მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრული ოფიციალურად დადასტურდა - მღვიმიდან ყველა ფეხბურთელი გამოიყვანეს
ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრული ოფიციალურად დადასტურდა - მღვიმიდან ყველა ფეხბურთელი გამოიყვანეს

ტა­ი­ლან­დის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თორ­მე­ტი­ვე ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი მღვი­მი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, ევა­კუ­ა­ცი­ის მე­სა­მე ეტა­პიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. უწყე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­ცერთ მათ­განს ახლა საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­მა და ვერ­ტმფრე­ნებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

ბი­ჭე­ბი 23 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ, ისი­ნი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ და გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ბი­ჭე­ბის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა მაშ­ვე­ლებ­მა 18 დღის წინ და­ი­წყეს, სა­ბო­ლო­ოდ კი მას­ში უამ­რა­ვი ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ე­ბა. 2ივ­ლისს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დი მღვი­მე­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მო­ხა­ლი­სე მყვინ­თავ­მა იპო­ვა. სწო­რედ მათ გა­ავ­რცე­ლეს პირ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ცა­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი იყო და თავს კარ­გად გრძნობ­და. სპორ­ტსმე­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მყვინ­თა­ვი მაშ­ვე­ლე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და შვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ.

სიბ­ნე­ლე­სა და ტა­ლახ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის ბედი 18 დღის მან­ძილ­ზე მთელ მსოფ­ლი­ოს აღელ­ვებ­და. მაშ­ვე­ლე­ბი ში­შობ­დნენ, რომ წყლი­თა და ტა­ლა­ხით და­ფა­რულ უწ­ვრი­ლეს გვი­რა­ბებ­ში ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა სი­ცო­ცხლის რის­კის ფასი იყო.

ბი­ჭე­ბის­თვის საჭ­მე­ლი­სა და ჟანგბა­დის მი­სა­წო­დებ­ლად ჩა­სუ­ლი ერთ-ერთი გა­მოც­დი­ლი მაშ­ვე­ლი უჰა­რო­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ამინ­დის პროგ­ნო­ზი კი­დევ უფრო მე­ტად არ­თუ­ლებ­და საქ­მეს, სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი კვლავ ძლი­ერ წვი­მას ვა­რა­უ­დობ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც ის მღვი­მეც და­იტ­ბო­რე­ბო­და, სა­დაც ბი­ჭე­ბი თავს აფა­რებ­დნენ. უჭ­მე­ლო­ბის­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ცურ­ვაც არ იცის.

სა­ბო­ლო­ოდ, მაშ­ვე­ლებ­მა რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს. ოპე­რა­ცია სამი დღის მან­ძილ­ზე სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და.

მას შემ­დეგ, რაც ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა მღვი­მე­ში ბი­ჭებს მი­აგ­ნო, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად გა­მოქ­ვა­ბულ­ში ექი­მი და რამ­დე­ნი­მე მყვინ­თა­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და. უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში მღვი­მე­დან მათ გა­მო­ჩე­ნა­საც ელი­ან.

ბი­ჭე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კა­რან­ტინ­ში და­ტო­ვონ, რად­გან მათ ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრული ოფიციალურად დადასტურდა - მღვიმიდან ყველა ფეხბურთელი გამოიყვანეს

ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრული ოფიციალურად დადასტურდა - მღვიმიდან ყველა ფეხბურთელი გამოიყვანეს

ტაილანდის სამაშველო სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი მღვიმიდან ამოიყვანეს, ევაკუაციის მესამე ეტაპიც წარმატებით დასრულდა. უწყება "ფეისბუქზე" აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.

სასწრაფო დახმარების მანქანებმა და ვერტმფრენებმა ტერიტორია დატოვეს.

ბიჭები 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი გამოქვაბულების სისტემაში ექსკურსიაზე შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ბიჭების სამძებრო ღონისძიება ადგილობრივმა მაშველებმა 18 დღის წინ დაიწყეს, საბოლოოდ კი მასში უამრავი ქვეყნის სპეციალისტი ჩაება. 2ივლისს ფეხბურთელების გუნდი მღვიმეში ორმა ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავმა იპოვა. სწორედ მათ გაავრცელეს პირველი ვიდეო, სადაც ბიჭები ამბობდნენ, რომ ცამეტივე მათგანი ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა. სპორტსმენების დასახმარებლად მყვინთავი მაშველები და ინჟინრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების მშობლები დღეების განმავლობაში გამოქვაბულის შესასვლელთან იმყოფებოდნენ და შვილების გადარჩენისთვის ლოცულობდნენ.

სიბნელესა და ტალახში ჩარჩენილი ბიჭების ბედი 18 დღის მანძილზე მთელ მსოფლიოს აღელვებდა. მაშველები შიშობდნენ, რომ წყლითა და ტალახით დაფარულ უწვრილეს გვირაბებში ბიჭების გამოყვანა სიცოცხლის რისკის ფასი იყო.

ბიჭებისთვის საჭმელისა და ჟანგბადის მისაწოდებლად ჩასული ერთ-ერთი გამოცდილი მაშველი უჰარობისგან გარდაიცვალა.

ამინდის პროგნოზი კიდევ უფრო მეტად ართულებდა საქმეს, სინოპტიკოსები კვლავ ძლიერ წვიმას ვარაუდობდნენ, რის შედეგადაც ის მღვიმეც დაიტბორებოდა, სადაც ბიჭები თავს აფარებდნენ. უჭმელობისგან დასუსტებული ფეხბურთელების უმეტესობამ ცურვაც არ იცის.

საბოლოოდ, მაშველებმა რთული გადაწყვეტილება მიიღეს და ბიჭების გამოყვანა დაიწყეს. ოპერაცია სამი დღის მანძილზე სამ ეტაპად განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მღვიმეში ბიჭებს მიაგნო, ფეხბურთელებთან ერთად გამოქვაბულში ექიმი და რამდენიმე მყვინთავი იმყოფებოდა. უახლოეს წუთებში მღვიმედან მათ გამოჩენასაც ელიან.

ბიჭები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხბურთელები კარანტინში დატოვონ, რადგან მათ ორგანიზმში ინფექციის არსებობა გამორიცხონ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე