პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ოთხ წელიწადში საჯარო უწყებებმა პიარსა და რეკლამაში 99 მილიონი ლარი დახარჯეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
ბოლო ოთხ წელიწადში საჯარო უწყებებმა პიარსა და რეკლამაში 99 მილიონი ლარი დახარჯეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 2013 წლი­დან 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ჯა­რო უწყე­ბებ­მა პიარ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და რეკ­ლა­მა­ში 98 მი­ლი­ონ 480 ათას ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ჯამ­ში, პიარ სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სებ­ში, რეკ­ლა­მა­სა და სხვა­დას­ხვა პიარ აქ­ტი­ვო­ბებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან, 2013 წლი­დან 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, 159 მი­ლი­ონ 730 ათას ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პიარ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და სა­რეკ­ლა­მო ხარ­ჯის მხრივ დიდი წილი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე ("ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია", "ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო" და "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში") მო­დის; ხოლო ყვე­ლა­ზე მზარ­დი 2016 წე­ლია, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და.

“ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2013-2017 წლებ­ში მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან/მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 12 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა, რაც ამ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 122 სა­ჯა­რო უწყე­ბის მიერ პიარ სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის, (61,250,000 ლა­რის), და­ახ­ლო­ე­ბით, მე­ხუ­თე­დია.

2012 წლი­დან 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის მიერ პიარ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და რეკ­ლა­მა­ში გა­დახ­დილ­მა თან­ხამ 110 მი­ლი­ონ 650 ათას ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა, სა­ი­და­ნაც 98 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი 2013-2017 წლებ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­ხარ­ჯა.

ჩვენ მიერ შეს­წავ­ლი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის პი­ა­რი­სა და სა­რეკ­ლა­მო და­ნა­ხარ­ჯე­ბი მკვეთ­რად მზარ­დია“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი­დან გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რდნო­ბა.

ამას­თან, რეკ­ლა­მა­სა და პიარ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ, ისე­ვე რო­გორც პრეს­სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბის ოდე­ნო­ბამ, სა­არ­ჩევ­ნო 2016 წელს ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია და 28 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2013-2017 წლებ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ­და­ნა­ხარ­ჯი­ან უწყე­ბებს შემ­დე­გი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ: “ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია”, “ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო” და “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში”.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ კვლე­ვა­ში ცალ­კე პუნ­ქტად მოხ­ვდა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 2013-2017 წლებ­ში (2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი მო­წო­დე­ბუ­ლია ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით) 12 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა, რაც ამ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 122 სა­ჯა­რო უწყე­ბის მიერ პიარ სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის, 61 მი­ლი­ონ 250 ათა­სი ლა­რის, და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს შე­ად­გენს. მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­ცავს 2013 წლი­დან 2017 წლის ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდს.

“გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ირ­კვე­ვა, რომ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 2010-2017 წლებ­ში რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა და­უკ­ვე­თა ისეთ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა “ასა­ვალ და­სა­ვა­ლი” და “ალია”, რომ­ლე­ბიც სი­ძულ­ვი­ლის ენით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ღიად ავ­რცე­ლე­ბენ ქსე­ნო­ფო­ბი­ურ თუ ჰო­მო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებს და ან­ტი­და­სავ­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ არ­ჩე­უ­ლი წევ­რის, გი­ორ­გი (გია) ია­კო­ბაშ­ვი­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტა­ლი For.ge ასე­ვე მოხ­ვდა იმ მე­დი­ე­ბის სი­ა­ში, ვინც რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის დაკ­ვე­თა მი­ი­ღო. გია ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მიერ გა­მო­თხოვ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ მოგ­ვა­წო­და დე­ტა­ლე­ბი, რო­მელ წლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და კონ­კრე­ტულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბის ჰქონ­და მათ­თან და­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად უც­ნო­ბი დარ­ჩა, მათ შო­რის, რა თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა მთავ­რო­ბამ “ასა­ვალ-და­სა­ვალს”, “ალი­ა­სა” და For.ge-ს“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ბოლო ოთხ წელიწადში საჯარო უწყებებმა პიარსა და რეკლამაში 99 მილიონი ლარი დახარჯეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

ბოლო ოთხ წელიწადში საჯარო უწყებებმა პიარსა და რეკლამაში 99 მილიონი ლარი დახარჯეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.

მათივე ცნობით, ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ("ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", "ღვინის ეროვნული სააგენტო" და "აწარმოე საქართველოში") მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

“ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარ მომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო დანახარჯები მკვეთრად მზარდია“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში, რომელიც საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.

ამასთან, რეკლამასა და პიარ ღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში ცალკე პუნქტად მოხვდა მთავრობის ადმინისტრაცია, ორგანიზაციის ცნობით, 2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მონაცემები მოიცავს 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის პერიოდს.

“გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით.

მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები