პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - "თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა"
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - "თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა"

ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მამა იკი­თხე­ბა. მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს და მის შვილს ერ­თმა­ნე­თი 14 წლი­დან უყ­ვარ­დათ.

"ჩემი შვი­ლი და ეს არა­კა­ცი ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. 14 წლი­სას შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და გრძელ­დე­ბო­და ალ­ბათ, 7 წელი. ერთი პე­რი­ო­დი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ძა­ლი­ან მე­ქალ­თა­ნე, ალ­ბათ, ღა­ლა­ტობ­და და ამის გამო და­შორ­და. 2 წლის მერე მი­თხრა, შევ­რიგ­დი­თო. მკვლე­ლო­ბამ­დე ჩემი შვი­ლის­თვის არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ვინ­მე­ზე ნა­წყე­ნი ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ჩემ შვილს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­და. ის სიყ­ვა­რულ­მა და­ღუ­პა", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის მა­მამ.

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ გა­იხ­სე­ნა ისიც, თუ რო­გორ შე­ა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ამ და ასე­ვე რო­გორ ეძებ­და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შვილს ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად, თუმ­ცა მისი თქმით, „ბრალ­დე­ბულს მის მი­მართ ირო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და და ანას ცხედ­რის ად­გილს ძა­ლით არი­დებ­და“.

"დი­ლით ცოლ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ანა არ არის სახ­ლშიო და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც აქ არის, ნერ­ვი­უ­ლობ­სო. გვე­გო­ნა, მის და­ქალ­თან იყო. ერ­თად წა­ვე­დით მე და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამა­რი­და იმ ად­გილს, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს - შო­რი­დან მო­მა­ტა­რა. ირო­ნი­უ­ლად მი­ყუ­რებ­და, მაგ­რამ ცუდს არა­ფერს ვფიქ­რობ­დი. მერე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე ეს", - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

"გა­მა­ბი­თუ­რა და გზი­სა და კვა­ლის არე­ვას ცდი­ლობ­და. დამ­ნა­შა­ვე არის ეს კაცი და ერთს გთხოვთ - მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეთ, ცი­ხე­ში უნდა ჩალ­პეს. თუ 20 წელს მი­უს­ჯით, 20 წელი იმის­თვის ვი­ცხოვ­რებ, რომ როცა გა­მო­ვა, მოვ­კლა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - "თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა"

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - "თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა"

ამ წუთებში სასამართლო პროცესზე თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა იკითხება. მისი თქმით, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს და მის შვილს ერთმანეთი 14 წლიდან უყვარდათ.

"ჩემი შვილი და ეს არაკაცი ერთ სამშობიაროში არიან დაბადებულები. ერთად გაიზარდნენ. 14 წლისას შეუყვარდათ ერთმანეთი და გრძელდებოდა ალბათ, 7 წელი. ერთი პერიოდი დაშორებულები იყვნენ. ბრალდებული იყო ძალიან მექალთანე, ალბათ, ღალატობდა და ამის გამო დაშორდა. 2 წლის მერე მითხრა, შევრიგდითო. მკვლელობამდე ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული ყოფილიყო... ჩემ შვილს მთელი ცხოვრება უყვარდა. ის სიყვარულმა დაღუპა", - განაცხადა მოკლულის მამამ.

ანა ნაცვლიშვილის მამამ გაიხსენა ისიც, თუ როგორ შეატყობინა ეს ამბავი პოლიციამ და ასევე როგორ ეძებდა მთელი დღის განმავლობაში მის შვილს ბრალდებულთან ერთად, თუმცა მისი თქმით, „ბრალდებულს მის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა და ანას ცხედრის ადგილს ძალით არიდებდა“.

"დილით ცოლმა გამაღვიძა, ანა არ არის სახლშიო და მისი შეყვარებულიც აქ არის, ნერვიულობსო. გვეგონა, მის დაქალთან იყო. ერთად წავედით მე და ბრალდებულები და სპეციალურად ამარიდა იმ ადგილს, სადაც ცხედარი იპოვეს - შორიდან მომატარა. ირონიულად მიყურებდა, მაგრამ ცუდს არაფერს ვფიქრობდი. მერე გავაანალიზე ეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"გამაბითურა და გზისა და კვალის არევას ცდილობდა. დამნაშავე არის ეს კაცი და ერთს გთხოვთ - მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეთ, ციხეში უნდა ჩალპეს. თუ 20 წელს მიუსჯით, 20 წელი იმისთვის ვიცხოვრებ, რომ როცა გამოვა, მოვკლა", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს