პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა
ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა

ელონ მას­კი ტა­ი­ლან­დში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი 12 ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და მათი მწვრთნე­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მოც­დილ ინ­ჟინ­რებს გზავ­ნის, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

მას­კი იმე­დოვ­ნებს, რომ მისი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­უ­ერ­თე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექსში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Boring Company-ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და Tesla-სა და SpaceX-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი „ტვი­ტერ­ზე“ წერს, რომ უმ­ჯო­ბე­სია, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ად­გილ­ზე ნა­ხონ შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მას­კის Boring Company მი­წის­ქვე­შა ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს და კომ­პა­ნი­ის ინ­ჟინ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ბი­ჭე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს.

ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბა­მაც. „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მას­კის ინ­ჟინ­რე­ბი ტა­ი­ლან­დში 7 ივ­ლისს იქ­ნე­ბი­ან.

თა­ვად მასკმა კი „ტვი­ტერ­ზე“ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, და­ა­მუ­შა­ონ გა­სა­ბე­რი მი­ლის შეყ­ვა­ნის იდეა გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და მწვრთნე­ლის გა­რეთ გა­მოყ­ვა­ნას შეძ­ლე­ბენ.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი ექ­სკურ­სი­ა­ზე 23 ივ­ნისს წა­ვიდ­ნენ. წყალ­დი­დო­ბის გამო გა­მო­სას­ვლე­ლი და­იტ­ბო­რა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ ისი­ნი ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს, თუმ­ცა იმის გამო, რომ გვი­რა­ბე­ბი მთლი­ა­ნად წყლი­თა და ტა­ლა­ხით არის სავ­სე, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

გუ­შინ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მათ­თვის საკ­ვე­ბი­სა და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის შე­სა­ტა­ნად გა­მოქ­ვა­ბულ­ში მაშ­ვე­ლე­ბის გუნ­დი შე­ვი­და. ერთ-ერთი მყვინ­თა­ვი გა­რეთ გა­მოს­ვლამ­დე უჰა­ე­რო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა

ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა

ელონ მასკი ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელის დასახმარებლად გამოცდილ ინჟინრებს გზავნის, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მასკი იმედოვნებს, რომ მისი სპეციალისტები შეუერთებიან საერთაშორისო სამაშველო ოპერაციას, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსში მიმდინარეობს.

Boring Company-ის დამაარსებელი და Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ წერს, რომ უმჯობესია, სპეციალისტებმა ადგილზე ნახონ შექმნილი მდგომარეობა.

მასკის Boring Company მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემის შექმნაზე მუშაობს და კომპანიის ინჟინრების გამოცდილება და აღჭურვილობა, შესაძლოა, ბიჭების ევაკუაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ინფორმაცია დაადასტურა ტაილანდის მთავრობამაც. „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ მასკის ინჟინრები ტაილანდში 7 ივლისს იქნებიან.

თავად მასკმა კი „ტვიტერზე“ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაამუშაონ გასაბერი მილის შეყვანის იდეა გამოქვაბულში, რომლის საშუალებითაც ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გარეთ გამოყვანას შეძლებენ.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე