მაშველებმა ტაილანდში დატბორილი მღვიმიდან მეათე ბიჭი გამოიყვანეს, ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას.
ბიჭებს ადგილზე დახვდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები. მღვიმეში ამ დრომდე რჩება ორი ფეხბურთელი და მათი 25 წლის მწვრთნელი. მაშველები ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე ყველა მათგანს გამოიყვანენ.
ტაილანდელი ფეხბურთელები, რომლებმაც გასული ორი დღის განმავლობაში მყვინთავებმა გამოქვაბულიდან გამოიყვანეს, საავადმყოფოში, კარანტინში იმყოფებიან, მათ საჭირო კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.
ბიჭები FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მიიწვია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ უმჯობესია, ფეხბურთელები იზოლირებულები იყვნენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბიჭები ფინალს საკუთარ პალატებში, ტელევიზორის საშუალებით მიადევნებენ თვალყურს.