პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თურ­ქეთ­შიც C ჰე­პა­ტი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მიზ­ნით იგი­ვე ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე, რო­გორც სხვა დარ­გებ­ში, ჯან­დაც­ვის სფე­რო­შიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. გა­სულ კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ბა­ტო­ნი ეიუფ გუ­მუ­ში. ვი­ზი­ტის დროს, იგი შეხ­ვდა თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ჯან­დაც­ვის დარ­გში, ქალ­ბა­ტონ მაია ლაგ­ვი­ლა­ვას. შეხ­ვედ­რა­ზე, მათ გა­ნი­ხი­ლეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი.

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა. თურ­ქეთ­შიც C ჰე­პა­ტი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იგი­ვე ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თურ­ქე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის, თურ­ქეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე და­ვეყ­რდნოთ მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბი­სა და პი­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და უგულ­ვე­ბელ­ვყოთ არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

4 ივ­ლისს გავ­რცელ­და ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც თურ­ქეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ლი­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სიმ­სივ­ნე უვი­თარ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება რაც საქართველოში.

"თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

4 ივლისს გავრცელდა ინტერვიუ, სადაც თურქეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი მალინა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარები არიან, მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ