მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ
რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბი და ჰიდ­რო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭუ­ბერ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სტი­ქი­ის გა­მომ­წვევ რამ­დე­ნი­მე მი­ზეზ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მე­რაბ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა­ში მდი­ნა­რე ნენ­სკას ადი­დე­ბა, გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის თან­ხვედ­რამ გა­მო­იწ­ვია.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ო­ბა­ში ერთი და იგი­ვე დროს, მე­წყრუ­ლი და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და, რა­საც წინ უძღო­და მყინ­ვა­რის და ნარ­ჩე­ნი თოვ­ლის დნო­ბა, რო­მელ­საც და­ემ­თხვა უხვი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქი.

„რამ­დე­ნი­მე გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს. ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი იყო ნენ­სკრას მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის მდი­ნა­რე ოკ­რი­ლას და­გუ­ბე­ბა. რამ­დე­ნი­მე უბან­ზე ჩა­ი­ხერ­გა მყა­რი მასა. შემ­დგომ ეტაპ­ზე კი ის გა­ირ­ღვა და წყლის ნა­კა­დი დაგ­რო­ვილ მა­სას­თან ერ­თად, კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ღვარ­ცო­ფულ ნა­კად­ში გა­და­ი­ზარ­და. კა­ლა­პოტ­მა ვერ გა­ა­ტა­რა ეს დიდი მასა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში გად­მო­ვი­და. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­ლო­გებ­მა გა­მო­ი­ან­გა­რი­შეს, რომ ეს იყო წყლის ხარ­ჯის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი, რაც ყო­ფი­ლა ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში. სტი­ქი­ას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. სტი­ქი­ას ხელი შე­უ­წყო ტყის მა­სი­ვე­ბის უსის­ტე­მო ჭრამ. რო­გორც ამ ხე­ო­ბა­ში და სხვა­გა­ნაც ამ პრო­ცესს უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა აქვს და ეს სტი­ქი­ის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის წყლის დო­ნემ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლო და ისე­თი მას­შტა­ბის სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, რო­გო­რიც 5 ივ­ნისს და­ფიქ­სირ­და. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბი ჭუ­ბერ­ში რჩე­ბი­ან.

რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ხეობაში ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

„რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას დაგუბება. რამდენიმე უბანზე ჩაიხერგა მყარი მასა. შემდგომ ეტაპზე კი ის გაირღვა და წყლის ნაკადი დაგროვილ მასასთან ერთად, კალაპოტიდან გადმოვიდა. ეს ყველაფერი ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა. კალაპოტმა ვერ გაატარა ეს დიდი მასა და დასახლებულ პუნქტში გადმოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა გამოიანგარიშეს, რომ ეს იყო წყლის ხარჯის ისტორიული მაქსიმუმი, რაც ყოფილა ნენსკრას ხეობაში. სტიქიასთან არანაირ კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს სტიქიის მაპროვოცირებელია“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და ისეთი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, როგორიც 5 ივნისს დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში რჩებიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ