სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს
მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს

ტა­ი­ლან­დში მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა მაშ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სულ მცი­რე 2 ბიჭი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს. CNN კი წერს, რომ მაშ­ვე­ლე­ბის ბა­ნა­კი პირ­ველ­მა სამ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და­ტო­ვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მღვი­მე­დან კი­დევ 4 ბიჭი გა­მო­ვა.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "ტვი­ტერ­ზე" აქ­ვეყ­ნე­ბენ ვერ­ტმფრე­ნე­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­მაც მღვი­მის შე­სას­ვლე­ლი და­ტო­ვეს და ქა­ლა­ქის­კენ მიფ­რი­ნა­ვენ- სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ­ტმფრე­ნე­ბით ბი­ჭე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი ელო­დე­ბი­ან.

ძლი­ე­რი წვი­მი­სა და მღვი­მის მთლი­ა­ნად დატ­ბორ­ვის გამო მაშ­ვე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცია დღეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­წყოთ. დღეს დი­ლით ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ევა­კუ­ა­ცია, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

ის­რა­ე­ლე­ლი მყვინ­თა­ვი რა­ფა­ელ არუ­ში, რო­მე­ლიც ტა­ი­ლან­დში ცხოვ­რობს და ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ამ­ჟა­მად მღვი­მეს­თან იმ­ყო­ფე­ბა, „სი­ე­ნენ­თან“ ამ­ბობს, რომ ამინ­დი ძა­ლი­ან სა­ში­შია. მისი თქმით, ნა­ლე­ქის გამო მღვი­მე­ში ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი შევა და არის რის­კი, რომ ოპე­რა­ცი­ას ხელი შე­უ­შა­ლოს.

„სიჩ­ქა­რე ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­საძ­ლოა, ევა­კუ­ა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის გეგ­მა­ში ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დღეს უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნონ მღვი­მე­დან, ვიდ­რე და­გეგ­მი­ლი იყო,“ - ამ­ბობს არუ­ში.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნაა ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის - მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, აშშ-დან, ჩი­ნე­თი­დან, ავ­სტრა­ლი­ი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, ლა­ო­სი­დან და მი­ან­მა­რი­დან.

სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მაშ­ვე­ლებს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შეს­თა­ვა­ზეს, მათ შო­რის არის ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ელონ მას­კი, რო­მელ­მაც ტა­ი­ლან­დში სა­კუ­თა­რი ინ­ჟინ­რე­ბიც გაგ­ზავ­ნა.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­დი­ას სთხო­ვეს, მღვი­მის შე­სას­ვლე­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და ტე­რი­ტო­რია მწვა­ნე ბრე­ზენ­ტით შე­მო­სა­ზღვრეს. ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟანგბა­დის ავზი, იქვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს

მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელების გამოყვანა მაშველებმა დაიწყეს. BBC-ს ინფორმაციით, გამოქვაბულიდან რამდენიმე წუთის წინ სულ მცირე 2 ბიჭი წარმატებით გამოიყვანეს. CNN კი წერს, რომ მაშველების ბანაკი პირველმა სამმა ფეხბურთელმა დატოვა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, რამდენიმე წუთში მღვიმედან კიდევ 4 ბიჭი გამოვა.

ამასთან, ჟურნალისტები "ტვიტერზე" აქვეყნებენ ვერტმფრენების ფოტოებს, რომლებმაც მღვიმის შესასვლელი დატოვეს და ქალაქისკენ მიფრინავენ- სავარაუდოდ, ვერტმფრენებით ბიჭები საავადმყოფოში გადაჰყავთ. ფეხბურთელებს საავადმყოფოში ოჯახის წევრები ელოდებიან.

ძლიერი წვიმისა და მღვიმის მთლიანად დატბორვის გამო მაშველებმა გადაწყვიტეს, ბიჭების გამოყვანის ოპერაცია დღეს დაუყოვნებლივ დაეწყოთ. დღეს დილით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევაკუაცია, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ისრაელელი მყვინთავი რაფაელ არუში, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს და ბიჭების დასახმარებლად ამჟამად მღვიმესთან იმყოფება, „სიენენთან“ ამბობს, რომ ამინდი ძალიან საშიშია. მისი თქმით, ნალექის გამო მღვიმეში ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შევა და არის რისკი, რომ ოპერაციას ხელი შეუშალოს.

„სიჩქარე ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ევაკუაციის ოპერაციის გეგმაში ძალიან დიდი ცვლილებები შევიდეს და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანონ მღვიმედან, ვიდრე დაგეგმილი იყო,“ - ამბობს არუში.

სამაშველო ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, მათ შორის - მონაწილეობას იღებენ ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ლაოსიდან და მიანმარიდან.

საჭირო აღჭურვილობა მაშველებს რამდენიმე ქვეყნის მსხვილმა კომპანიებმა შესთავაზეს, მათ შორის არის ამერიკელი ბიზნესმენი ელონ მასკი, რომელმაც ტაილანდში საკუთარი ინჟინრებიც გაგზავნა.

სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა მედიას სთხოვეს, მღვიმის შესასვლელი დაეტოვებინათ და ტერიტორია მწვანე ბრეზენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე მიიტანეს დიდი რაოდენობით ჟანგბადის ავზი, იქვე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე