სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში
სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში

ზა­ფხუ­ლი ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა ცდი­ლობს, ცხოვ­რე­ბის დამ­ღლელ რიტმს გა­ექ­ცეს. ცხე­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­კი­თხი - სად გა­ვა­ტა­როთ შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ე­ბი?

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა წელს, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ან­მა ერთი კვი­რით სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე კო­რურტზე 500 ლა­რად და­ის­ვე­ნოს.

რო­გორც ტურ-ოპე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ია თა­ბა­გარ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ფა­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­ვე­ნე­ბა, თუმ­ცა, მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ მხრივ კი არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ დი­დია, რო­გორც მთა­ში, ისე ზღვა­ზე. სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის ფასი დღე-ღა­მე­ში 20-50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და ხში­რად, სა­უზ­მე­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"500 ლა­რად ერთი კვი­რით დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც სვა­ნეთ­ში, რა­ჭა­ში, ლე­ჩხუმ­ში, ისე შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ოღონდ თუ სას­ტუმ­როს ზღვი­დან ცოტა მო­შო­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ძებ­ნით. ასე რომ, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ლა­რად ადა­მი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბას ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში" - უთხრა AMBEBI.GE-ს თა­ბა­გარ­მა. მი­სი­ვე თქმით, წელს კუ­რორ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა არ შე­იმ­ჩნე­ვა და შარ­შან­დე­ლის ანა­ლო­გი­უ­რია.

"ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში ფა­სე­ბი არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. უმე­ტეს ად­გი­ლებ­ში იგი­ვეა, რაც შარ­შან იყო. ახლა აჭა­რის სე­ზო­ნის ბუ­მია, რო­გორც წესი, სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში არის მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და მერე რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუმ­ცა, 500 ლა­რად ბა­თუმ­ში და კვა­რი­ათ­ში დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - იქ სას­ტუმ­რო­ე­ბი ძვი­რია. მაგ­რამ გო­ნი­ოს ზედა მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­მო­ი­ძებ­ნოს.

ამ ფას­ში, მა­გა­ლი­თად, გუ­და­ურ­ში და ბა­კუ­რი­ან­შიც ვერ მო­ა­ხერ­ხებთ დას­ვე­ნე­ბას, რად­გან იქაც აქ­ცენ­ტი მა­ღა­ლი დო­ნის და შე­სა­ბა­მის ძვი­რი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ზე კეთ­დე­ბა. ასე­ვეა კა­ხე­თი, იქაც დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია რად­გან სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი არ არის. ხოლო 4 და 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია“, - გვი­თხრა თა­ბა­გარ­მა. მი­სი­ვე თქმით, ერთი კვი­რით ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რია სა­ჭი­რო.

სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბით. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 12 ათას­ზე მეტი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია. არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის 2 400-ზე მეტი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ამას გარ­და, ქვე­ყა­ნა­ში 103 კუ­რორ­ტია. ამ­გვა­რად, რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ქარ­თველ დამ­სვე­ნე­ბელს დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვს. საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია ფა­სე­ბის მხრი­ვაც.

მათ, ვი­საც აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა სურთ, შე­უძ­ლიათ შიდა ტუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. არა­ერ­თი ტუ­რ-ო­პე­რა­ტო­რი მსურ­ველს რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ტუ­რებს სთა­ვა­ზობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და გარ­თო­ბა. მა­გა­ლი­თად, სამდღი­ა­ნი ტუ­რე­ბი თუ­შეთ­სა და სვა­ნეთ­ში, სა­შუ­ა­ლოდ 150-250 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მა­გა­ლი­თად, გო­მის მთა­ზე 2-დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 60 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

პრო­ექტ „აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლოს“ შიდა ტუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნინო ჩიკ­ვი­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ერთი კვი­რით ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა, თუმ­ცა დამ­სვე­ნე­ბე­ლი თუ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­თი ისარ­გებ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­რებს, მა­შინ თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შეძ­ლებს ერთი კვი­რით 500 ლა­რად დას­ვე­ნე­ბას, შა­ტი­ლი­სა და თუ­შე­თის გარ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ ერთ მომ­ხმა­რე­ბელს დას­ვე­ნე­ბა უნ­დო­და თუ­შეთ­ში და რო­გორც და­ვით­ვა­ლეთ 2-დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა უჯ­დე­ბა 240 ლა­რამ­დე. ეს რომ დავ­თვა­ლოთ ერთ კვი­რა­ზე, გა­მო­ვა ათას ლარ­ზე მეტი. ასე რომ, ამით თუ ვიმ­სჯე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი არ ჯდე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს მო­ძებ­ნა, მა­გა­ლი­თად ბორ­ჯომ­ში და რა­ჭა­ში, თუ, რა თქმა უნდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრასნ­პორ­ტით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

ზო­გა­დად სა­ო­ჯა­ხოს ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის ფასი 20 ლა­რი­დან იწყე­ბა და რა თქმა უნდა, მას­ში კვე­ბა არ შე­დის. კვე­ბის შე­თხვე­ვა­ში ცალ­კე და­ე­მა­ტე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე თან­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი ნამ­დვი­ლად არ ჯდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქო­ბუ­ლეთ­ში და ურეკ­ში და­ბალ ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­შიც კი, ერთი ღამე 150 ლა­რამ­დე ღირს და მას­ში კვე­ბა არ შე­დის.

500 ლა­რად ასე­ვე დას­ვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­რი­ა­ში, ბახ­მა­როს მთა­ზე. მანდ არის კო­ტე­ჯის ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ძვი­რად არ აქი­რა­ვე­ბენ. ასე­ვე პან­კის­შიც შე­იძ­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­ვე­ნე­ბა, ია­ფად თით­ქმის ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა", - უთხრა AMBEBI.GE-ს ნინო ჩიგ­ვი­ლა­ძემ.

ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა, რო­მან თო­ლორ­და­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში

სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში

ზაფხული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს, ცხოვრების დამღლელ რიტმს გაექცეს. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი - სად გავატაროთ შვებულების დღეები?

AMBEBI.GE დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა წელს, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა ერთი კვირით საქართველოს რომელიმე კორურტზე 500 ლარად დაისვენოს.

როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა აღნიშნა, ამ ფასად შესაძლებელია დასვენება, თუმცა, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროებია განთავსებული.

ამ მხრივ კი არჩევანი საკმაოდ დიდია, როგორც მთაში, ისე ზღვაზე. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 20-50 ლარამდე მერყეობს და ხშირად, საუზმესაც ითვალისწინებს.

"500 ლარად ერთი კვირით დასვენება ნამდვილად შესაძლებელია, როგორც სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, ოღონდ თუ სასტუმროს ზღვიდან ცოტა მოშორებულ ტერიტორიაზე მოძებნით. ასე რომ, დაახლოებით 500 ლარად ადამიანი დასვენებას ძალიან ბევრ ადგილას შეძლებს საქართველოში" - უთხრა AMBEBI.GE-ს თაბაგარმა. მისივე თქმით, წელს კურორტებზე ფასების ზრდა არ შეიმჩნევა და შარშანდელის ანალოგიურია.

"ჩვენი დაკვირვებით სასტუმროებში ფასები არ გაძვირებულა. უმეტეს ადგილებში იგივეა, რაც შარშან იყო. ახლა აჭარის სეზონის ბუმია, როგორც წესი, სეზონის დასაწყისში არის მაღალი ფასები და მერე რეგულირდება. თუმცა, 500 ლარად ბათუმში და კვარიათში დასვენება შეუძლებელია - იქ სასტუმროები ძვირია. მაგრამ გონიოს ზედა მხარეს შეიძლება რაღაც გამოიძებნოს.

ამ ფასში, მაგალითად, გუდაურში და ბაკურიანშიც ვერ მოახერხებთ დასვენებას, რადგან იქაც აქცენტი მაღალი დონის და შესაბამის ძვირიან სასტუმროებზე კეთდება. ასევეა კახეთი, იქაც დასვენება ძვირია რადგან საოჯახო ტიპის სასტუმროები არ არის. ხოლო 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება საკმაოდ ძვირია“, - გვითხრა თაბაგარმა. მისივე თქმით, ერთი კვირით ბათუმში დასვენებისთვის დაახლოებით 1000 ლარია საჭირო.

საქართველო მდიდარია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. არსებობს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ამას გარდა, ქვეყანაში 103 კურორტია. ამგვარად, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებელს დიდი არჩევანი აქვს. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფასების მხრივაც.

მათ, ვისაც აქტიური დასვენება სურთ, შეუძლიათ შიდა ტურებით ისარგებლონ. არაერთი ტურ-ოპერატორი მსურველს რამდენიმედღიან ტურებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისტორიული ადგილების მონახულება და გართობა. მაგალითად, სამდღიანი ტურები თუშეთსა და სვანეთში, საშუალოდ 150-250 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, გომის მთაზე 2-დღიანი დასვენება 60 ლარი დაგიჯდებათ.

პროექტ „აღმოაჩინე საქართველოს“ შიდა ტურების მენეჯერი ნინო ჩიკვილაძის თქმით, საქართველოში დასვენება ერთი კვირით ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა დამსვენებელი თუ საოჯახო ტიპის სასტუმროთი ისარგებლებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს, მაშინ თითქმის ყველა რეგიონში შეძლებს ერთი კვირით 500 ლარად დასვენებას, შატილისა და თუშეთის გარდა.

"საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, გუშინ ერთ მომხმარებელს დასვენება უნდოდა თუშეთში და როგორც დავითვალეთ 2-დღიანი დასვენება უჯდება 240 ლარამდე. ეს რომ დავთვალოთ ერთ კვირაზე, გამოვა ათას ლარზე მეტი. ასე რომ, ამით თუ ვიმსჯელებთ საქართველოში დასვენება იაფი არ ჯდება, თუმცა შესაძლებელია საოჯახო ტიპის სასტუმროს მოძებნა, მაგალითად ბორჯომში და რაჭაში, თუ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი საქალაქთაშორისო ტრასნპორტით გაემგზავრებიან.

ზოგადად საოჯახოს ტიპის სასტუმროების ფასი 20 ლარიდან იწყება და რა თქმა უნდა, მასში კვება არ შედის. კვების შეთხვევაში ცალკე დაემატება დაახლოებით ამდენივე თანხა. საქართველოს ზღვისპირეთში დასვენება იაფი ნამდვილად არ ჯდება. მაგალითად, ქობულეთში და ურეკში დაბალ ვარსკვლავიან სასტუმროშიც კი, ერთი ღამე 150 ლარამდე ღირს და მასში კვება არ შედის.

500 ლარად ასევე დასვენება შესაძლებელია გურიაში, ბახმაროს მთაზე. მანდ არის კოტეჯის ტიპის სასტუმროები და ადგილობრივები ძვირად არ აქირავებენ. ასევე პანკისშიც შეიძლება დასვენება. მოკლედ რომ ვთქვათ, საოჯახო ტიპის სასტუმროების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით დასვენება, იაფად თითქმის ყველგან შეიძლება", - უთხრა AMBEBI.GE-ს ნინო ჩიგვილაძემ.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა, რომან თოლორდავა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ