10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები
"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

ხა­დას ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის ვა­ჟის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

"იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 19 წლის მწყემ­სი, რო­მე­ლიც შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოყ­ვა.

სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მას შემ­დეგ რაც მწყემსმა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა, რა­ი­ან სმიტ­სა და 19 წლის მწყემსს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, შემ­დეგ ქალი მოკ­ლა, ბო­ლოს კი 4 წლის ბავ­შვი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ რაც მწყემსმა ცხედ­რე­ბი გა­და­მა­ლა, და­რე­კა ხა­დას ხე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვა და ახ­ლოს ვერ მი­დი­ო­და, რად­გან ცხედ­რის ეში­ნო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი თა­ვად­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნარ­ჩე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ძებ­ნის პრო­ცეს­ში.

ტა­რი­ელ ზა­ქა­ი­ძე, ხა­დას ხე­ო­ბის მკვიდ­რი: "ჩვენც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით. ასე­თი მა­ნი­ა­კი თუ გვყავ­და აქ, არ ვი­ცო­დით. ბავ­შვე­ბი გვყავს აქ და ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ასე­თი არც მე­ცხვა­რე, არც სახ­ლში, არც გა­რეთ... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვია, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი... ია­რა­ღი ქო­ნია, თა­ვი­სი ია­რა­ღით აქვს ნას­რო­ლი. მე მი­ვიყ­ვა­ნე იქამ­დეო, თვი­თონ აღი­ა­რებს, რომ გა­ა­კე­თა და რა მიზ­ნით, არა­ვინ იცის. თქვაო, რომ ბავ­შვი და­მარ­ხაო.

"უთ­ქვამს თოფი ვეს­რო­ლეო, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო... ცოლი გა­და­ვურ­ჩი­ნე, კლდი­დან ვარ­დე­ბო­და, სუ­რა­თებს რომ იღებ­დნე­ნო, მი­ვეშ­ვე­ლე ქალს და კაც­მა და­მარ­ტყაო. ვი­თომ თავს იმარ­თლებს, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო. რომ კი­თხეს ბავ­შვმა რა და­გი­შა­ვაო, ტი­რო­და და მა რას ვი­ზამ­დი, იმა­საც ვეს­რო­ლეო - აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობს, რომ მარ­ტო­კა იყო" - ყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ქალი "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში.

"ჯერ კაცი ჰყავს მოკ­ლუ­ლი, ქალ­ზე იძა­ლა­და და მერე ბავ­შვიც მოკ­ლა. რო­გორც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მოკ­ლულ კაცს სა­ხე­ში აქვს ნას­რო­ლი, თვა­ლე­ბიც არ აქვს... ბავ­შვის ზურგჩან­თაც გახ­ვრე­ტი­ლია, რო­მე­ლიც მოკ­ლულს ზურ­გზე ეკე­თა. მერე ცხე­ნის ძუ­ა­ზე მო­უ­ბამს ეს კაცი და ისე გა­მო­უთ­რე­ვია“ - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა "იმე­დის" ჟურ­ნა­ლისტს.

დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მე­რის ნუგ­ზარ სეხ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, მწყემსმა თა­ვად აჩ­ვე­ნა მაშ­ვე­ლებს ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვის ცხე­და­რი ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი

“ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ ანა­ხა მაშ­ვე­ლებს ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვი ჰყავ­და გა­და­მა­ლუ­ლი. ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო სა­ვა­რა­უ­დოდ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვანს თოფი აქვს ნას­რო­ლი. კონ­ფლიქ­ტი მო­ზარ­დის მშო­ბელ­სა და მწყემსს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მოხ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, თოფი ეს­რო­ლა. ეს არის ვერ­სია. მწყემ­სი და­კა­ვე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სეხ­ნი­აშ­ვილ­მა.

6 ივ­ლისს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმა­რი რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბი, 4 წლის ვაჟ­თან ერ­თად, დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მათი ძებ­ნა იმა­ვე დღეს, 112-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლის­თა­ნა­ვე, და­ი­წყეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

ხადას ხეობის მცხოვრებლები ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს ყვებიან.

"იმედთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ 19 წლის მწყემსი, რომელიც შემზარავ მკვლელობაშია ბრალდებული, უკვე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოყვა.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ რაც მწყემსმა სმიტების ოჯახი ჩანჩქერის ტერიტორიაზე მიიყვანა, რაიან სმიტსა და 19 წლის მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სავარაუდოდ, მამაკაცს ესროლა, შემდეგ ქალი მოკლა, ბოლოს კი 4 წლის ბავშვი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც მწყემსმა ცხედრები გადამალა, დარეკა ხადას ხეობაში დახმარების სათხოვნელად და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა და ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან ცხედრის ეშინოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, ბრალდებული მწყემსი თავადვე მონაწილეობდა დანარჩენი გარდაცვლილების ძებნის პროცესში.

ტარიელ ზაქაიძე, ხადას ხეობის მკვიდრი: "ჩვენც გაოგნებულები ვართ, ბევრი არაფერი ვიცით. ასეთი მანიაკი თუ გვყავდა აქ, არ ვიცოდით. ბავშვები გვყავს აქ და ჩვენ არ გვჭირდება ასეთი არც მეცხვარე, არც სახლში, არც გარეთ... ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვია, ზრდილობიანი... იარაღი ქონია, თავისი იარაღით აქვს ნასროლი. მე მივიყვანე იქამდეო, თვითონ აღიარებს, რომ გააკეთა და რა მიზნით, არავინ იცის. თქვაო, რომ ბავშვი დამარხაო.

"უთქვამს თოფი ვესროლეო, იძულებული გამხადაო... ცოლი გადავურჩინე, კლდიდან ვარდებოდა, სურათებს რომ იღებდნენო, მივეშველე ქალს და კაცმა დამარტყაო. ვითომ თავს იმართლებს, იძულებული გამხადაო. რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო, ტიროდა და მა რას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო - აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ მარტოკა იყო" - ყვება ადგილობრივი ქალი "იმედთან" საუბარში.

"ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“ - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "იმედის" ჟურნალისტს.

დუშეთის რაიონის მერის ნუგზარ სეხნიაშვილის თქმით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, - განაცხადა სეხნიაშვილმა.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო