თურქეთში სარკინიგზო ავარიის დროს 24 ადამიანი დაიღუპა და 388 დაშავდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოადგილე რეჯეფ აკდაღზე დაყრდნობით ტელეარხი CNN Türk იუწყება. სამგზავრო მატარებელი კაფიკულე-სტამბოლის მარშრუტით მოძრაობდა. თექირდაღის პროვინციაში შემადგენლობის ნაწილი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის მიზეზი გახდა ხანგრძლივი წვიმა, რომელმაც რელსები და წყალგამტარი გვირაბი დააზიანა.
CNN Türk-ის ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დილის 6 საათზე დასრულდა. ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი, 124 მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.