პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად
"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი მთლი­ანდ ბავ­შვებს მი­უ­ძღვნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თავი გა­წი­რა და შვი­ლე­ბი კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტე­ში წა­იყ­ვა­ნა. ბავ­შვე­ბის­თვის ეს პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლდათ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. თუ რა­ტომ იყო ეს ნა­ბი­ჯი ხა­ტი­ას მხრი­დან "თავ­გან­წირ­ვა", ამას სამი შვი­ლის დე­დას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ი­კი­თხავთ:

- ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, გაბ­რი­ე­ლას კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლებ­მა ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ დას­ვე­ნე­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბა 2 თვით ადრე დავ­გეგ­მეთ, უფრო მეტ­ნი უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, სამ­ნი გა­ვემ­გზავ­რეთ 6 ბავ­შვით. მე პირ­ვე­ლად წა­ვე­დი შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. 2 თვით ადრე და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი თა­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შემ­ზა­დე­ბა, რომ იქ მივ­დი­ო­დი არა ჩემი დას­ვე­ნე­ბის­თვის, არა­მედ ბავ­შვე­ბის­თვის, მათ­თვის უნდა და­მეთ­მო მთე­ლი დრო და ყუ­რა­დღე­ბა, ისიც გა­ვით­ვა­ლი­სი­წი­ნე, რომ "ვა­ლე­რი­ა­ნე­ბი" დამ­ჭირ­დე­ბო­და (იცი­ნის) მოკ­ლედ, წა­ვე­დით, ეგ­ვიპ­ტე­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, 55 გრა­დუ­სი იყო, მაგ­რამ იქ სხვა­ნა­ი­რი ჰა­ვაა და ასე მძაფ­რად არ იგ­რძნო­ბა სი­ცხე, თან ზღვის პი­რას ხარ, გინ­და ჩახ­ტე­ბი და გაგ­რილ­დე­ბი, გინ­და - ამოხ­ვალ. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ად­ვი­ლად იტან ამ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ ბავ­შვე­ბი არ დამ­წვა­რიყ­ვნენ და მზის დარ­ტყმა არ მი­ე­ღოთ, ამი­ტომ დავ­რბო­დი კრე­მე­ბით და ქუ­დე­ბით ხელ­ში. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა სა­კუ­თარ რუ­ჯზე ლა­პარ­კი კი არა, ფიქ­რიც ზედ­მე­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ სირ­ბილ­ში და­მეწ­ვა მხრე­ბი და მი­ვი­ღე მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა. აქე­დან წა­ღე­ბუ­ლი მქონ­და მთე­ლი აფ­თი­ა­ქი, მაგ­რამ აღ­მონჩდა, რომ არ მქონ­და დამ­წვრო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

იქ სა­ერ­თოდ ფული არ გე­ხარ­ჯე­ბა, იმი­ტომ რომ "ოლ ინ­კლუ­ზი­ვია" და თუ ბავ­შვე­ბის კაპ­რი­ზებს არ ჩავ­თვლით, ფული არ გჭირ­დე­ბა, მე კი, რაც ფული მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი, თით­ქმის წამ­ლებ­ში დავ­ხარ­ჯე. თან ვერც გა­ვა­გე­ბი­ნე, რა მინ­დო­და, მერე მომ­ცეს თა­ვი­ან­თი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც, რა თქმა უნდა, არ მიშ­ვე­ლა და ისე მტკი­ო­და მხრე­ბი ხელ­საც ვერ ვი­დე­ბი. რას ვი­ზამ­დი?! ეს მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ ყო­ვე­ლი დილა იწყე­ბო­და ბავ­შვე­ბის თხოვ­ნით, წა­ვი­დეთ აუზ­ზე, ამ დამ­წვა­რი მხრე­ბით მინ­დო­და, არ მინ­დო­და, მა­ინც დავ­დი­ო­დი... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თვი­თონ ბავ­შვე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ემო­ცი­ე­ბით დაბ­რუნ­დნენ უკან, უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დნენ ერ­თმა­ნეთს. იმ­დე­ნად კარ­გი იყო, ვფიქ­რობ, მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა, თავი გა­და­დო იმის­თვის, რომ ბავ­შვებს ასე ასი­ა­მოვ­ნო. ჩემი შუ­ა­თა­ნა გოგო ისე გა­შავ­და, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი ეგო­ნათ, მო­ა­ნას ეძახ­დნენ, თან აფ­რი­კუ­ლი ნაწ­ნა­ვე­ბი გა­ვუ­კე­თე. იქვე და­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გთა­ვა­ზობ­დნენ თმის დაწ­ნას, ჰოდა და­ვაწ­ნე­ვი­ნე, ყო­ველ დი­ლით თმის და­ვარ­ცხნის პრო­ცე­დუ­რა მა­ინც მქონ­და აცი­ლე­ბუ­ლი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად

"რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე" - ხატია სიჭინავას ეგვიპტური არდადეგები შვილებთან ერთად

ხატია სიჭინავამ წლევანდელი ზაფხული მთლიანდ ბავშვებს მიუძღვნა, შეიძლება ითქვას, თავი გაწირა და შვილები კლასელებთან ერთად ეგვიპტეში წაიყვანა. ბავშვებისთვის ეს პირველი მოგზაურობა გახლდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუ რატომ იყო ეს ნაბიჯი ხატიას მხრიდან "თავგანწირვა", ამას სამი შვილის დედასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ:

- ჩემი უფროსი შვილის, გაბრიელას კლასელების მშობლებმა ერთად გადავწყვიტეთ დასვენება. მოგზაურობა 2 თვით ადრე დავგეგმეთ, უფრო მეტნი უნდა წავსულიყავით, მაგრამ საბოლოოდ, სამნი გავემგზავრეთ 6 ბავშვით. მე პირველად წავედი შვილებთან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად. 2 თვით ადრე დავიწყე საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად შემზადება, რომ იქ მივდიოდი არა ჩემი დასვენებისთვის, არამედ ბავშვებისთვის, მათთვის უნდა დამეთმო მთელი დრო და ყურადღება, ისიც გავითვალისიწინე, რომ "ვალერიანები" დამჭირდებოდა (იცინის) მოკლედ, წავედით, ეგვიპტეში ძალიან ცხელოდა, 55 გრადუსი იყო, მაგრამ იქ სხვანაირი ჰავაა და ასე მძაფრად არ იგრძნობა სიცხე, თან ზღვის პირას ხარ, გინდა ჩახტები და გაგრილდები, გინდა - ამოხვალ. შესაბამისად, უფრო ადვილად იტან ამ ტემპერატურას, ვიდრე ქალაქში ყოფნისას. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ბავშვები არ დამწვარიყვნენ და მზის დარტყმა არ მიეღოთ, ამიტომ დავრბოდი კრემებით და ქუდებით ხელში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარ რუჯზე ლაპარკი კი არა, ფიქრიც ზედმეტი იყო, მიუხედავად ამისა, ამ სირბილში დამეწვა მხრები და მივიღე მესამე ხარისხის დამწვრობა. აქედან წაღებული მქონდა მთელი აფთიაქი, მაგრამ აღმონჩდა, რომ არ მქონდა დამწვრობის საწინააღმდეგო არანაირი საშუალება.

იქ საერთოდ ფული არ გეხარჯება, იმიტომ რომ "ოლ ინკლუზივია" და თუ ბავშვების კაპრიზებს არ ჩავთვლით, ფული არ გჭირდება, მე კი, რაც ფული მქონდა წაღებული, თითქმის წამლებში დავხარჯე. თან ვერც გავაგებინე, რა მინდოდა, მერე მომცეს თავიანთი წამალი, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ისე მტკიოდა მხრები ხელსაც ვერ ვიდები. რას ვიზამდი?! ეს მეათეხარისხოვანი იყო იმასთან შედარებით, რომ ყოველი დილა იწყებოდა ბავშვების თხოვნით, წავიდეთ აუზზე, ამ დამწვარი მხრებით მინდოდა, არ მინდოდა, მაინც დავდიოდი... საბოლოო ჯამში, თვითონ ბავშვები არაჩვეულებრივი ემოციებით დაბრუნდნენ უკან, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იმდენად კარგი იყო, ვფიქრობ, მართლა შეიძლება, თავი გადადო იმისთვის, რომ ბავშვებს ასე ასიამოვნო. ჩემი შუათანა გოგო ისე გაშავდა, რომ ეგვიპტელი ეგონათ, მოანას ეძახდნენ, თან აფრიკული ნაწნავები გავუკეთე. იქვე დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც გთავაზობდნენ თმის დაწნას, ჰოდა დავაწნევინე, ყოველ დილით თმის დავარცხნის პროცედურა მაინც მქონდა აცილებული...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ