საავადმყოფოში, ჯერ-ჯერობით, მღვიმიდან ამოყვანილი სამი ბიჭია გადაყვანილი. CNN-ის ინფორმაციით, ტაილანდელმა სამართალდამცველმა განაცხადა, რომ ბიჭები სასწრაფო დახმარების მანქანებით კლინიკაში უკვე შეიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
მღვიმიდან საავადმყოფომდე მანქანით გადაადგილება 1 საათშია შესაძლებელი. ექიმები და ექთნები რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ბიჭების დასახვედრად.
ევაკუაცია გრძელდება, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მღვიმიდან სულ 6 ბიჭია გამოყვანილი.
12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.