სამთვიანი ციებ-ცხელების შემდეგ სწორედ დღეს გამოვლინდება, ვინ გახდება „იქს ფაქტორი 2018“. კონკურსში დარჩნილი სამი მონაწილიდან, თითოეული ერთიმეორეზე ძლიერია, ამიტომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. 22:00 საათზე დაიწყება „იქს ფაქტორის“ ფინალური შოუ, სადაც თამთა ხუხუნაიშვილი, გორის გოგონათა გუნდი და ანრი გუჩმანიძე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ამჯერად, ინტერვიუს ანრი ჯოახაძის გუნდის წევრ, ანრი გუჩმანიძესთან გთავზობთ.
- დღეს ფინალია და საკმაოდ პოზიტიური განწყობა მაქვს. რადგან აქამდე მოვედით, ვფიქრობ, უკვე ყველა გამარჯვებულია. ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე იყო კონკურსის პერიოდი, „იქს ფაქტორმა“ მომცა საშუალება, ხალხს მოვფერებოდი ჩემი სიმღერებით, იმდენად კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რომ დიდი სიამოვნებით გავივლიდი ხელახლა ამ გზას.
- ანუ სხვა კონკურსებშიც შეიძლება გიხილოთ?
- არ ვიცი, წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ „იქს ფაქტორი“ ნამდვილად დიდ გამოცდილებას და კარგ მოგონებებს მიტოვებს.
- ყველაზე რთული რა იყო კონკურსის პერიოდში? ან რომელი დღე გახსენდება ყველაზე რთულად?
- ყველაზე რთული იყო ის ლაივი, როცა აუტსაიდერებში ვიდექი, საბედნიეროდ გადავრჩი, მაგრამ ძალიან მაგრად ვინევრიულე. ორმაგი სტრესი იყო, რადგან ალექს კიკვიძესთან ერთად მომიწია აუთსაიდერებში ყოფნა. არადა, ალექსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, დავმეგობრდით და ეს აორმაგებდა იმ სირთულეს, რაც ამ პროცესს ახლავს. „იქს ფაქტორმა“ სხვა ბევრ რამესთან ერთად, მეგობრები, ხალხის სიყვარული და სითბო შემძინა.
- საერთოდ, როგორ მიიღე ამ კონკურსში მონაწილეობის გადაწვეტილება?
- პრეკასტინგზე ძმაკაცს გავყევი, იქ მთხოვეს, ბედი შენც სცადეო, დავუჯერე და აი, ფინალში ვარ.
- „იქს ფაქტორამდე“ თუ გქონდა მუსიკასთან აქტიური შეხება?
- ზოგადად, მუსიკლაური განათლება არ მიმიღია, მაგრამ მუსიკა ჩემი ცხოვრების წესია, თანდაყოლილია ის რაც მაქვს, არავის უსწავლებია. დედა სულ მეუბნებოდა, ისწავლე კარგად და უფრო კარგ პროფესიას დაეუფლე, ვიდრე მუსიკოსობაო, მამა ეწინააღმდეგებოდა, ჩემს მხარეს იყო და უნდოდა, რომ მუსიკისთვის მეტი ყურადღება დამეთმო. გარდა ამისა, ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში, მიუზიკლებში ვთამაშობდი, ამან დიდი გამოცდილება მომცა და სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ პირველ კასტინგზე მშვიდად ვიდექი სცენაზე, არ ვღელავდი, სიამოვნებას ვიღებდი სიმღერით.
- ანრი, ისევე როგორც თამო გიორგაძემ, შენც ერთხელ დატოვე პროექტი და შემდეგ ანრი ჯოხაძემ მოგცა შანსი გაგეგრძელებინა მონაწილეობა, შეიძლება ითქვას, უკვე განცდილი გაქვს, როგორია პროექტის დატოვება.. მოგვიყევი ემოციების შესახებ..
- ორი სკამის ტურზე ვიყავი ძალიან ცუდად, ოღონდ ეს არ გაგვიჟღერებია, გამოსვლა მაინც ნორმალური გამოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავტოვე პროექტი, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესია ეს, ჰოდა ამ დროს მაქვს ჩართვა, სადაც კომენტარს ვაკეთებ ამ თემაზე, მადლობას ვუხდი ყველას, ვემშვიდოებები და არ მესმის ანრი ჯოხაძის სიტყვები, სადაც ამბობს, რომ თურმე ვრჩები შოუში.. წამყვანი მიხვდა, რომ მე ვერაფერი გავიგე, გამაჩერა და მეუბნება, იცი, ანრიმ დაგტოვა პროექტშიო, ისე გამიხარდა, რომ ვერ აგიხსნი, მერე რაღა უნდა მეთქვა, უკვე მართლა აღარ ვიცოდი. ანრისთან მუშაობა არის ერთი სიამოვნება, ძალიან მაგარია, როცა მკაცრი მენტორი გყავს, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს, მუსიკაში ანრი ჯოხაძე შეცდომებს არავის პატიობს, ეს კი ბევრის სწავლის საშუალებას გაძლევს კონკურსანტს, მიხარია, რომ ანრი იყო ჩემი მენტორი.
- ანრი, ახლა შენი ოჯახის შესახებ მეტი მოგვიყევი, როგორც ვიცით მუსიკალური ოჯახიდან ხარ..
- კი, მამა მუსიკოსია, ბათუმში პირველი როკჯგუფის სოლისტია. დედა ექიმი-ლაბორანტია. როცა მუცელში ვიყავი, თურმე მამა მაშინაც კი როკს მასმენინებდა, ეტყობა იქიდანვე შემაყვარა მუსიკა. ჩემი და ინგლისურის პედაგოგია, პატარა ძმასაც მუსიკისადმი აქვს ლტოლვა, დარმწუნებული ვარ, ჩემზე მაგარი იქნება..
- ანრი, სწავლობ სადმე? მუსიკის გარდა სხვა პროფესიასაც ხომ არ ეუფლები?
- კი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ფინანსებზე ვსწავლობ. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ მათემატკა გამორჩეულად მიყვარდა, იმდენად, რომ როცა დავალებებს არ მაძლევდნენ, მაშინაც კი ვმეცადინეობდი. თავიდან სწავლა მოსკოვში დავიწყე, მერე ეკონომიურად რთული გახდა იქ სწავლა და ცხოვრება, ამიტომ საქართველოში გადმოვიტანე საბუთები, თუმცა მაქვს იქ გავლილი კურსების დიპლომი და აქაც რომ დავასრულებ სწავლას, აქაური დიპლომიც მექნება.
- „იქს ფაქტორში“ გამოსვლის შემდეგ ალბათ, იმატა თაყვანისმცემლების რაოდენობამ, მეგობრების თხოვნებმა ფეისბუქში და.ა.შ..
- ბუნებრივია და მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს, ვინც სითბოს გამოხატავს ჩემს მიმრთ.
- ფაქტია, რომ მსგავს კონკურსებში ბიჭები უფრო იმარჯვებენ, ვიდრე გოგონები, როგორ ფიქრობ რატომ ხდება ასე? გოგონებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი რატოა ასე, ალბათ, მანდილოსნებს უფრო შეუძლიათ, გულთან ახლოს მიიტანონ კონკურსანტის შემოქმედება, დააფასონ და გვერდში დაუდგნენ. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია ამაზე.
- დასასრულ, გვითხარი, შეყვარებული თუ ხარ...
- არა, არ ვარ. გოგომ ჩემი ყურადღება პირველ რიგში ვიზუალურად უნდა მიიქციოს, მაგრამ მხოლოდ ესეც არაა მთავარი, მის გამოხედვაში ემოცია უნდა ვიგრძნო, რაღაც „სხვა“ უნდა მოდიოდეს მისგან, რომ დავინტერესდე, მხოლოდ ფიზიკურობაც არაა მთავარი.