საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა
ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ტა­ი­ლან­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან ერ­თად მღვი­მე­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, 10 წლის ასაკ­ში სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. news.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­ნენ, ოჯახ­ში ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ის გა­დარ­ჩა.

2003 წელს ეკა­პოლ ჩან­ტა­ვონ­გის 7 წლის ძმა და მშობ­ლე­ბი ეპი­დე­მი­ამ იმ­სხვერ­პლა. 12 წლის ასა­კამ­დე ის სხვა ოჯახ­მა შე­ი­ფა­რა, რო­მე­ლიც ეკა­პოლს „მო­წყე­ნილ, მარ­ტო­სულ ბავ­შვად“ ახა­სი­ა­თებ­და.

მწვრთნე­ლის დე­ი­დის, უმ­პორნ სრი­ვი­ჩა­ის თქმით, ნა­თე­სა­ვებ­მა ბიჭი ბუ­დის­ტურ მო­ნას­ტერ­ში გაგ­ზავ­ნეს, სა­დაც ბე­რად უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ეკა­პოლ­მა მო­ნას­ტერ­ში 10 წელი გა­ა­ტა­რა, შე­ის­წავ­ლა მე­დი­ტა­ცია, ცხოვ­რობ­და ბე­რის სა­მო­სით, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნას­ტრის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, მარ­ტო დარ­ჩე­ნილ ბე­ბი­ა­ზე რომ ეზ­რუ­ნა.

ის ამ დრომ­დე ხში­რად ბრუნ­დე­ბა ხოლ­მე მო­ნას­ტერ­ში სხვა ბე­რებ­თან ერ­თად მე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

სამი წლის წინ ჩი­ანგ რაის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სკო­ლის ბა­ზა­ზე სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გუნდს „გა­რე­უ­ლი ტა­ხე­ბი“ და­არ­ქვეს და ად­გი­ლობ­რივ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გუნ­დის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ეკა­პო­ლი გუნ­დის მწვრთნე­ლის თა­ნა­შემ­წე იყო და ბი­ჭებს ფეხ­ბურთში ყო­ველ­დღი­უ­რად ამე­ცა­დი­ნებ­და. მან მთლი­ა­ნად მი­უ­ძღვნა სა­კუ­თა­რი თავი და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სპორ­ტსმე­ნებს.

გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ნო­პა­რა­ტის თქმით, ეკა­პოლ­მა შეძ­ლო და­ე­ნერ­გა სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც - ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში სწავ­ლის პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და, ჯილ­დოდ ტან­საც­მელს, ან - ფეხ­საც­მელს მი­ი­ღებ­და. ამას­თან, ის ცდი­ლობ­და სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბას, რომ აეს­რუ­ლე­ბი­ნა ბი­ჭე­ბის ოც­ნე­ბა - გამ­ხდა­რიყ­ვნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ნო­პა­რატ კა­ტა­ვონ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი 23 ივ­ნისს ეკა­პოლს ჩა­ა­ბა­რა. თა­ნა­შემ­წის­თვის მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა რომ და­ე­კის­რე­ბი­ნა, კა­ტა­ვონ­გმა სთხო­ვა, მო­ზარ­დე­ბი სხვა სტა­დი­ონ­ზე წა­ეყ­ვა­ნა. სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს ბევ­რი ჩანჩქე­რი და გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის ის სის­ტე­მა მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ეკა­პო­ლი სხვა ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად ჯერ კი­დევ არის ჩარ­ჩე­ნი­ლი.

ბი­ჭე­ბი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­ვიდ­ნენ, შე­სას­ვლელ­თან კი ჩან­თე­ბი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი და­ტო­ვეს. მათ სურ­დათ, კედ­ლებ­ზე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბი და­ე­წე­რათ, თუმ­ცა მღვი­მე­დან გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს.

მწვრთნე­ლის დე­ი­და ამ­ბობს, რომ ეკა­პო­ლი მო­ნას­ტერ­ში 10 წლის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­და და ამ პე­რი­ოდ­მა ის „ფი­ზი­კუ­რად და მენ­ტა­ლუ­რად ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნად“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სრი­ვი­ჩა­ის თქმით, ეკა­პოლ­მა გა­მო­ი­მუ­შა­ვა უნა­რე­ბი, რაც მას და ბი­ჭებს გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რა.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩან­ტა­ვონ­გი შეძ­ლებ­და, მო­ზარ­დე­ბი და­ემ­შვი­დე­ბი­ნა და ოპ­ტი­მის­ტუ­რად გა­ნე­წყო,“ - ამ­ბობს მწვრთნე­ლის დე­ი­და.

ავ­სტრა­ლი­უ­რი პორ­ტა­ლი Springfield Daily Record წერს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი ეკა­პო­ლის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ შვი­ლე­ბი სწო­რედ მწვრთნე­ლის გამო გა­დარ­ჩნენ ცო­ცხლე­ბი.

„ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ბი­ჭებ­თან ერ­თად, რა მო­უ­ვი­დო­და ჩემს შვილს? რო­დე­საც გა­რეთ გა­მო­ვა, მას­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ. ეკა­პოლ, არა­სო­დეს და­გა­და­ნა­შა­უ­ლებთ,“ - ამ­ბობს ერთ-ერთი ბი­ჭის დედა მე­დი­ას­თან.

მას სხვა ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი მწვრთნელს მომ­ხდარ­ში არ ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მწვრთნე­ლი უარს ამ­ბობ­და საკ­ვებ­ზე და ბავ­შვებს უნა­წი­ლებ­და. ყო­ფი­ლი ბერი ცდი­ლობ­და, ბავ­შვე­ბის­თვის სიმ­შვი­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და მე­დი­ტა­ცი­ას ას­წავ­ლი­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მყვინ­თა­ვებ­მა მღვი­მი­დან ბი­ჭე­ბის წე­რი­ლე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს. ბლოკ­ნო­ტი­დან ამო­ხე­ულ ყვი­თელ ფურ­ცელ­ზე ეკა­პოლ­მა ბო­დი­შის წე­რი­ლი და­უ­წე­რა ბი­ჭე­ბის მშობ­ლებს.

„პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ძა­ლი­ან გა­ვუფრ­თხილ­დე­ბი ბავ­შვებს. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის და პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ“,- წერს ეკა­პო­ლი.

„მე მას ვიც­ნობ და ვიცი, რომ სა­კუ­თარ თავს და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს,“ - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან მწვრთნე­ლის მე­გო­ბარ­მა.

ამ დრო­ის­თვის მაშ­ვე­ლებ­მა მღვი­მი­დან 8 მო­ზარ­დის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს. გა­მოქ­ვა­ბულ­ში რჩე­ბა გუნ­დის მწვრთნე­ლი და 4 მო­ზარ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ტაილანდელი ფეხბურთელების მწვრთნელი, რომელიც ბიჭებთან ერთად მღვიმეშია ჩარჩენილი, 10 წლის ასაკში სიკვდილს გადაურჩა. news.com-ის ინფორმაციით, მისი სოფლის მცხოვრებლები მძიმე სენით დაავადნენ, ოჯახში ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩა.

2003 წელს ეკაპოლ ჩანტავონგის 7 წლის ძმა და მშობლები ეპიდემიამ იმსხვერპლა. 12 წლის ასაკამდე ის სხვა ოჯახმა შეიფარა, რომელიც ეკაპოლს „მოწყენილ, მარტოსულ ბავშვად“ ახასიათებდა.

მწვრთნელის დეიდის, უმპორნ სრივიჩაის თქმით, ნათესავებმა ბიჭი ბუდისტურ მონასტერში გაგზავნეს, სადაც ბერად უნდა მომზადებულიყო. ეკაპოლმა მონასტერში 10 წელი გაატარა, შეისწავლა მედიტაცია, ცხოვრობდა ბერის სამოსით, თუმცა მოგვიანებით მონასტრის მიტოვება მოუხდა, მარტო დარჩენილ ბებიაზე რომ ეზრუნა.

ის ამ დრომდე ხშირად ბრუნდება ხოლმე მონასტერში სხვა ბერებთან ერთად მედიტაციისთვის.

სამი წლის წინ ჩიანგ რაის პროვინციაში, სკოლის ბაზაზე საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. გუნდს „გარეული ტახები“ დაარქვეს და ადგილობრივ შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას.

გუნდის წევრების უმეტესობა ეთნიკური უმცირესობებისა და გაჭირვებული ოჯახების წარმომადგენლები არიან.

ეკაპოლი გუნდის მწვრთნელის თანაშემწე იყო და ბიჭებს ფეხბურთში ყოველდღიურად ამეცადინებდა. მან მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი და თავისუფალი დრო სპორტსმენებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოპარატის თქმით, ეკაპოლმა შეძლო დაენერგა სისტემა, რომლის მიხედვითაც - ფეხბურთელი, რომელიც სკოლაში სწავლის პროცესში წარმატებას მიაღწევდა, ჯილდოდ ტანსაცმელს, ან - ფეხსაცმელს მიიღებდა. ამასთან, ის ცდილობდა სპონსორების მოძიებას, რომ აესრულებინა ბიჭების ოცნება - გამხდარიყვნენ პროფესიონალი სპორტსმენები.

ნოპარატ კატავონგმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები 23 ივნისს ეკაპოლს ჩააბარა. თანაშემწისთვის მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა რომ დაეკისრებინა, კატავონგმა სთხოვა, მოზარდები სხვა სტადიონზე წაეყვანა. სტადიონთან ახლოს ბევრი ჩანჩქერი და გამოქვაბულების ის სისტემა მდებარეობს, სადაც ეკაპოლი სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჯერ კიდევ არის ჩარჩენილი.

ბიჭები გამოქვაბულების სისტემაში შევიდნენ, შესასვლელთან კი ჩანთები და ფეხსაცმელები დატოვეს. მათ სურდათ, კედლებზე საკუთარი სახელები დაეწერათ, თუმცა მღვიმედან გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

მწვრთნელის დეიდა ამბობს, რომ ეკაპოლი მონასტერში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამ პერიოდმა ის „ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელ ადამიანად“ ჩამოაყალიბა. სრივიჩაის თქმით, ეკაპოლმა გამოიმუშავა უნარები, რაც მას და ბიჭებს გადარჩენაში დაეხმარა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანტავონგი შეძლებდა, მოზარდები დაემშვიდებინა და ოპტიმისტურად განეწყო,“ - ამბობს მწვრთნელის დეიდა.

ავსტრალიური პორტალი Springfield Daily Record წერს, რომ ფეხბურთელი ბიჭების მშობლები ეკაპოლის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ შვილები სწორედ მწვრთნელის გამო გადარჩნენ ცოცხლები.

„ის რომ არ ყოფილიყო ბიჭებთან ერთად, რა მოუვიდოდა ჩემს შვილს? როდესაც გარეთ გამოვა, მასზე უნდა ვიზრუნოთ. ეკაპოლ, არასოდეს დაგადანაშაულებთ,“ - ამბობს ერთ-ერთი ბიჭის დედა მედიასთან.

მას სხვა ბავშვების მშობლებიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ არცერთი მათგანი მწვრთნელს მომხდარში არ ადანაშაულებს.

მღვიმეში ჩარჩენილი მწვრთნელი უარს ამბობდა საკვებზე და ბავშვებს უნაწილებდა. ყოფილი ბერი ცდილობდა, ბავშვებისთვის სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მედიტაციას ასწავლიდა.

რამდენიმე დღის წინ მყვინთავებმა მღვიმიდან ბიჭების წერილები გამოიტანეს. ბლოკნოტიდან ამოხეულ ყვითელ ფურცელზე ეკაპოლმა ბოდიშის წერილი დაუწერა ბიჭების მშობლებს.

„პირობას გაძლევთ, ძალიან გავუფრთხილდები ბავშვებს. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის და პატიებას ვითხოვ“,- წერს ეკაპოლი.

„მე მას ვიცნობ და ვიცი, რომ საკუთარ თავს დაადანაშაულებს,“ - განაცხადა მედიასთან მწვრთნელის მეგობარმა.

ამ დროისთვის მაშველებმა მღვიმიდან 8 მოზარდის გამოყვანა შეძლეს. გამოქვაბულში რჩება გუნდის მწვრთნელი და 4 მოზარდი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე