"ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, ხალხთან ერთად..." - რას ყვება სასტიკად მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმრის მეგობარი ოჯახის შესახებ

"ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, ხალხთან ერთად..." - რას ყვება სასტიკად მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმრის მეგობარი ოჯახის შესახებ

ხადას ხეობაში სასტიკად მოკლული ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რაიან სმიტი საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით ხალიჩების ხელით დამზადების კულტურის აღდგენაზე მუშაობდა და კომპანია Rewoven-ს ხელმძღვანელობდა. როგორც მისმა მეგობარმა, თედ ჯონასმა Allnews.ge-ს უამბო, რაიან სმიტი მარნეულში დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

"მარნეულში ცხოვრობდნენ, ძველ საბჭოურ შენობაში, ზუსტად ისე, როგორც ადგილობრივები და არა როგორც უცხოელები, ვისაც ფული აქვს და კარგად ცხოვრობს. ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, ხალხთან ერთად, ბრეჟნევის პერიოდის ძველ შენობაში. ზუსტად არ ვიცი, საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტა.

მე მას გასული წლის სექტემბერში შევხვდი და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის განვითარებისა და სხვა საქმიან თემებზე ვეკონტაქტებოდი.

სმიტები მარნეულელებთან ერთად

ძალიან განათლებული იყო, თავი საქმისთვის ჰქონდა მიძღვნილი, ხალხისადმი ძალიან დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა", - აღნიშნა რაიან სმიტის მეგობარმა.

თედ ჯონასი იხსენებს, რომ რაიან სმიტი აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობდა, რაც მარნეულში ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

"განათლება კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში მიიღო, ენა აზერბაიჯანში ისწავლა. რაიანის დახმარებით, ხალიჩები, რომლის დამზადების კულტურა შეიძლება, კავკასიასა და მსოფლიოში საუკეთესოა, მარნეულში ისევ მზადდებოდა. მისი ხელით შექმნა მხოლოდ მოხუცებმა იცოდნენ, რაიანის ჩართულობით კი ამას მათი შვილებიც სწავლობდნენ.

მარნეულში, იმ სახლებში რომ მისულიყავით, სადაც ხალიჩებს ამზადებდნენ, ნახავდით, რომ ახალგაზრდა და ძველი თაობა ერთად იჯდა და ამ საქმეში იყო ჩართული",- აღნიშნა თედ ჯონასმა წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ