საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა დაემატოს და რა დანაშაულებებში მიუძღვით მათ ბრალი
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა დაემატოს და რა დანაშაულებებში მიუძღვით მათ ბრალი

გა­ზე­თი „კვი­რის პა­ლიტ­რა“ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვინც შე­საძ­ლოა ე.წ. ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიას და­ე­მა­ტოს.

რო­გორც „კვი­რის პა­ლიტ­რა“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, სი­ა­ში მოხ­ვედ­რის ერთ-ერთი კან­დი­და­ტია ცხინ­ვა­ლის ე.წ. მი­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, „ომო­ნე­ლი“ აზიმ­რატ ჯი­ო­ე­ვი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ავიწ­რო­ებ­და ახალ­გო­რელ ქარ­თვე­ლებს.

„გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი ქა­ბუ­ლო­ვი კო­კო­ი­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებ­ში „ომო­ნის“ მე­თა­უ­რი გახ­ლდათ და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის­თვის ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა. „კვი­რის პა­ლიტ­რის“ წყა­როს ცნო­ბით, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი­სა და უფრო ადრე და­ვით ბა­შა­რუ­ლის მკვლე­ლო­ბა ე.წ. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ მე­რაბ ფუ­ხა­ე­ვის თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ მომ­ხდა­რა. ის ასე­ვე „ომო­ნის“ მე­თა­უ­რი გახ­ლდათ და არა­ერ­თხელ და­ურ­ბე­ვია ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სიას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტე­ბა აფხა­ზე­თი­და­ნაც. კერ­ძოდ, ერთ-ერთი მათ­გა­ნია გა­რიკ სა­მან­ბა, რო­მე­ლიც ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

„მას­თან იყ­ვნენ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ლი ბეს­ლან კვი­წი­ნია, ბეს­ლან ტორ­ჩუა და ზაურ ად­ლე­ი­ბა. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა „ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბას“ აყ­ვედ­რიდ­ნენ, რომ დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­დათ, ამი­ტო­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ინარ­ჩუ­ნებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტორ­ჩუ­ამ ბიზ­ნე­სი აირ­ჩია... გა­რიკ სა­მან­ბა, რო­მე­ლიც თვილ­და, რომ აფხა­ზე­თი მხო­ლოდ აფხა­ზებს ეკუთ­ვნით, 1992-93 წლებ­ში ომის მო­ტომსრო­ლელ­თა ბრი­გა­დას მე­თა­უ­რობ­და. აქვს აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თველ­თა ეთ­ნოწ­მენ­და­ში, მის სა­ხელს უკა­შირ­დე­ბა გა­ბე­ლი­ას წა­მე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თველ მე­ომ­რებს ეხ­მა­რე­ბო­და, მა­ლავ­და დაჭ­რი­ლებს... სა­მან­ბა 90-იანი წლე­ბის გა­ლის მოვ­ლე­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ქარ­თველ­თა მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და აფხა­ზი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი ზა­კან ნან­ბა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი იყო). ქარ­თვე­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პირი იყო ვი­ტა­ლი სმი­რიც, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ომის პე­რი­ოდ­შიც და შემ­დგო­მაც ქარ­თვე­ლის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. მათი დაჯ­გუ­ფე­ბა ტყვი­ის და­სა­ზო­გად ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებს ჭაში ყრი­და. ვი­ტა­ლი სმი­რი 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს გა­აქ­ტი­ურ­და - გალ­ში ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი ციტ­რუ­სის კონ­ტრო­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურ­და. არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­და ად­გი­ლობ­რივ „ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც“, სა­ბო­ლო­ოდ, სმი­რი გავ­ლე­ნი­ან­მა პი­ო­რებ­მა გა­ა­ჩუ­მეს. კი­დევ ერთი ვე­ტე­რა­ნი ზაურ ად­ლე­ი­ბაა. აფხა­ზე­თის ომში ბა­ტა­ლი­ონ „კას­კა­დის“ მე­თა­უ­რი გახ­ლდათ. 2005-2007 წლებ­ში ოჩამ­ჩი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და გალ­სა თუ ოჩამ­ჩი­რე­ში ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობ­და. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­ლის მოვ­ლე­ნებ­ში და მის სა­ხელს ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა. აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე ლავ­რე­ბი მიქ­ვა­ბია 2008 წელს გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის კონ­ტროლ­ზეც მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი. მიქ­ვა­ბია ე.წ. სა­ზღვრის დარ­ღვე­ვე­ბის გამო მუდ­მი­ვად აჯა­რი­მებ­და, აპა­ტიმ­რებ­და და აწა­მებ­და ქარ­თვე­ლებს. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ი­დან 50 ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის გა­ძე­ვე­ბაც. 2008 წლის 15 ნო­ემ­ბერს ქარ­თულ-აფხა­ზურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი, 33 წლის ზუ­რაბ ჯე­ჯე­ლა­ვა და­ი­ღუ­პა. აფხა­ზურ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი მა­შინ გა­უხ­სნეს, როცა ისი­ნი სო­ფელ ქა­ლა­ღა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე პატ­რუ­ლი­რებ­დნენ... თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ ბარ­ძაყ­ში დაჭ­რილ ახალ­გაზ­რდას ახლო მან­ძი­ლი­დან თავ­ში ეს­რო­ლეს. თავ­დას­ხმას მიქ­ვა­ბია მე­თა­უ­რობ­და. მას­თან პრე­ტენ­ზია ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც და­უგ­როვ­და და მიქ­ვა­ბია 2015 წელს „თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის“ პოს­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს“, - ნათ­ქვა­მია „კვი­რის პა­ლიტ­რის“ სტა­ტი­ა­ში.

სიას სა­ვა­რა­უ­დოდ და­ე­მა­ტე­ბი­ან მამა-შვი­ლი - ვი­ა­ჩეს­ლავ და ახრა კვეკ­ვეს­კი­რე­ბი.

„ვი­ა­ჩეს­ლავ (სლა­ვიკ) კვეკ­ვეს­კი­რი აფხა­ზე­თის ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს. გა­ლის რა­ი­ონ­ში ინ­ტე­რე­სე­ბი მა­საც ჰქონ­და - 2010 წელს მისი გავ­ლე­ნით გა­ლის #2 სკო­ლის დი­რექ­ტო­რად მისი შვი­ლი ახრა კვეკ­ვეს­კი­რი და­ი­ნიშ­ნა. ეს იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბერ­კე­ტი იყო, მით უფრო, რომ ახალ­გაზ­რდა კვეკ­ვეს­კი­რი ყო­ველ­გვა­რი ქარ­თუ­ლის მი­მართ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი იყო, რომ ქარ­თველ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. ეს ამ­ბა­ვი ისე გახ­მა­ურ­და, რომ აფხაზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ამრა ად­ლე­ი­ბამ სტა­ტია მო­ამ­ზა­და, რო­გორ ავიწ­რო­ებ­და აფხა­ზი დი­რექ­ტო­რი მოს­წავ­ლე­ებს და რო­გორ სძა­ლავ­და მათ მშობ­ლებს სო­ლი­დურ თან­ხებს სკო­ლის რე­მონ­ტის­თვის. ერთხელ ახრა კვეკ­ვეს­კირს უფ­როსკლა­სე­ლებ­მა სცე­მეს. მამა-შვილ­მა კვეკ­ვეს­კი­რებ­მა 20-ზე მეტი მოს­წავ­ლე გა­ლის მი­ლი­ცი­ა­ში და­ას­მი­ნეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­რი­ცხვა­ზე აიყ­ვა­ნეს, სლა­ვი­კი მათ მშობ­ლებს და­ე­მუქ­რა თუ გონს არ მოხ­ვალთ, თქვე­ნი შვი­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბის­თვის მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბაო. ახრა კვეკ­ვეს­კირ­მა კი 2011 წელს გა­ლა­ლე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, რომ ბუნ­ტის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა აიკ­რძა­ლე­ბო­და. ორი წლის შემ­დეგ იგი „დე­პუ­ტა­ტი“ გახ­და, 2015 წელს კი გა­ლის სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა აიკ­რძა­ლა. მამა-შვი­ლის შავ საქ­მე­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო ოჩამ­ჩი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ბეს­ლან ახუ­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლეა. ის დღემ­დე წი­ლებს იღებს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბი­დან და ნარ­კო­ბიზ­ნე­სი­დან. მისი გავ­ლე­ნა, ძი­რი­თა­დად, გა­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბულ სოფ­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა“, - წერს „კვი­რის პა­ლიტ­რა“.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა დაემატოს და რა დანაშაულებებში მიუძღვით მათ ბრალი

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა დაემატოს და რა დანაშაულებებში მიუძღვით მათ ბრალი

გაზეთი „კვირის პალიტრა“ იმ ადამიანების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, ვინც შესაძლოა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაემატოს.

როგორც „კვირის პალიტრა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია ცხინვალის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკი, „ომონელი“ აზიმრატ ჯიოევი, რომელიც მუდმივად ავიწროებდა ახალგორელ ქართველებს.

„გარდა ამისა, გიორგი ქაბულოვი კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის წლებში „ომონის“ მეთაური გახლდათ და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკისთვის ჯილდოც დაიმსახურა. „კვირის პალიტრის“ წყაროს ცნობით, ტატუნაშვილისა და უფრო ადრე დავით ბაშარულის მკვლელობა ე.წ. შს მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ მერაბ ფუხაევის თანხმობის გარეშე არ მომხდარა. ის ასევე „ომონის“ მეთაური გახლდათ და არაერთხელ დაურბევია ქართველი მოსახლეობა“, - ნათქვამია გაზეთის ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სიას რამდენიმე ადამიანი დაემატება აფხაზეთიდანაც. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია გარიკ სამანბა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო.

„მასთან იყვნენ მისი თანამებრძოლელი ბესლან კვიწინია, ბესლან ტორჩუა და ზაურ ადლეიბა. ისინი წლების განმავლობაში ყველა „ხელძღვანელობას“ აყვედრიდნენ, რომ დიდი დამსახურება ჰქონდათ, ამიტომაც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. მოგვიანებით, ტორჩუამ ბიზნესი აირჩია... გარიკ სამანბა, რომელიც თვილდა, რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზებს ეკუთვნით, 1992-93 წლებში ომის მოტომსროლელთა ბრიგადას მეთაურობდა. აქვს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდება. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა ეთნოწმენდაში, მის სახელს უკაშირდება გაბელიას წამება, რომელიც ქართველ მეომრებს ეხმარებოდა, მალავდა დაჭრილებს... სამანბა 90-იანი წლების გალის მოვლენებშიც მონაწილეობდა. ქართველთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზი საველე მეთაური ზაკან ნანბა (მოგვიანებით, ალექსანდრე ანქვაბის პირადი მრჩეველი იყო). ქართველებზე მონადირე ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო ვიტალი სმირიც, რომლის სახელსაც უკავშირდება ომის პერიოდშიც და შემდგომაც ქართველის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მათი დაჯგუფება ტყვიის დასაზოგად ცოცხალ ადამიანებს ჭაში ყრიდა. ვიტალი სმირი 90-იანი წლების მიწურულს გააქტიურდა - გალში ბიზნესწილების, კონკრეტულად კი ციტრუსის კონტროლის ხელში ჩაგდება სურდა. არაერთხელ დაუპირისპირდა ადგილობრივ „ხელმძღვანელობასაც“, საბოლოოდ, სმირი გავლენიანმა პიორებმა გააჩუმეს. კიდევ ერთი ვეტერანი ზაურ ადლეიბაა. აფხაზეთის ომში ბატალიონ „კასკადის“ მეთაური გახლდათ. 2005-2007 წლებში ოჩამჩირის ადმინისტრაციაში მუშაობდა და გალსა თუ ოჩამჩირეში ვითარების გაკონტროლებას ცდილობდა. აქტიურად მონაწილეობდა გალის მოვლენებში და მის სახელს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული უკავშირდება. აფხაზეთის ომის მონაწილე ლავრები მიქვაბია 2008 წელს გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორად მუშაობდა და ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლზეც მიუწვდებოდა ხელი. მიქვაბია ე.წ. საზღვრის დარღვევების გამო მუდმივად აჯარიმებდა, აპატიმრებდა და აწამებდა ქართველებს. მის სახელს უკავშირდება გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიიდან 50 ქართული ოჯახის გაძევებაც. 2008 წლის 15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ორმხრივი სროლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებაზე პატრულირებდნენ... თვითმხილველის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსულ ბარძაყში დაჭრილ ახალგაზრდას ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. თავდასხმას მიქვაბია მეთაურობდა. მასთან პრეტენზია ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც დაუგროვდა და მიქვაბია 2015 წელს „თავდაცვის მინისტრის მოადგილის“ პოსტიდან გაათავისუფლეს“, - ნათქვამია „კვირის პალიტრის“ სტატიაში.

სიას სავარაუდოდ დაემატებიან მამა-შვილი - ვიაჩესლავ და ახრა კვეკვესკირები.

„ვიაჩესლავ (სლავიკ) კვეკვესკირი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. გალის რაიონში ინტერესები მასაც ჰქონდა - 2010 წელს მისი გავლენით გალის #2 სკოლის დირექტორად მისი შვილი ახრა კვეკვესკირი დაინიშნა. ეს იქაური მოსახლეობის გაკონტროლების შესანიშნავი ბერკეტი იყო, მით უფრო, რომ ახალგაზრდა კვეკვესკირი ყოველგვარი ქართულის მიმართ ისეთი აგრესიული იყო, რომ ქართველ მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ აფხაზმა ჟურნალისტმა ამრა ადლეიბამ სტატია მოამზადა, როგორ ავიწროებდა აფხაზი დირექტორი მოსწავლეებს და როგორ სძალავდა მათ მშობლებს სოლიდურ თანხებს სკოლის რემონტისთვის. ერთხელ ახრა კვეკვესკირს უფროსკლასელებმა სცემეს. მამა-შვილმა კვეკვესკირებმა 20-ზე მეტი მოსწავლე გალის მილიციაში დაასმინეს. ყველა მათგანი აღრიცხვაზე აიყვანეს, სლავიკი მათ მშობლებს დაემუქრა თუ გონს არ მოხვალთ, თქვენი შვილების პატიმრობისთვის მიზეზი ყოველთვის მოიძებნებაო. ახრა კვეკვესკირმა კი 2011 წელს გალალები გააფრთხილა, რომ ბუნტის განმეორების შემთხვევაში ქართული ენის სწავლება აიკრძალებოდა. ორი წლის შემდეგ იგი „დეპუტატი“ გახდა, 2015 წელს კი გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალა. მამა-შვილის შავ საქმეებში ჩართული იყო ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ახუბა, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა. ის დღემდე წილებს იღებს ადამიანების გატაცებიდან და ნარკობიზნესიდან. მისი გავლენა, ძირითადად, გალისა და ოჩამჩირის საზღვარზე არსებულ სოფლებზე ვრცელდება“, - წერს „კვირის პალიტრა“.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი