ტაილანდში მღვიმიდან მეხუთე ბიჭი გამოიყვანეს, CNN ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოზარდი მის ოთხ მეგობარს შეუერთდება, რომლებიც მაშველების გუნდმა მღვიმიდან გუშინ გამოიყვანა.
ფეხბურთის გუნდი, რომლის სახელი „გარეული ტახებია“ ორი კვირის წინ გაუჩინარდა. გასულ კვირას, ორშაბათს ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმის სიღრმეში იპოვეს.
BBC-ს ინფორმაციით, ბიჭები, რომლებიც გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობენ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან მოთავსებული. ექიმებს ინფექციის ეჭვი აქვთ. მედიკოსები ფიქრობენ, რომ ოჯახის წევრებს ფეხბურთელების ნახვის საშუალება მისცენ, თუმცა მხოლოდ - შუშის კედლის მიღმა.