პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულ მცირე 75 გარდაცვლილი და 50-მდე დაკარგული - იაპონიაში სტიქია მძვინვარებს
სულ მცირე 75 გარდაცვლილი და 50-მდე დაკარგული - იაპონიაში სტიქია მძვინვარებს

გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის გამო ია­პო­ნი­ა­ში წყალ­დი­დო­ბებ­სა და მე­წყერს სულ მცი­რე 75 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 40-ის პოვ­ნა კი ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა - CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი იუ­წყე­ბი­ან.

მა­ნამ­დე ია­პო­ნურ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა NHK-მ 85 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი ჰი­რო­ში­მა­სა და ეჰი­მეს პრე­ფექ­ტუ­რებ­შია. სტი­ქი­ამ სულ 8 პრე­ფექ­ტუ­რა და­ა­ზა­რა­ლა.

ჰი­რო­ში­მა­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სა­კა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ტა­ლახ­ში ჩაფ­ლუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩანს.

კა­ზუ­ჰი­კო ონომ, რო­მელ­საც ჰი­რო­ში­მა­ში მე­ო­რა­დი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია აქვს, წვი­მის და­წყე­ბის შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. მის­მა ცოლ­მა ბავ­შვე­ბი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნა, რად­გან ქვე­და ნა­წი­ლი და მა­ღა­ზია მთლი­ა­ნად წყლით და­ი­ფა­რა.

„მე­ო­რად წიგ­ნებს ვყი­დი. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, უამ­რა­ვი წიგ­ნი დავ­კარ­გე, ვე­ღა­რა­სო­დეს ვი­პო­ვი ამ გა­მო­ცე­მებს,“ - ამ­ბობს ონო.

მე­წყერ­მა და წყალ­დი­დო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა ამა­ვე პრე­ფექ­ტუ­რა­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი კა­ი­ტა.

„სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ასე­თი რამ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ამ ქა­ლაქ­ში 70 წელ­ზე მე­ტია ვცხოვ­რობ, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ასე­თი ძლი­ე­რი წვი­მა,“ - ამ­ბობს CNN-თან კა­ი­ტა­ში მცხოვ­რე­ბი იუ­ი­ჩი ტადა.

ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე გი­ფუს პრე­ფექ­ტუ­რა­ში მდი­ნა­რე ადიდ­და და ახ­ლოს მდე­ბა­რე გზე­ბი დატ­ბო­რა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სახ­ლე­ბიც.

ოკა­ი­ა­მას­თან ახ­ლოს, კუ­რა­ში­კი­ში ჯა­რის­კა­ცებს სახ­ლე­ბი­დან ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი გა­მოჰ­ყავთ და მცი­რე ზო­მის ნა­ვებ­ში სვა­მენ. ასო­ბით სახ­ლი და­ინ­გრა და და­ზი­ან­და.

NHK-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მო­სულ­მა ნა­ლექ­მა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს აფრ­თხი­ლებს, რომ სტი­ქი­ის ზო­ნებ­ში, სა­დაც მე­წყრის, წყალ­დი­დო­ბი­სა და ძლი­ე­რი ქა­რის საფრ­თხეა, მათი სი­ცო­ცხლე რის­კის ქვე­შაა.

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შინ­ზო აბეს გან­ცხა­დე­ბით, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში 54 ათა­სი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი.

სულ მცირე 75 გარდაცვლილი და 50-მდე დაკარგული - იაპონიაში სტიქია მძვინვარებს

სულ მცირე 75 გარდაცვლილი და 50-მდე დაკარგული - იაპონიაში სტიქია მძვინვარებს

გადაუღებელი წვიმების გამო იაპონიაში წყალდიდობებსა და მეწყერს სულ მცირე 75 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სამაშველო სამსახურები იუწყებიან.

მანამდე იაპონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მ 85 გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰიროშიმასა და ეჰიმეს პრეფექტურებშია. სტიქიამ სულ 8 პრეფექტურა დააზარალა.

ჰიროშიმაში მდებარე ქალაქ საკაში გადაღებულ ფოტოებზე ტალახში ჩაფლული მანქანები ჩანს.

კაზუჰიკო ონომ, რომელსაც ჰიროშიმაში მეორადი წიგნების მაღაზია აქვს, წვიმის დაწყების შემდეგ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო. მისმა ცოლმა ბავშვები სახლის მეორე სართულზე აიყვანა, რადგან ქვედა ნაწილი და მაღაზია მთლიანად წყლით დაიფარა.

„მეორად წიგნებს ვყიდი. ძალიან გული მწყდება, უამრავი წიგნი დავკარგე, ვეღარასოდეს ვიპოვი ამ გამოცემებს,“ - ამბობს ონო.

მეწყერმა და წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ამავე პრეფექტურაში მდებარე ქალაქი კაიტა.

„საშინელება იყო, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ამ ქალაქში 70 წელზე მეტია ვცხოვრობ, მაგრამ პირველად ვნახე ასეთი ძლიერი წვიმა,“ - ამბობს CNN-თან კაიტაში მცხოვრები იუიჩი ტადა.

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე გიფუს პრეფექტურაში მდინარე ადიდდა და ახლოს მდებარე გზები დატბორა, დაზიანებულია სახლებიც.

ოკაიამასთან ახლოს, კურაშიკიში ჯარისკაცებს სახლებიდან ასაკოვანი ხალხი გამოჰყავთ და მცირე ზომის ნავებში სვამენ. ასობით სახლი დაინგრა და დაზიანდა.

NHK-ს ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში მოსულმა ნალექმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ სტიქიის ზონებში, სადაც მეწყრის, წყალდიდობისა და ძლიერი ქარის საფრთხეა, მათი სიცოცხლე რისკის ქვეშაა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 54 ათასი ადამიანია ჩართული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"