პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა
"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა

გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რო­მელ­საც 12 ტა­ი­ლან­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბავ­შვი და მათი მწვრთნე­ლი აფა­რებს თავს, ჟანგბა­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავ­და, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე წყლის დონე არ და­ი­წევ­და, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და საკ­ვე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ბი­ჭე­ბის­თვის, რად­გან ევა­კუ­ა­ცია დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ახლა კვლავ წვი­მას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რაც წყლის დო­ნის მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს და შე­საძ­ლოა, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სა­დაც ბი­ჭე­ბი არი­ან, წყლით და­ი­ფა­როს.

ცოტა ხნის წინ კი ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის პრობ­ლე­მაც დად­გა. უჰა­ე­რო­ბას ერთი მაშ­ვე­ლი ემსხვერ­პლა.

სამ­ხედ­რო მყვინ­თა­ვე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აფა­კორნ იო­კონგკა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჟანგბა­დის დონე 15%-მდე და­ე­ცა. ექი­მე­ბი ში­შო­ბენ, რომ ჟანგბა­დის ასეთ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, შე­საძ­ლოა, ჰი­პოქ­სი­აც გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნას კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს.

„მეტს ვე­ღარ და­ვე­ლო­დე­ბით, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მეა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დით, რომ ბი­ჭებს გა­მოქ­ვა­ბულ­ში დავ­ტო­ვებ­დით დიდი ხნით, თუმ­ცა გა­რე­მო­ე­ბა შე­იც­ვა­ლა. დრო ძა­ლი­ან ცოტა გვაქვს,“ - გა­ნა­ცხა­და იო­კონგკა­ევ­მა.

მეტი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს არ უსა­უბ­რი­ათ.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი ექ­სკურ­სი­ა­ზე 23 ივ­ნისს წა­ვიდ­ნენ. წყალ­დი­დო­ბის გამო გა­მო­სას­ვლე­ლი და­იტ­ბო­რა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ ისი­ნი ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს, თუმ­ცა იმის გამო, რომ გვი­რა­ბე­ბი მთლი­ა­ნად წყლი­თა და ტა­ლა­ხით არის სავ­სე, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

გუ­შინ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მათ­თვის საკ­ვე­ბი­სა და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის შე­სა­ტა­ნად გა­მოქ­ვა­ბულ­ში მაშ­ვე­ლე­ბის გუნ­დი შე­ვი­და. ერთ-ერთი მყვინ­თა­ვი გა­რეთ გა­მოს­ვლამ­დე უჰა­ე­რო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა

"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა

გამოქვაბულში, რომელსაც 12 ტაილანდელი ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი აფარებს თავს, ჟანგბადის მაჩვენებელი იკლებს.

CNN-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევდა, საჭირო ნივთები და საკვები მიეწოდებინათ ბიჭებისთვის, რადგან ევაკუაცია დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ახლა კვლავ წვიმას პროგნოზირებენ, რაც წყლის დონის მატებას გამოიწვევს და შესაძლოა, გამოქვაბული, სადაც ბიჭები არიან, წყლით დაიფაროს.

ცოტა ხნის წინ კი ჟანგბადის უკმარისობის პრობლემაც დადგა. უჰაერობას ერთი მაშველი ემსხვერპლა.

სამხედრო მყვინთავების ჯგუფის ხელმძღვანელის, აფაკორნ იოკონგკაევის განცხადებით, გამოქვაბულში ჟანგბადის დონე 15%-მდე დაეცა. ექიმები შიშობენ, რომ ჟანგბადის ასეთმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, ჰიპოქსიაც გამოიწვიოს, რაც ბიჭების გამოყვანას კიდევ უფრო გაართულებს.

„მეტს ვეღარ დაველოდებით, სიტუაცია ძალიან მძიმეა. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ბიჭებს გამოქვაბულში დავტოვებდით დიდი ხნით, თუმცა გარემოება შეიცვალა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს,“ - განაცხადა იოკონგკაევმა.

მეტი დეტალების შესახებ ოფიციალურ პირებს არ უსაუბრიათ.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე