პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ უწყე­ბი­სად­მი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ბოლო 6 თვე­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მიზ­ნით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ 2018 წლის 6 თვე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2018 წლის 1 იან­ვრი­დან 1 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში:

გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის 2804 ფაქ­ტზე, ხოლო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა - 1933 პი­რის მი­მართ, რაც წინა წლის მთლი­ან მო­ნა­ცემს უტოლ­დე­ბა. ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თვე­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 1328 პირი.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დე­რებს, 2018 წლის 6 თვე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (3292) ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა მთე­ლი 2017 წლის მო­ნა­ცემს. და­ბა­ლია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც მხო­ლოდ 7%-ს შე­ად­გენს და ძი­რი­თა­დად “მი­ახ­ლო­ე­ბის აკ­რძალ­ვის” დარ­ღვე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ბრძო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს არამ­ხო­ლოდ სის­ტე­მის გა­რეთ, არა­მედ თა­ვად სის­ტე­მის შიგ­ნი­თაც.

2018 წელს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი და­ე­კის­რა პო­ლი­ცი­ის 10 მო­სამ­სა­ხუ­რეს. კერ­ძოდ, ოჯა­ხურ და­ნა­შა­ულ­ზე არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გამო დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი და­ე­კის­რა პო­ლი­ცი­ის 4, ხოლო ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის გამო 6 თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­თა­გან 3 და­თხოვ­ნი­ლი იქ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რი­გე­ბი­დან.

სა­მი­ნის­ტროს შიგ­ნით ძა­ლა­დო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ჩა­მო­ერ­თმე­ვა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი.

დას­რულ­და მუ­შა­ო­ბა რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტსა და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მზე, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2018 წლის 01 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­ნერ­გე­ბა. რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი ად­რე­ულ ეტაპ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის, ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე­ე­ბის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტის და გან­მე­ო­რე­ბი­თი ძა­ლა­დო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს.

მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე და­ი­ნერ­გე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი, რომ­ლი­თაც მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ქცე­ვის კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს, 2018 წლის 6 თვე­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთე­ლი 2017 წლის მთლი­ან მო­ნა­ცემს აღე­მა­ტე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ნა­ხე­ვარ წელ­ში 1 328 პირი და­ა­კა­ვეს

გარ­და ამი­სა, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით:

1. მკაცრ­დე­ბა სას­ჯე­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე;

2. გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ხდე­ბა ცალ­კე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის;

3. მკაცრ­დე­ბა სას­ჯე­ლი ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­სათ­ვის;

4. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პირ­და­პირ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ნაც­ვლად დღეს არ­სე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად:

გა­ი­ზარ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;დას­რულ­და მუ­შა­ო­ბა ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტსა და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მზე, რაც ძა­ლა­დო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა;გა­ი­ზარ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვის გა­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა;შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლე­ბა;გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად;და­ი­წყო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი.სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და და­ნა­შა­უ­ლის თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით.

გვსურს ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც მო­გეხ­სე­ნა­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბა ადევ­ნე­ბის ფაქ­ტზე 2018 წლის 23 მარტს და­ი­წყო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 40-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. გა­მო­კი­თხუ­ლი და და­კი­თხუ­ლია 21 პირი. გა­მო­კი­თხვა­ზე უა­რის თქმის გამო, რამ­დე­ნი­მე მოწ­მე მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­კი­თხა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე პი­რებ­მა არ ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, შევ­ძე­ლით დაგ­ვედ­გი­ნა მსხვერ­პლე­ბი. 10-მდე პირ­მა გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ადევ­ნე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, გა­მო­სა­კი­თხია რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლებ­საც თა­ვად ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი ასა­ხე­ლებს, რის შემ­დე­გაც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მე­ზე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულის შესახებ უწყებისადმი მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:

გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.

მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.

რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

იხილეთ ვიდეო: ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნახევარ წელში 1 328 პირი დააკავეს

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

1. მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

2. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

3. მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

4. შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად:

გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი;დასრულდა მუშაობა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ძალადობის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას იძლევა;გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა;შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება;გადაიდგა ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად;დაიწყო ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ