ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭებიდან მაშველებმა თავდაპირველად გამოიყვანეს ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე სუსტად გრძნობენ თავს. BBC-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ ავსტრალიელმა ექიმმა მიიღო, რომელიც მყვინთავებთან ერთად მღვიმეში შევიდა.
გენერალ-ლეიტენანტის კონგჩიპ ტანტრავანიტის თქმით, სულ მალე კიდევ ოთხ ფეხბურთელს გამოიყვანენ.
CNN-ის ინფორმაციით, მღვიმე სამმა ბიჭმა უკვე დატოვა. გამოქვაბულის შესასვლელთან ახლოს მისვლის საშუალება ჟურნალისტებს აღარ აქვთ, თუმცა, მათი ინფორმაციით, ტერიტორიიდან ბიჭები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.
ნახეთ, ასევე : მაშველებმა მღვიმედან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს