10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"43 რეკომენდაციიდან უმეტესობა არ შესრულებულა" - საგანგებო სიტუაციების სამსახური "ლეო გრანდის" შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს
"43 რეკომენდაციიდან უმეტესობა არ შესრულებულა" - საგანგებო სიტუაციების სამსახური "ლეო გრანდის" შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი სას­ტუმ­რო და სა­მო­რი­ნე “ველ­მონ­დის” (ყო­ფი­ლი “ლეო გრან­დის”) შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, სას­ტუმ­რო­სა და სა­მო­რი­ნე­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, 2018 წელს სამ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს (დე­ტა­ლუ­რი, სა­კონ­ტრო­ლო და მიზ­ნობ­რი­ვი) სა­ხან­ძრო-ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა. გა­ი­ცა 43 რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა.

„სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, შე­ნო­ბა­ში არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, რაც ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ნო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს არ უტო­ვებს უსაფრ­თხო ად­გი­ლას ევა­კუ­ა­ცი­ი­სა და გა­დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გა­სუ­ლი წლის ხან­ძრის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ან­თა და­ღუპ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, სწო­რედ კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა გახ­და. კვლავ ვერ ხერ­ხდე­ბა სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ცე­ცხლმე­დე­გო­ბი­სად­მი დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა, რაც ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში ცე­ცხლის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის. შე­ნო­ბა­ში არ შექ­მნი­ლა სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გზე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­დის და­მონ­ტაჟ­დე­ბა სარ­თუ­ლე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გარე სა­ე­ვა­კუ­ა­ციო კიბე. ეს დარ­ღვე­ვე­ბის მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ერ­თხელ მი­ე­ცა გო­ნივ­რუ­ლი ვადა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე, და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევ­და სას­ტუმ­რო და სა­მო­რი­ნე "ველ­მონ­დის" შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლას. თუმ­ცა, სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნი­სა და 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­დე­გე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით, გა­ნა­ახ­ლა შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია. სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სამ­ჯერ შე­მოწ­მე­ბი­სა და და­ჯა­რი­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე ვერ წარ­მო­ად­გი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­გორ აპი­რებს სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შე­ნო­ბა­ში. სას­ტუმ­რო­სა და სა­მო­რი­ნე­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­შიც კი, სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რათა გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სას­ტუმ­რო და სა­მო­რი­ნე "ველ­მონ­დის" შე­ნო­ბას შე­უ­ჩერ­დეს ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, რათა და­ცუ­ლი იყოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ში, გა­სუ­ლი წლის 24 ნო­ემ­ბერს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"43 რეკომენდაციიდან უმეტესობა არ შესრულებულა" - საგანგებო სიტუაციების სამსახური "ლეო გრანდის" შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს

"43 რეკომენდაციიდან უმეტესობა არ შესრულებულა" - საგანგებო სიტუაციების სამსახური "ლეო გრანდის" შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდის”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, უწყების სპეციალისტებმა, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წელს სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

„სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია. სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში. სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სასტუმროში, გასული წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო