პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეამოწმეთ, სწორად ამბობთ თუ არა ცნობილი ფეხბურთელების გვარებს - მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკითხავი
შეამოწმეთ, სწორად ამბობთ თუ არა ცნობილი ფეხბურთელების გვარებს - მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკითხავი

სა­ფეხ­ბურ­თო ტერ­მი­ნო­ლო­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფეხ­ბურ­თელ­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი მუდ­მი­ვად და­ვი­სა და კა­მა­თის სა­გა­ნია. კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი თუ სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მათ სწო­რად იშ­ვი­ა­თად წარ­მოთ­ქვა­მენ. თა­ნაც ახლა სა­ფეხ­ბურ­თო ციებ-ცხე­ლე­ბაა - თით­ქმის ერთი თვეა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, მუნ­დი­ალს ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს.

სა­ფეხ­ბურ­თო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით წელს სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყის­ში შე­იქ­მნა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნორ­მე­ბის დად­გე­ნა. ამას­თან, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა და გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბის დად­გე­ნა. დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ფეხ­ბურ­თო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თა­ნაც და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ კი იმუ­შა­ვეს პრო­ექ­ტზე, რაც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ყო­ველ­თვის კა­მა­თი­სა და და­ვის სა­გა­ნია - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, მწვრთნე­ლე­ბი­სა და მსა­ჯე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის სწო­რად წარ­მოთ­ქმა.

ამ თე­მა­ზე ნიკო ქელ­ბა­ქი­ა­ნი - სა­ხელ­მი­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა 32 გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, მწვრთნე­ლე­ბის და მთა­ვა­რი მსა­ჯე­ბის გვა­რე­ბი­სა და სა­ხე­ლე­ბის სწო­რი და­წე­რი­ლო­ბა. და­ვი­წყეთ არა­ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან - არა­ბუ­ლი, სპარ­სუ­ლი, ია­პო­ნუ­რი და ა.შ. რომ­ლე­ბიც წარ­მო­სათ­ქმე­ლად უმე­ტე­სად რუ­ლია. ფუნ­და­მენ­ტუ­რად ვი­მუ­შა­ვეთ, რომ კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის­თვის და სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ თე­მა­ზე წე­რენ, მა­სა­ლა გაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა.

- დაკ­ვირ­ვე­ბას არ აწარ­მო­ებთ, ამ ჩემ­პი­ო­ნა­ტის მან­ძილ­ზე, სარ­გებ­ლო­ბენ თუ არა ისი­ნი თქვე­ნი ნაშ­რო­მით?

- მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მო­ებთ, ვაკ­ვირ­დე­ბით არა მარ­ტო კო­მენ­ტა­ტო­რებს, სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მებ­საც. ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძი­რი­თა­დად უც­ნო­ბი, არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის გვა­რე­ბი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­საც კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი გა­საკ­ვი­რად სწო­რად წარ­მოთ­ქვა­მენ, მაგ­რამ იმას, რა­საც შეც­დო­მით არი­ან შეჩ­ვე­უ­ლე­ბი, ისე­ვე იმე­ო­რე­ბენ. შეც­დო­მე­ბია მა­გა­ლი­თად, პორ­ტუ­გა­ლი­ურ, ბრა­ზი­ლი­ურ სა­ხე­ლებ­ში. როცა ო-თი მთავ­რდე­ბა სა­ხე­ლი, ქარ­თულ­ში უ-ს ითხოვს. ამ­ბო­ბენ, მარ­სე­ლოს და არა მარ­სე­ლუს. ასე რომ, რთუ­ლი სა­კი­თხია.

მთა­ვა­რია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არა იმ ქვეყ­ნის ენა, რომ­ლის­თვი­საც ეს ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობს, არა­მედ, სა­ი­და­ნაც არის ის წარ­მო­შო­ბით და იმ ენა­ზე დაყ­რდნო­ბით წარ­მოვ­თქვათ გვარ-სა­ხე­ლი. აი, რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თიც:

  • ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის მწვრთნელს ჰქვია ჩიჩი და არა ტიტე (ევ­რო­პულ პორ­ტუ­გა­ლი­ურ­ში თიტე ტი­ტედ წა­ი­კი­თხე­ბო­და, მაგ­რამ ბრა­ზი­ლი­ურ პორ­ტუ­გა­ლი­ურ­ში იკი­თხე­ბა, რო­გორც ჩიჩი);

  • პორ­ტუ­გა­ლი­ურ სა­ხე­ლებ­ში ბო­ლო­კი­დუ­რი ო იკი­თხე­ბა და გად­მო­დის ქარ­თულ­ში, რო­გორც „უ“ ხმო­ვა­ნი, მა­გა­ლი­თად: მარ­სე­ლუ, კა­ზი­მი­რუ, კო­უ­ტი­ნიუ, ფერ­ნან­დი­ნიუ, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, კარ­ვა­ლიუ (და არა მარ­სე­ლო, კა­ზე­მი­რო, კო­უ­ტი­ნიო, ფერ­ნან­დი­ნიო, კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დო, კარ­ვა­ლიო). ასე­ვე იქ­ნე­ბო­და რო­ნალ­დუ, რო­ნალ­დი­ნიუ, რი­ვალ­დუ და ა.შ.;) პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი სა­ხე­ლი ჟოაო ქარ­თუ­ლად და­ი­წე­რე­ბა, რო­გორც „ჟუან“; გონ­სა­ლუ გე­დე­ში და არა გონ­სა­ლუ გუ­ე­დე­ში;

  • იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის არ­გენ­ტი­ნუ­ლი სა­ხე­ლე­ბი გად­მო­დის იტა­ლი­უ­რი ენის ტრანსლი­ტე­რა­ცი­ის წე­სე­ბით: მაგ. მას­კე­რა­ნო და არა მა­ჩე­რა­ნო (ძა­ნე­ტი და არა სა­ნე­ტი - თუმ­ცა ძა­ნე­ტი ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ თა­მა­შობს, რა თქმა უნდა);

  • Kevin De Bruyne ჰო­ლან­დი­უ­რი­დან (ბელ­გი­ა­ში ძი­რი­თა­დად ჰო­ლან­დი­უ­რად ან ფრან­გუ­ლად სა­უბ­რო­ბენ) ქარ­თულ­ში გად­მო­დის, რო­გორც კე­ვინ დე ბრე­ი­ნე;

  • კა­ტა­ლო­ნი­უ­რი სა­ხე­ლე­ბი ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­ში: ჟერ­არ პიკე, ჟორ­დი ალბა;

  • და­ნი­ურ გვა­რებ­ში აარდ და­ბო­ლო­ე­ბა იკი­თხე­ბა, რო­გორც „ორ". დალსგო­რი და არა დალსგარ­დი, ვეს­ტერ­გო­რი და არა ვეს­ტერ­გარ­დი.

  • ის­ლან­დი­ურ ენას აქვს რთუ­ლი ორ­თოგ­რა­ფია, რომ­ლის გა­მოც ხში­რია შეც­დო­მე­ბი. ეს რთუ­ლი ორ­თოგ­რა­ფია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის­ლან­დი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბის გად­მო­ცე­მი­სას: ლლ გად­მო­დის, რო­გორც „ტლ“, ნნ გად­მო­დის, რო­გორც „ტნ“. მაგ: ჰატლდო­ურ­სო­ნი და არა ჰალ­დორ­სო­ნი, ფიტნ­ბო­გა­სო­ნი და არა ფინ­ბო­გა­სო­ნი. ასე­ვე ხში­რია შეც­დო­მე­ბი ხმოვ­ნე­ბის გად­მო­ცე­მი­სას. მაგ. სა­ი­ვარ­სო­ნი და არა სა­ე­ვარ­სო­ნი;

  • პო­ლო­ნურ­ში: შჩენ­სნი და არა შჩეს­ნი, იენ­ჯე­ი­ჩი­კი და არა იე­ჯე­ი­ჩი­კი;

  • შვე­ი­ცა­რი­ის ალ­ბა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ჯერ­დან შა­ჩი­რი (Xherdan Shaqiri) და არა შა­ქი­რი, გრა­ნიტ ჯაკა (Granit Xhaka);

  • არა­ბულ სა­ხე­ლებ­ში (ეგ­ვიპ­ტე, ტუ­ნი­სი, მა­რო­კო, სა­უ­დის არა­ბე­თი) ხში­რია შეც­დო­მე­ბი „კ“ და „ქ“, „თ“ და „ტ“-ს გარ­ჩე­ვი­სას - ამ ცხრილ­ში ტრანსლი­ტე­რა­ცი­ის წესი და­ცუ­ლია. მაგ.: ბე­ნა­ტია და არა ბე­ნა­თია, ამ­რა­ბა­ტი და არა ამ­რა­ბა­თი, მაგ­რამ თაგ­ნა­უ­თი და არა ტაგ­ნა­უ­ტი; ალ-ბუ­რა­ი­ქი და არა ალ-ბუ­რა­ი­კი, ექ­რა­მი და არა ეკ­რა­მი, მაგ­რამ ალ-მო­კაჰვი და არა მო­ქაჰვი. აქვე: ზი­ე­ში და არა ზი­ე­ჩი (მა­რო­კო).

  • სპარ­სულ სა­ხე­ლებ­ში ხში­რია შეც­დო­მე­ბი "ჯ" და „ჟ“ თან­ხმოვ­ნე­ბის გარ­ჩე­ვი­სას: ყუ­ჩა­ნეჟა­დი და არა ყუ­ჩა­ნე­ჯა­დი, დეჟა­გა და არა დე­ჯა­გა, მაგ­რამ ჯა­ჰან­ბახ­ში, ფუ­რა­ლი­გან­ჯი. ასე­ვე სწო­რია შო­ჯაი და არა შო­ჯა­ეი, რე­ზა­ი­ა­ნი და არა რე­ზა­ე­ი­ა­ნი (ინ­გლი­სუ­რი და­წე­რი­ლო­ბა იწ­ვევს ხოლ­მე შეც­დო­მას ქარ­თულ­ში shojaey, rezaeian).

რო­გორც ნიკო ქელ­ბა­ქი­ა­ნი ამ­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა იყო შემ­დგო­მი პრო­ექ­ტე­ბის­თვის წინ გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი:

"მთა­ვა­რია, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ხარ­ვე­ზე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც პრო­ექ­ტე­ბის­თვის გა­მოგ­ვად­გე­ბა. მხო­ლოდ კო­მენ­ტა­ტო­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს კი არ მოს­დით შეც­დო­მა, ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც უშ­ვებს მსგავს შეც­დო­მებს. უბ­რა­ლოდ, ჟურ­ნა­ლის­ტებს და კო­მენ­ტა­ტო­რებს აქვთ აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ამ საქ­მეს­თან და ისი­ნი მე­ტად ჩა­ნან. ამას­თან, საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც აქვთ, იმ კუ­თხით, რომ და­ამ­კვიდ­რონ სწო­რი მე­ტყვე­ლე­ბა, ფეხ­ბურ­თის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი მათ უნდა შე­ი­ტა­ნონ. ამი­ტომ, კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა სწო­რად გა­ი­აზ­რონ და გა­მო­ი­ყე­ნონ," - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

ავტორი:

შეამოწმეთ, სწორად ამბობთ თუ არა ცნობილი ფეხბურთელების გვარებს - მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკითხავი

შეამოწმეთ, სწორად ამბობთ თუ არა ცნობილი ფეხბურთელების გვარებს - მსოფლიო ჩემპიონატის დროს საკითხავი

საფეხბურთო ტერმინოლოგია, განსაკუთრებით, ფეხბურთელთა გვარ-სახელები მუდმივად დავისა და კამათის საგანია. კომენტატორები თუ სპორტული ჟურნალისტები მათ სწორად იშვიათად წარმოთქვამენ. თანაც ახლა საფეხბურთო ციებ-ცხელებაა - თითქმის ერთი თვეა, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, მუნდიალს ადევნებენ თვალყურს.

საფეხბურთო ტერმინოლოგიით წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი დაინტერესდა, რომელიც წლის დასაწყისში შეიქმნა და სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს. მისი მთავარი დანიშნულება სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაა, ტერმინოლოგიის, სალიტერატურო ნორმების დადგენა. ამასთან, სხვადასხვა სფეროში არსებული ტერმინების გადახედვა და გარკვეული ნორმების დადგენა. დეპარტამენტმა საფეხბურთო ტერმინოლოგიაზე სპორტული ჟურნალისტების ასოციაციასთანაც დაიწყო თანამშრომლობა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი იმუშავეს პროექტზე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის კამათისა და დავის საგანია - ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მსაჯების გვარ-სახელების სწორად წარმოთქმა.

ამ თემაზე ნიკო ქელბაქიანი - სახელმიწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სპეციალისტი გვესაუბრება:

- მსოფლიო ჩემპიონატის წინ, გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა 32 გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთავარი მსაჯების გვარებისა და სახელების სწორი დაწერილობა. დავიწყეთ არაევროპული ენებიდან - არაბული, სპარსული, იაპონური და ა.შ. რომლებიც წარმოსათქმელად უმეტესად რულია. ფუნდამენტურად ვიმუშავეთ, რომ კომენტატორებისთვის და სპორტული ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ამ თემაზე წერენ, მასალა გაგვემზადებინა.

- დაკვირვებას არ აწარმოებთ, ამ ჩემპიონატის მანძილზე, სარგებლობენ თუ არა ისინი თქვენი ნაშრომით?

- მონიტორინგს ვაწარმოებთ, ვაკვირდებით არა მარტო კომენტატორებს, სხვადასხვა გამოცემებსაც. ამ ჩემპიონატზე ძირითადად უცნობი, არაბული ქვეყნების, ირანული წარმოშობის გვარები გამოჩნდა, რომლებსაც კომენტატორები გასაკვირად სწორად წარმოთქვამენ, მაგრამ იმას, რასაც შეცდომით არიან შეჩვეულები, ისევე იმეორებენ. შეცდომებია მაგალითად, პორტუგალიურ, ბრაზილიურ სახელებში. როცა ო-თი მთავრდება სახელი, ქართულში უ-ს ითხოვს. ამბობენ, მარსელოს და არა მარსელუს. ასე რომ, რთული საკითხია.

მთავარია, გავითვალისწინოთ არა იმ ქვეყნის ენა, რომლისთვისაც ეს ფეხბურთელი თამაშობს, არამედ, საიდანაც არის ის წარმოშობით და იმ ენაზე დაყრდნობით წარმოვთქვათ გვარ-სახელი. აი, რამდენიმე მაგალითიც:

  • ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს ჰქვია ჩიჩი და არა ტიტე (ევროპულ პორტუგალიურში თიტე ტიტედ წაიკითხებოდა, მაგრამ ბრაზილიურ პორტუგალიურში იკითხება, როგორც ჩიჩი);

  • პორტუგალიურ სახელებში ბოლოკიდური ო იკითხება და გადმოდის ქართულში, როგორც „უ“ ხმოვანი, მაგალითად: მარსელუ, კაზიმირუ, კოუტინიუ, ფერნანდინიუ, კრიშტიანუ რონალდუ, კარვალიუ (და არა მარსელო, კაზემირო, კოუტინიო, ფერნანდინიო, კრიშტიანო რონალდო, კარვალიო). ასევე იქნებოდა რონალდუ, რონალდინიუ, რივალდუ და ა.შ.;) პორტუგალიური სახელი ჟოაო ქართულად დაიწერება, როგორც „ჟუან“; გონსალუ გედეში და არა გონსალუ გუედეში;

  • იტალიური წარმოშობის არგენტინული სახელები გადმოდის იტალიური ენის ტრანსლიტერაციის წესებით: მაგ. მასკერანო და არა მაჩერანო (ძანეტი და არა სანეტი - თუმცა ძანეტი ამ ჩემპიონატზე არ თამაშობს, რა თქმა უნდა);

  • Kevin De Bruyne ჰოლანდიურიდან (ბელგიაში ძირითადად ჰოლანდიურად ან ფრანგულად საუბრობენ) ქართულში გადმოდის, როგორც კევინ დე ბრეინე;

  • კატალონიური სახელები ესპანეთის ნაკრებში: ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა;

  • დანიურ გვარებში აარდ დაბოლოება იკითხება, როგორც „ორ". დალსგორი და არა დალსგარდი, ვესტერგორი და არა ვესტერგარდი.

  • ისლანდიურ ენას აქვს რთული ორთოგრაფია, რომლის გამოც ხშირია შეცდომები. ეს რთული ორთოგრაფია გათვალისწინებულია ისლანდიელი ფეხბურთელების სახელების გადმოცემისას: ლლ გადმოდის, როგორც „ტლ“, ნნ გადმოდის, როგორც „ტნ“. მაგ: ჰატლდოურსონი და არა ჰალდორსონი, ფიტნბოგასონი და არა ფინბოგასონი. ასევე ხშირია შეცდომები ხმოვნების გადმოცემისას. მაგ. საივარსონი და არა საევარსონი;

  • პოლონურში: შჩენსნი და არა შჩესნი, იენჯეიჩიკი და არა იეჯეიჩიკი;

  • შვეიცარიის ალბანელი ფეხბურთელები: ჯერდან შაჩირი (Xherdan Shaqiri) და არა შაქირი, გრანიტ ჯაკა (Granit Xhaka);

  • არაბულ სახელებში (ეგვიპტე, ტუნისი, მაროკო, საუდის არაბეთი) ხშირია შეცდომები „კ“ და „ქ“, „თ“ და „ტ“-ს გარჩევისას - ამ ცხრილში ტრანსლიტერაციის წესი დაცულია. მაგ.: ბენატია და არა ბენათია, ამრაბატი და არა ამრაბათი, მაგრამ თაგნაუთი და არა ტაგნაუტი; ალ-ბურაიქი და არა ალ-ბურაიკი, ექრამი და არა ეკრამი, მაგრამ ალ-მოკაჰვი და არა მოქაჰვი. აქვე: ზიეში და არა ზიეჩი (მაროკო).

  • სპარსულ სახელებში ხშირია შეცდომები "ჯ" და „ჟ“ თანხმოვნების გარჩევისას: ყუჩანეჟადი და არა ყუჩანეჯადი, დეჟაგა და არა დეჯაგა, მაგრამ ჯაჰანბახში, ფურალიგანჯი. ასევე სწორია შოჯაი და არა შოჯაეი, რეზაიანი და არა რეზაეიანი (ინგლისური დაწერილობა იწვევს ხოლმე შეცდომას ქართულში shojaey, rezaeian).

როგორც ნიკო ქელბაქიანი ამბობს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის ამ პროექტზე მუშაობა იყო შემდგომი პროექტებისთვის წინ გადაგმული ნაბიჯი:

"მთავარია, გამოვავლინოთ ხარვეზები და სირთულეები, რაც პროექტებისთვის გამოგვადგება. მხოლოდ კომენტატორებს, ჟურნალისტებს კი არ მოსდით შეცდომა, ბევრი გულშემატკივარიც უშვებს მსგავს შეცდომებს. უბრალოდ, ჟურნალისტებს და კომენტატორებს აქვთ აქტიური შეხება უშუალოდ ამ საქმესთან და ისინი მეტად ჩანან. ამასთან, საკმაოდ დიდი ძალაუფლებაც აქვთ, იმ კუთხით, რომ დაამკვიდრონ სწორი მეტყველება, ფეხბურთის ტერმინოლოგიის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი მათ უნდა შეიტანონ. ამიტომ, კარგი იქნება, ეს ძალაუფლება კომენტატორებმა სწორად გაიაზრონ და გამოიყენონ," - გვეუბნება რესპონდენტი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ