მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში და­კარ­გულ ცოლ-ქმარს, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს, სო­ფელ წკე­რე­ში კა­რა­ვი ჰქონ­და გაშ­ლი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი ზუ­რაბ სეხ­ნი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს. სეხ­ნი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ამე­რი­კულ ოჯახს, რო­მე­ლიც ხა­დას ხე­ო­ბა­ში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად იყო წა­მო­სუ­ლი, სო­ფელ წკე­რე­ში გაშ­ლი­ლი ჰქონ­დათ კა­რა­ვი. შემ­დეგ, რო­დე­საც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­სა და ამ ოჯახს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნიო კავ­ში­რი შე­წყდა, 112-ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ზარი და და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, 6 ივ­ლისს იპო­ვეს ქა­ლის ცხე­და­რი, 7 ივ­ლისს მა­მა­კა­ცის - ცხე­და­რი. ახლა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სეხ­ნი­აშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას.

შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს და 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

„პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, არც ერთ გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ავრცელებს. სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილების მცირეწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

„ამერიკულ ოჯახს, რომელიც ხადას ხეობაში დასათვალიერებლად იყო წამოსული, სოფელ წკერეში გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდეგ, როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონიო კავშირი შეწყდა, 112-ში განახორციელეს ზარი და დაიწყო სამძებრო სამუშაოები. როგორც მაქვს ინფორმაცია, 6 ივლისს იპოვეს ქალის ცხედარი, 7 ივლისს მამაკაცის - ცხედარი. ახლა აქტიურად მიმდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა სეხნიაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ“, - აცხადებენ შსს-ში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი