მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს
შსს - მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლებს და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე ყვე­ლა პირს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას შსს-ში გა­ა­კე­თეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და დაჭ­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს.

„2018 წლის 6 ივ­ლისს, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ 1989 წელს და­ბა­დე­ბულ მინ­დია გო­გო­ჭურს, ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ბარ­ძა­ყის, მუხ­ლი­სა და ქუს­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნეს ჭრი­ლო­ბე­ბი. გო­გო­ჭურს თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მინ­დია გო­გო­ჭუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და დაჭ­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი გა­ამ­კაც­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შსს - მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

შსს - მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შემთხვევის თვითმხილველებს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე ყველა პირს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ გამოძიებასთან. შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შსს-ში გააკეთეს.

მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს.

„2018 წლის 6 ივლისს, ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისთვის სასჯელი გაამკაცრა, რომლის მიხედვითაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს