქვთ კა­თა­ლი­კო­სის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვოთ, ჩვენ ვი­ცით, ვინც დგას თქვენს უკან და სა­ით­კენ მიგ­ყავთ ეს ყვე­ლა­ფე­რი..." - უთხრა ერთ-ერ­თმა ეპის­კო­პოს­მა მო­მი­ტინ­გე­ებს. თა­ვად კა­თო­ლი­კოს­მა იქა­უ­რო­ბა სწრა­ფად და­ტო­ვა.

6 ივ­ნისს, რამ­დე­ნი­მე ათა­სი დე­მონ­სტრან­ტი, რო­მელ­თა შო­რის არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც, ერევ­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე წმინ­და ანას ტა­ძარ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და გა­რე­გინ II-ის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს. მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თა­ვად კა­თა­ლი­კო­სიც მზად იყო სა­პორ­ტეს­ტო ტალ­ღის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა, ისი­ნი მის უპი­რო­ბო გა­დად­გო­მას ითხოვ­დნენ...

"სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ფი­ო­ზე­ბი არი­ან და­ბუ­დე­ბუ­ლი, სა­ერ­თოდ, გა­რე­გინ II და მისი გა­რე­მოც­ვა ანა­ფო­რა­ში შე­მო­სი­ლი მა­ფი­ო­ზე­ბი არი­ან. ჩვენ კი არა, ისი­ნი ასუს­ტე­ბენ ეკ­ლე­სი­ას და ხალ­ხს, ებ­რძვი­ან ეკ­ლე­სი­ას და ეს ყვე­ლამ იცის, თუმ­ცა ბევ­რს არ უნდა ლა­პა­რა­კი... დიახ, გა­რე­გინ II, თა­ვის გა­რე­მოც­ვას­თან ერ­თად უნდა წა­ვი­დეს, ის არ იმ­სა­ხუ­რებს იმ ყოფ­ნას..." - აცხა­დებს "ახა­ლი სომ­ხე­თის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გურ­ზან გე­ვორ­ქი­ა­ნი.

უფრო ადრე, ეჩ­მი­ა­ძი­ნის კან­ცე­ლა­რი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეპის­კო­პოს­მა არ­შან ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხეთ­ში სა­ეკ­ლე­სიო ინ­სტი­ტუ­ტი პო­ლიტ­კის­გან შორს არის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში მისი ჩა­რე­ვა უბ­რა­ლოდ უსა­მარ­თლო­ბაა... მი­სი­ვე თქმით, უმაღ­ლე­სი პატ­რი­არ­ქი ეროვ­ნუ­ლი სა­ეკლსიო კრე­ბით, საბ­ჭო­ზე ირ­ჩე­ვა და მისი გა­და­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა.

"მე, კა­თა­ლი­კოს­მა, ყვე­ლა ჩვენ­გან­მა ჩა­ი­დი­ნა შეც­დო­მა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მად აქ­ცი­ოთ?" - აცხა­დებ­და ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი.

უფრო ადრე, იგი­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა. მისი თქმით, სომ­ხეთ­ში ეკ­ლე­სია და პო­ლი­ტი­კა გა­მიჯ­ნუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­ებ­ში არ უნდა ერე­ო­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის არ­მენ გას­პა­რი­ა­ნის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე დიდი ხა­ნია გა­რე­გინ II-ს სერჟ სარ­გსი­ან­თან აი­გი­ვებს.

"ოპო­ზი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია ამ­ბობს, რომ კა­თო­ლი­კოსს ქვეყ­ნის ხელმღვა­ნე­ლო­ბას­თან პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს... აპ­რი­ლის აქ­ცი­ე­ბის დროს, ოპო­ზი­ცი­ის და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი გა­რე­გინ II-ისა და მის გა­რე­მოც­ვა­ში მყო­ფი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის ლუსტრა­ცი­ა­საც ითხოვ­დნენ..."- ამ­ბობს ის და დას­ძენს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, აჟი­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან.

სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მათ ის­ტო­რი­ა­ში უკვე იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მღვდელმსა­ხუ­რე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა, ამას კარ­გის­კენ არას­დროს არა­ფე­რი შე­უც­ვლია...

სომ­ხე­თის სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, კა­თო­ლი­კოსს სა­მუ­და­მო ვა­დით ირ­ჩე­ვენ. გა­რე­გინ II, უმაღ­ლეს­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა 1999 წელს აირ­ჩი­ეს და სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას მას შემ­დეგ მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"

სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"

რამდენიმე დღეა სომხეთის მოსახლეობა, ადგილობრივი კათალიკოსის გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავს. მათ ეს მოთხოვნა თითქმის ერთი თვის წინ დააყენეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ფორმები გაამწვავეს. დღეს მოქალაქეთა ჯგუფი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა ეჩმიაძინის კანცელარიაში შეიჭრა. როგორც ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსი ვაგრამ მელიქიანი აცხადებს, საზოგადოება ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

მისი ცნობით, სომეხი კათალიკოსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ინიციატორი ორგანიზაცია "ახალი სომხეთის" წევრები არიან, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, შეუსაბამოდ იქცევიან და პროვოკაციული მოქმედებებით გამოდიან. თავის მხრივ, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე გარეგინ II არ გადადგება.

ინიციატივა "ახალი სომხეთის" თქმით, ისინი "ახალ სომხეთში ახალ პატრიარქს" ითხოვენ. ეჩმიაძინის ეზოში მათ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ არც ერთ მოქმედ მაღალი იერარქიის სასულიერო პირთან სალაპარაკოდ არ დაჯდებიან, რადგან ამ ადამიანებმა წლებია თავიანთი ქმედებებით დაამტკიცეს, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს...

რამდენიმე დღის წინ ასეთი აქცია ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. საღვთო ლიტურგიის შემდეგ მათთან სასაუბროდ გასვლა სცადა სომხეთის კათალიკოსმაც, თუმცა დემონსტრანტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ...

"თქვენ უფლება არ გაქვთ კათალიკოსის გადადგომა მოითხოვოთ, ჩვენ ვიცით, ვინც დგას თქვენს უკან და საითკენ მიგყავთ ეს ყველაფერი..." - უთხრა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა მომიტინგეებს. თავად კათოლიკოსმა იქაურობა სწრაფად დატოვა.

6 ივნისს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც, ერევნის ცენტრში მდებარე წმინდა ანას ტაძარში შეიკრიბნენ და გარეგინ II-ის გადადგომა მოითხოვეს. მაშინ ცნობილი გახდა, რომ თავად კათალიკოსიც მზად იყო საპორტესტო ტალღის მონაწილეებს შეხვედროდა, თუმცა, ისინი მის უპირობო გადადგომას ითხოვდნენ...

"სომხურ ეკლესიაში ჩვეულებრივი მაფიოზები არიან დაბუდებული, საერთოდ, გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან. ჩვენ კი არა, ისინი ასუსტებენ ეკლესიას და ხალხს, ებრძვიან ეკლესიას და ეს ყველამ იცის, თუმცა ბევრს არ უნდა ლაპარაკი... დიახ, გარეგინ II, თავის გარემოცვასთან ერთად უნდა წავიდეს, ის არ იმსახურებს იმ ყოფნას..." - აცხადებს "ახალი სომხეთის" წარმომადგენელი გურზან გევორქიანი.

უფრო ადრე, ეჩმიაძინის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა არშან ხაჩატურიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საეკლესიო ინსტიტუტი პოლიტკისგან შორს არის და ამ ყველაფერში მისი ჩარევა უბრალოდ უსამართლობაა... მისივე თქმით, უმაღლესი პატრიარქი ეროვნული საეკლსიო კრებით, საბჭოზე ირჩევა და მისი გადაყენება პოლიტიკური პროცესების ნაწილი ვერასოდეს გახდება.

"მე, კათალიკოსმა, ყველა ჩვენგანმა ჩაიდინა შეცდომა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პრობლემად აქციოთ?" - აცხადებდა ხაჩატურიანი.

უფრო ადრე, იგივე განცხადება გააკეთა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთში ეკლესია და პოლიტიკა გამიჯნულია. შესაბამისად, სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ უნდა ერეოდეს. ადგილობრივი ჟურნალისტის არმენ გასპარიანის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია გარეგინ II-ს სერჟ სარგსიანთან აიგივებს.

"ოპოზიცია დაახლოებით ხუთი წელია ამბობს, რომ კათოლიკოსს ქვეყნის ხელმღვანელობასთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს... აპრილის აქციების დროს, ოპოზიციის და მომიტინგეების ერთი ნაწილი გარეგინ II-ისა და მის გარემოცვაში მყოფი მღვდელმსახურების ლუსტრაციასაც ითხოვდნენ..."- ამბობს ის და დასძენს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, აჟიტირებული არიან.

სომეხი ჟურნალისტის თქმით, მათ ისტორიაში უკვე იყო შემთხვევა, როდესაც მღვდელმსახურები რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა, ამას კარგისკენ არასდროს არაფერი შეუცვლია...

სომხეთის საეკლესიო კანონის თანახმად, კათოლიკოსს სამუდამო ვადით ირჩევენ. გარეგინ II, უმაღლესმა სასულიერო პირებმა 1999 წელს აირჩიეს და სომხურ ეკლესიას მას შემდეგ მართავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე