მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს
"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს

ტა­ი­ლან­დში, მღვი­მე­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბი­ჭუ­ნე­ბის­გან მშობ­ლებ­მა წე­რი­ლე­ბი მი­ი­ღეს. რო­გორც euronews-ი წერს, მშობ­ლე­ბი­სად­მი მი­წე­რილ წე­რი­ლებ­ში 12-16 წლის ბი­ჭე­ბი მათ გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. წე­რი­ლე­ბი პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია იყო ოჯა­ხის წევ­რებ­თან 23 ივ­ნი­სის შემ­დეგ - იმ დღი­დან, რაც ბავ­შვე­ბი გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩნენ. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რი­ლე­ბი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხებს უცხო­ელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა გა­მო­უ­ტა­ნეს მღვი­მი­დან.

"არ ინერ­ვი­უ­ლო, გაძ­ლი­ერ­დი" - წერს ერთი ბიჭი წე­რილ­ში და დას­ძენს, რომ როცა სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა "ძა­ლი­ან ბევ­რს შე­ჭამს".

"მას­წავ­ლებ­ლე­ბო, არ მოგ­ვცეთ ბევ­რი სა­მე­ცა­დი­ნო!" - წე­რია კი­დევ ერთი ბი­ჭუ­ნას წე­რილ­ში.

ფეხ­ბურ­თე­ლი ბავ­შვე­ბის 25 წლის მწვრთნე­ლი ეკა­პოლ ჩან­ტა­ვონ­გი კი მშობ­ლებს უბო­დი­შებს მისი საქ­ცი­ე­ლის გამო და წერს:

"მშობ­ლე­ბო, თქვე­ნი ბი­ჭე­ბი ახლა კარ­გად არი­ან, სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი მათ ძა­ლი­ან კარ­გად ეპყრო­ბი­ან. გპირ­დე­ბით, რომ მათ­ზე მე ვიზ­რუ­ნებ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩვენს გა­და­სარ­ჩე­ნად მო­ვი­და" - წერს მწვრთნე­ლი.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მწვრთნელ­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ა­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექსში 23 ივ­ნისს შე­ვიდ­ნენ. წყალ­დი­დო­ბის გამო გა­მო­სას­ვლე­ლი და­ი­კე­ტა და ბი­ჭე­ბის პოვ­ნა 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა. სა­ბო­ლო­ოდ, მათ ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა მი­აგ­ნო. რთუ­ლი გა­მო­სას­ვლე­ლის გამო ბავ­შვე­ბის ევა­კუ­ა­ცია ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს

"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს

ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელი ბიჭუნებისგან მშობლებმა წერილები მიიღეს. როგორც euronews-ი წერს, მშობლებისადმი მიწერილ წერილებში 12-16 წლის ბიჭები მათ გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. წერილები პირველი კომუნიკაცია იყო ოჯახის წევრებთან 23 ივნისის შემდეგ - იმ დღიდან, რაც ბავშვები გამოქვაბულში ჩარჩნენ. გამოცემის ინფორმაციით, წერილები ბიჭების ოჯახებს უცხოელმა მყვინთავებმა გამოუტანეს მღვიმიდან.

"არ ინერვიულო, გაძლიერდი" - წერს ერთი ბიჭი წერილში და დასძენს, რომ როცა სახლში დაბრუნდება "ძალიან ბევრს შეჭამს".

"მასწავლებლებო, არ მოგვცეთ ბევრი სამეცადინო!" - წერია კიდევ ერთი ბიჭუნას წერილში.

ფეხბურთელი ბავშვების 25 წლის მწვრთნელი ეკაპოლ ჩანტავონგი კი მშობლებს უბოდიშებს მისი საქციელის გამო და წერს:

"მშობლებო, თქვენი ბიჭები ახლა კარგად არიან, სამაშველო ჯგუფები მათ ძალიან კარგად ეპყრობიან. გპირდებით, რომ მათზე მე ვიზრუნებ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გადასარჩენად მოვიდა" - წერს მწვრთნელი.

ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად ექსკურსიაზე გამოქვაბულების კომპლექსში 23 ივნისს შევიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიკეტა და ბიჭების პოვნა 9 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, მათ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო. რთული გამოსასვლელის გამო ბავშვების ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე