მომღერალი ქრისტინე იმედაძე მუდმივად შესაშურ ფორმაშია. მას ყველასგან გამორჩეული გარეგნობა აქვს, რასაც თითქმის ყველა ადამიანი აღნიშნავს.
ყოფილმა ბალერინამ და ტელეწამყვანმა, ცოტა ხნის წინ, საკუთარი ბრენდი დააარსა, რომელიც ქალებისთვის და ბავშვებისთვის ქმნის სამოსს.
ქრისტინემ სულ ახლახანს საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია შექმნა, მის მიერ შექმნილ სამოსს პოპულარიზაციას ყოველთვის ქრისტინე უწევს და არც ამჯერად დაუშვა გამონაკლისი.