მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირი შეკრეს და მე გამწირეს. ერთადერთი, რაც მინდა, აქედან წასვლაა" - რას ჰყვება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტყვეობაში მყოფი დაღესტნელი ბიზნესმენი
"პირი შეკრეს და მე გამწირეს. ერთადერთი, რაც მინდა, აქედან წასვლაა" - რას ჰყვება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტყვეობაში მყოფი დაღესტნელი ბიზნესმენი

და­ღესნ­ტე­ლი ბიზნსმე­ნი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია Домстрой-ის დი­რექ­ტო­რი, ყურ­ბან ბუ­გა­ნო­ვი, რო­მელ­საც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვს, Эхо Кавказа-სთან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­ა­ცუ­რეს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის და­პი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ და ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­შია. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას "წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი, გა­და­აგ­დეს ვა­ლებ­ში და ახლა რეს­პუბ­ლი­კი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ".

"სამ­ხრეთ ოსეთ­ში მოხ­ვედ­რა ჩემი ოც­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­ხა­ჩყა­ლა­შიც მყოფ­ნი­და საქ­მე, თუმ­ცა, 2008 წლის ომის შემ­დეგ ქა­ლა­ქის მერ­მა, სხვა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მსგავ­სად მეც და­მი­ბა­რა - სამ­ხრეთ ოსე­თის და­სახ­მა­რებ­ლად უნდა წახ­ვი­დეო", - იხ­სე­ნებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ასე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, "სა­ჭი­როა დახ­მა­რე­ბა", ეს ნიშ­ნავს, რომ მი­დი­ხარ ფუ­ლის გა­სა­კე­თებ­ლად და მისი მად­ლი­ე­რი უნდა იყო; ასე­ვე, იქ მი­დი­ხარ ჩი­ნოვ­ნი­კის ავ­ტო­რი­ტე­ტით და ას­რუ­ლებ მის პი­რად და­ვა­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, ამას სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებ, რო­დე­საც ჯიდ­ლოდ, კარგ თა­ნამ­დე­ბი­ო­ბა­ზე დაგ­ნიშ­ნა­ვენ. აი, ამ პრინ­ცი­პით მუ­შა­ო­ბენ დღეს სამ­ხრეთ ოსეთ­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნე­ბი", - ამ­ბობს და­ღეს­ტნე­ლი.

ცხინ­ვალ­ში სა­მუ­შა­ოდ, მან ახა­ლი კომ­პა­ნია Домстрой 2009 წლის 14 იან­ვარს და­ა­ფუძნა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის აღ­დგე­ნა-მშე­ნებ­ლო­ბას შე­უდ­გა. 2011 წლის შემ­დეგ, მას გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­საც დას­თან­ხმდა. მას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა, დმე­ნი­სი-ბი­კა­რი და ცხინ­ვა­ლი-ზნა­უ­რი შეს­თა­ვა­ზეს. ბიზ­ნეს­მენს ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ე.წ. სა­გა­ზო მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის უფ­როს­თან, ედუ­არდ გუ­ზი­ტა­ევ­თან, რომ­ლის მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი­თაც კომ­პა­ნია ვა­ლებ­ში გა­და­ვარ­და, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მომ­წო­დე­ბელ ფირ­მებ­თან მას ვალი და­ე­დო. ახლა მას, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" ცალ­კე ემუქ­რე­ბა და მე­ვა­ლე­ე­ბი - ცალ­კე.

და­ღეს­ტნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ამ საქ­მე­ში მისი პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ედუ­არდ გუ­ზი­ტა­ე­ვი და Дорэкспострой-ს დი­რექ­ტო­რი მუ­რატ ლა­ლი­ე­ვი, რო­მე­ლიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ერ­თი უკა­ნო­ნო გა­და­რი­ცხვის ავ­ტო­რია. ერთი სი­ტყვით, ჯოხი ბუ­გა­ნოვ­ზე გა­და­ტყდა, მას რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვის გამო უჩივ­ლეს და, რა თქმა უნდა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი" მან ზე­წო­ლის ქვეშ წა­ა­გო.

ე.წ. უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ირი­ნა ლა­ლი­ე­ვამ, ბუ­გა­ნო­ვის მიერ წარ­დგე­ნილ მტკი­ვე­ბუ­ლე­ბებს არც კი გა­და­ხე­და და პირ­და­პირ უთხრა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მოგ­დე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ლე­ბის შემ­დეგ, "მას მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არ აქვს, რამე მო­ი­თხო­ვოს, მით უფრო სა­მარ­თა­ლი".

"რო­გორც გა­ვარ­კვიე, ირი­ნა ლა­ლი­ე­ვა, მუ­რატ ლა­ლი­ე­ვას ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლი იყო და, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი­ანს არ გა­წი­რავ­და. ჯერ კი­დევ წინა პრე­ზი­დენტ თი­ბი­ლოვ­საც მივ­მარ­თე, მერე ბი­ბი­ლოვ­საც ვთხო­ვე ჩემ­თვის მო­ეს­მი­ნა, მან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან, უზურ­მაგ ჯა­გა­ევ­თან გა­და­მა­მი­სა­მარ­თა, რო­მე­ლის ჩემი პრობ­ლე­მით არც კი და­ინ­ტე­რეს­და", - ჰყვე­ბა ის.

და­ღეს­ტნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ის ახლა ბო­ლომ­დე გა­კოტ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა არც არა­ფერს ითხოვს ად­გი­ლობ­რი­ვი "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან", გარ­და ერ­თი­სა - შე­ეშ­ვან და და­ღეს­ტან­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ. "და­ფა­რე ვა­ლე­ბი და მერე წა­დიო, მე­უბ­ნე­ბი­ან, რით დავ­ფა­რო ვა­ლე­ბი, რაც მქონ­და იმ ოსებ­მა გაფ­ლან­გეს, ვალი და­მა­დეს, გა­მა­კოტ­რეს და კი­დევ აქეთ მთხო­ვენ ფულს, - სა­ნამ არ მო­ი­ტან, ვერ­სად წახ­ვა­ლო. აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და ენა­თე­სა­ვე­ბა, პირი შეკ­რეს და მე გამ­წი­რეს. ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­და, აქე­დან წას­ვლაა. ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის მად­ლო­ბის მთქმე­ლი არა­ვინ არის და არც ვე­ლო­დე­ბი", - აცხა­დებს ის გა­მო­ცე­ას­თან სა­უბ­რი­სას.

ბოლო დროს, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ბევ­რი სა­უბ­რობს. საქ­მე ის არის, რომ ყურ­ბან ბუ­გა­ნო­ვი­ვით, ბევ­რი ჩა­ვი­და რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კი­დან ცხინ­ვალ­ში, ზოგი გამ­დიდ­რე­ბის იმე­დით, ზო­გიც, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­თხოვ­ნით, თუმ­ცა, "უკონ­ტრო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში ჯუნ­გლე­ბის კა­ნო­ნებს ვერ გა­უძ­ლო და იქა­უ­რო­ბა, თა­ვი­სი სა­წარ­მო­ე­ბით თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით, და­ტო­ვა და ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და".

თუმ­ცა, ბუ­გა­ნოვს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლე­ვენ და მის­გან იმ თან­ხებს ითხო­ვენ, რაც ოსმა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მი­ით­ვი­სეს. "არა­და მარ­თლა მჯე­რო­და, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი ამ ხალ­ხს და ჩემს საქ­მე­საც გა­ვა­კე­თებ­დი. აქ კი ყვე­ლა­ფე­რი წა­მარ­თვეს და ტყვე­ო­ბა­ში ვყა­ვარ", - ამ­ბობს და­ღეს­ტნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"პირი შეკრეს და მე გამწირეს. ერთადერთი, რაც მინდა, აქედან წასვლაა" - რას ჰყვება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტყვეობაში მყოფი დაღესტნელი ბიზნესმენი

"პირი შეკრეს და მე გამწირეს. ერთადერთი, რაც მინდა, აქედან წასვლაა" - რას ჰყვება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტყვეობაში მყოფი დაღესტნელი ბიზნესმენი

დაღესნტელი ბიზნსმენი, სამშენებლო კომპანია Домстрой-ის დირექტორი, ყურბან ბუგანოვი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გასვლის უფლება არ აქვს, Эхо Кавказа-სთან საუბარში ჰყვება, თუ როგორ გააცურეს ბიზნესის კეთების დაპირების სანაცვლოდ და ახლა, ფაქტობრივად, ე.წ. ხელისუფლების ტყვეობაშია. გამოცემის ინფორმაციით, მას "წაართვეს ბიზნესი, გადააგდეს ვალებში და ახლა რესპუბლიკიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ".

"სამხრეთ ოსეთში მოხვედრა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა. მახაჩყალაშიც მყოფნიდა საქმე, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ ქალაქის მერმა, სხვა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელების მსგავსად მეც დამიბარა - სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად უნდა წახვიდეო", - იხსენებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი თანამდებობების პირები გეუბნებიან, "საჭიროა დახმარება", ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ ფულის გასაკეთებლად და მისი მადლიერი უნდა იყო; ასევე, იქ მიდიხარ ჩინოვნიკის ავტორიტეტით და ასრულებ მის პირად დავალებას. რაც შეეხება ანაზღაურებას, ამას სახლში დაბრუნების შემდეგ მიიღებ, როდესაც ჯიდლოდ, კარგ თანამდებიობაზე დაგნიშნავენ. აი, ამ პრინციპით მუშაობენ დღეს სამხრეთ ოსეთში სამშენებლო კომპანები", - ამბობს დაღესტნელი.

ცხინვალში სამუშაოდ, მან ახალი კომპანია Домстрой 2009 წლის 14 იანვარს დააფუძნა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობას შეუდგა. 2011 წლის შემდეგ, მას გზების მშენებლობა შესთავაზეს, რასაც დასთანხმდა. მას ორი მიმართულება, დმენისი-ბიკარი და ცხინვალი-ზნაური შესთავაზეს. ბიზნესმენს ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. საგაზო მშენებლობის კომიტეტის უფროსთან, ედუარდ გუზიტაევთან, რომლის მაქინაციებითაც კომპანია ვალებში გადავარდა, სამშენებლო მასალების მომწოდებელ ფირმებთან მას ვალი დაედო. ახლა მას, დაუსრულებელი სამუშაოების გამო, "ხელმძღვანელობა" ცალკე ემუქრება და მევალეები - ცალკე.

დაღესტნელი ბიზნესმენის თქმით, ამ საქმეში მისი პარტნიორები იყვნენ ზემოთ ხსენებული ედუარდ გუზიტაევი და Дорэкспострой-ს დირექტორი მურატ ლალიევი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაერთი უკანონო გადარიცხვის ავტორია. ერთი სიტყვით, ჯოხი ბუგანოვზე გადატყდა, მას რამდენიმე დარღვევის გამო უჩივლეს და, რა თქმა უნდა, სუბიექტური "სასამართლო პროცესი" მან ზეწოლის ქვეშ წააგო.

ე.წ. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ირინა ლალიევამ, ბუგანოვის მიერ წარდგენილ მტკივებულებებს არც კი გადახედა და პირდაპირ უთხრა, რომ მის წინააღმდეგ წარმოგდენილი მტკიცებულელების შემდეგ, "მას მორალური უფლებაც კი არ აქვს, რამე მოითხოვოს, მით უფრო სამართალი".

"როგორც გავარკვიე, ირინა ლალიევა, მურატ ლალიევას ბიძაშვილის შვილი იყო და, რა თქმა უნდა, თავისიანს არ გაწირავდა. ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტ თიბილოვსაც მივმართე, მერე ბიბილოვსაც ვთხოვე ჩემთვის მოესმინა, მან გენერალურ პროკურორთან, უზურმაგ ჯაგაევთან გადამამისამართა, რომელის ჩემი პრობლემით არც კი დაინტერესდა", - ჰყვება ის.

დაღესტნელი ბიზნესმენის თქმით, ის ახლა ბოლომდე გაკოტრებულია, თუმცა არც არაფერს ითხოვს ადგილობრივი "ხელმძღვანელობისგან", გარდა ერთისა - შეეშვან და დაღესტანში დაბრუნების საშუალება მისცენ. "დაფარე ვალები და მერე წადიო, მეუბნებიან, რით დავფარო ვალები, რაც მქონდა იმ ოსებმა გაფლანგეს, ვალი დამადეს, გამაკოტრეს და კიდევ აქეთ მთხოვენ ფულს, - სანამ არ მოიტან, ვერსად წახვალო. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ენათესავება, პირი შეკრეს და მე გამწირეს. ერთადერთი, რაც მინდა, აქედან წასვლაა. ჩემი გაკეთებული საქმეებისთვის მადლობის მთქმელი არავინ არის და არც ველოდები", - აცხადებს ის გამოცეასთან საუბრისას.

ბოლო დროს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ბევრი საუბრობს. საქმე ის არის, რომ ყურბან ბუგანოვივით, ბევრი ჩავიდა რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ცხინვალში, ზოგი გამდიდრების იმედით, ზოგიც, ხელმძღვანელობის მოთხოვნით, თუმცა, "უკონტროლო ვითარებაში ჯუნგლების კანონებს ვერ გაუძლო და იქაურობა, თავისი საწარმოებით თუ ინვესტიციებით, დატოვა და ქვეყანაში დაბრუნდა".

თუმცა, ბუგანოვს სამშობლოში დაბრუნების უფლებასაც არ აძლევენ და მისგან იმ თანხებს ითხოვენ, რაც ოსმა მაღალჩინოსნებმა მიითვისეს. "არადა მართლა მჯეროდა, რომ დავეხმარებოდი ამ ხალხს და ჩემს საქმესაც გავაკეთებდი. აქ კი ყველაფერი წამართვეს და ტყვეობაში ვყავარ", - ამბობს დაღესტნელი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი