სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტყო­ბი­ნე­ბა 2 პი­რის და მათი 4 წლის შვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ 6 ივ­ლისს შე­ვი­და 112-ში.

"იმა­ვე დღეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მაშ­ვე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლორა სმი­ტი ხევ­ში, ჩანჩქე­რის პი­რას, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, რო­მელ­საც პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ხოლო, შემ­დგო­მი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, 7 ივ­ლისს, ხევ­ში ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­ი­ან სმი­ტის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მ.კ.-მ სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა რა­ი­ან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმი­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო: 19 წლის მწყემ­სის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, რო­მელ­საც ხა­დას ხე­ო­ბა­ში ოჯა­ხის სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

და­კა­ვე­ბულ­მა მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას და­ტო­ვა, ხოლო მცი­რე­წლოვ­ნის ცხე­და­რი ზვავ­ში და­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი, ორი ან მეტი პი­რის, მათ შო­რის, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს უტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბუ­ლის შე­რა­ცხა­დო­ბის სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად კი ჩა­ტარ­დე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 წელ­ზე მეტი ცხოვ­რობ­დნენ, ხოლო ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი მათ 2012 წელს მი­ი­ღეს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს შევიდა 112-ში.

"იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: 19 წლის მწყემსის დაკავების კადრები, რომელსაც ხადას ხეობაში ოჯახის საზარელი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს