მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?
საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?

ბრი­უ­სე­ლი 11-12 ივ­ლისს NATO-ს სა­მიტს მას­პინ­ძლობს. სა­მი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - რად­გან პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნატო-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე და ამ კონ­ტექ­სტში ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რო­ბით ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია ბრი­უ­სელ­ში გა­ემ­გზავ­რა.

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნატო-ს სა­მიტ­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­და­ნაც, თუმ­ცა პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის აზ­რით, ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას არც წელს მი­ვი­ღებთ, თუმ­ცა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა, ამა­ზე არ და­ო­ბენ.

"ჩვენ გან­ვაგ­რძობთ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას. მად­ლო­ბე­ლი ვართ იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს უწევს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და ოპე­რა­ცი­ებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად კარ­გი პროგ­რე­სი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ალი­ან­სში, კონ­კრე­ტულ თა­რიღს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, რომ მონ­ტე­ნეგ­რო ნატო-ს წევ­რი გახ­და, ხოლო მა­კე­დო­ნი­ას­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვი­წყებთ, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ნატო-ს კა­რე­ბი ღიაა.

ჩვენ გან­ვაგ­რძობთ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე. ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ კვლავ 2008 წელს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ.

ქარ­თუ­ლი მხა­რე სა­მიტ­ზე რუ­სე­თის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ებ­ზე და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რებს. ის, რომ ნატო-ს სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა, ამა­ზე პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც არ და­ო­ბენ. მაპი-ს მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი.

თსუ-ს პრო­ფე­სო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის" (GIP) მკვლე­ვა­რის მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლის თქმით, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა არ შე­უც­ვლია, ამი­ტომ მისი აზ­რით, ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამ აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად მაპ-ს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

„ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი­დან 10 წელი გა­ვი­და. ეს იყო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტი, სა­დაც ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთ დღეს გახ­დე­ბო­და ნატო-ს წევ­რი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნამ ძა­ლი­ან გრძე­ლი და რე­ფორ­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, რომ ის სტან­დარ­ტე­ბი და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ნატო-ს წევ­რო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

თვი­თონ ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი თა­ვის ან­გა­რი­შებ­ში ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს, ძნე­ლია ივა­რა­უ­დო, რა ტექ­სტი ჩა­ი­წე­რე­ბა სა­მი­ტის სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტში. ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი აა­ნა­ლი­ზე­ბენ იმას, რომ მათ მო­უ­წევთ და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც და­პი­რე­ბა მის­ცეს, პროგ­რე­სი­რებს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 65% მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტერ­გა­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნატო-ს წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა კი­დევ ერთხელ უნდა გა­ი­მე­ო­რონ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის.

ბოლო დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტურ მო­ლო­დი­ნებს ტო­ვებს და ვი­ცით რომ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, რაც ნატო-მ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა შეს­თა­ვა­ზოს, ეს არის მაპი. თუმ­ცა, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა არ შეც­ვლი­ლა - რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით აგ­რძე­ლებს აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას, ამი­ტომ ეჭვი მაქვს, ამ აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა მაპი მოგ­ვცეს.

პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი რაც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს - კი­დევ ერთხელ უნდა და­ფიქ­სირ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დად­გა პროგ­რე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა გა­მო­ნა­ხონ მა­პის გარ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სხვა ინ­სტრუ­მენ­ტი" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გრი­გა­ლაშ­ვილ­მა.

ნატო-ს სა­მი­ტის­გან მაპ-ს არც ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი ელის, თუმ­ცა ფიქ­რობს, რომ ამ სა­მი­ტის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ.

"სა­მიტ­ზე მაპი-ს მო­ნი­ჭე­ბა­ზე არამ­გო­ნია სა­უ­ბა­რი იყოს და არც იმის მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ გა­კეთ­დე­ბა ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მაპი-ს გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე სა­ხის ჩა­ნა­წე­რი გა­კეთ­დეს, რო­მე­ლიც ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, სა­ქარ­თვლო შე­იძ­ლე­ბა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყოს შავი ზღვის ნატო-ს უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში, ასე­ვე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­ზე და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა­ზე.

ერთი სი­ტყვით პო­ზი­ტი­უ­რი და კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაპ­ზე კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­უ­ბა­რი არ იქ­ნე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს გო­გო­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?

საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?

ბრიუსელი 11-12 ივლისს NATO-ს სამიტს მასპინძლობს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - რადგან პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა.

"ოცნების" ხელისუფლება ნატო-ს სამიტზე დიდ იმედებს ამყარებს. დამაიმედებელი განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, თუმცა პოლიტოლოგების აზრით, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას არც წელს მივიღებთ, თუმცა ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური განცხადებები გაკეთდება, ამაზე არ დაობენ.

"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ.

ქართული მხარე სამიტზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებს. ის, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური განცხადებები გაკეთდება, ამაზე პოლიტოლოგებიც არ დაობენ. მაპი-ს მიღებასთან დაკავშირებით კი სკეპტიკურად არიან განწყობილები.

თსუ-ს პროფესორის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარის მარიამ გრიგალაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით აგრესიული პოლიტიკა არ შეუცვლია, ამიტომ მისი აზრით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამ აგრესიის შესაჩერებლად მაპ-ს არ გამოიყენებენ.

„ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო ერთ დღეს გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ ძალიან გრძელი და რეფორმებით დატვირთული გზა გაიარა, რომ ის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, რომელიც საბოლოოდ ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს.

თვითონ ალიანსის წევრი ქვეყნები თავის ანგარიშებში ყოველთვის ხაზს უსვამდნენ საქართველოს წინსვლას. რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელია ივარაუდო, რა ტექსტი ჩაიწერება სამიტის საბოლოო დოკუმენტში. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აანალიზებენ იმას, რომ მათ მოუწევთ დაპირების შესრულება, მეორე მხრივ ქვეყანა, რომელსაც დაპირება მისცეს, პროგრესირებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტერგაციას. აქედან გამომდინარე, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიმეორონ, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის.

ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებს ტოვებს და ვიცით რომ შემდეგი ნაბიჯი, რაც ნატო-მ საქართველოს უნდა შესთავაზოს, ეს არის მაპი. თუმცა, გეოპოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა - რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, ამიტომ ეჭვი მაქვს, ამ აგრესიის შესაჩერებლად ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მაპი მოგვცეს.

პოზიტიური განცხადებები კი რაც შეიძლება გაკეთდეს - კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ამ წლების განმავლობაში გადადგა პროგრესიული ნაბიჯები და წევრმა სახელმწიფოებმა გამონახონ მაპის გარდა თანამშრომლობის სხვა ინსტრუმენტი" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში გრიგალაშვილმა.

ნატო-ს სამიტისგან მაპ-ს არც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ სამიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით პარტნიორი სახელმწიფოები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.

"სამიტზე მაპი-ს მონიჭებაზე არამგონია საუბარი იყოს და არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც საქართველოს გაწევრიანებას მაპი-ს გარეშე უზრუნველყოფს. თუმცა შეიძლება რაიმე სახის ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც ამაზე მიანიშნებს. რაც შეეხება დანარჩენს, საქართვლო შეიძლება მოხსენიებული იყოს შავი ზღვის ნატო-ს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე იქნება საუბარი ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მასში საქართველოს ჩართვაზე.

ერთი სიტყვით პოზიტიური და კონკრეტული განცხადებები გაკეთდება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაპზე კი დარწმუნებული ვარ საუბარი არ იქნება" - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგოლაშვილმა.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში