მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს
"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს

მე­ტეხ­ში გუ­შინ დაკ­რძა­ლეს 31 წლის ნონა ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ველ ივ­ლისს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს და­ი­ღუ­პა. ბავ­შვი გა­დარ­ჩა - ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მშობ­ლე­ბი სი­მარ­თლის გა­სარ­კვე­ვად იწყე­ბენ ბრძო­ლას. "ამ­ჯე­რად, სხვი­სი შვი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად“ - უთხრა სო­ლო­მონ ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა, გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ qartli.ge-ს.

სო­ლო­მონ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი უბე­დურ შემ­თხვე­ვას დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს. მისი თქმით, როცა გვი­ან სა­ღა­მოს ფეხ­მძი­მე ნონა ტა­ტა­ნაშ­ვილს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და, ის კას­პის კლი­ნი­კა "მე­დალ­ფა­ში“ მი­იყ­ვა­ნეს. ორი დღით ად­რეც ჰყავ­დათ მიყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა მუც­ლის ტკი­ვილ­მა მა­შინ მალე გა­უ­ა­რა ორ­სულს.

"ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად მი­დი­ო­და. წინა დღე­საც, ერთი კვი­რით ად­რეც, მა­ნამ­დეც ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო თვი­თო­ნაც და ბავ­შვიც. ექოს­კო­პი­აც გა­და­ვუ­ღეთ. ანა­ლი­ზე­ბიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ჩან­და. ოპე­რა­ცი­ის დროს და­უშ­ვეს შეც­დო­მა“ - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­და.

ოჯახს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ პა­ცი­ენტს სა­კე­ის­რო კვე­თა და­ჭირ­და, თუმ­ცა ამ ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ მშობ­ლე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეზო­ში შეკ­რე­ბილ ახ­ლობ­ლებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოპე­რა­ცია:

"ეს იყო თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ბუ­ნებ­რივ მშო­ბი­ა­რო­ბას და მაგ დროს და­უშ­ვეს ექი­მებ­მა შეც­დო­მა. სას­წრა­ფოდ, გა­მო­ი­ძა­ხეს გამ­გე. კი­ბე­ებ­ზე ავარ­და და გზა­ში გა­უ­კე­თეს თათ­მა­ნე­ბი. სა­კე­ის­რო კვე­თა დად­გმუ­ლი სცე­ნა­რი იყო. არც იყო და­გეგ­მი­ლი ამ ფორ­მით ოპე­რა­ცია.

მთე­ლი 5 სა­ა­თი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით. სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბით გა­ივ­სო; თით­ქოს კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრი გა­მო­ი­ძა­ხეს, მერე თბი­ლის­ში უნ­დო­დათ გა­და­ეყ­ვა­ნათ. მერე თბი­ლი­სი­დან სის­ხლი ჩა­მოგ­ვა­ტა­ნი­ნეს, ამ დროს კი, ჩემი შვი­ლი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო“ - იხ­სე­ნებს სო­ლო­მონ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად qartli.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს

"თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს და ამ დროს ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო" - კასპში დაღუპული მშობიარეს ოჯახი ექიმების შეცდომაზე საუბრობს

მეტეხში გუშინ დაკრძალეს 31 წლის ნონა ტატანაშვილი, რომელიც პირველ ივლისს მშობიარობის დროს დაიღუპა. ბავშვი გადარჩა - ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალის მშობლები სიმართლის გასარკვევად იწყებენ ბრძოლას. "ამჯერად, სხვისი შვილების გადასარჩენად“ - უთხრა სოლომონ ტატანაშვილმა, გარდაცვლილის მამამ qartli.ge-ს.

სოლომონ ტატანაშვილი უბედურ შემთხვევას დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, როცა გვიან საღამოს ფეხმძიმე ნონა ტატანაშვილს მუცელი ასტკივდა, ის კასპის კლინიკა "მედალფაში“ მიიყვანეს. ორი დღით ადრეც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მუცლის ტკივილმა მაშინ მალე გაუარა ორსულს.

"ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. წინა დღესაც, ერთი კვირით ადრეც, მანამდეც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო თვითონაც და ბავშვიც. ექოსკოპიაც გადავუღეთ. ანალიზებიც ჩატარებული ჰქონდა. არანაირი საშიშროება ჩანდა. ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა“ - ამბობს გარდაცვლილის მამიდა.

ოჯახს ექიმებმა უთხრეს, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა დაჭირდა, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მშობლები. საავადმყოფოში პოლიციის გამოძახების შემდეგაც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ეზოში შეკრებილ ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა ოპერაცია:

"ეს იყო თეატრალური დადგმა. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ბუნებრივ მშობიარობას და მაგ დროს დაუშვეს ექიმებმა შეცდომა. სასწრაფოდ, გამოიძახეს გამგე. კიბეებზე ავარდა და გზაში გაუკეთეს თათმანები. საკეისრო კვეთა დადგმული სცენარი იყო. არც იყო დაგეგმილი ამ ფორმით ოპერაცია.

მთელი 5 საათი ამ სიტუაციაში ვიყავით. საავადმყოფოს ეზო პოლიციელებით გაივსო; თითქოს კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს, მერე თბილისში უნდოდათ გადაეყვანათ. მერე თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს, ამ დროს კი, ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო“ - იხსენებს სოლომონ ტატანაშვილი წაიკითხეთ ვრცლად qartli.ge-ზე

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო