პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა
მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა

გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სი თამ ლუ­ანგ ნანგ ნონი ტა­ი­ლან­დში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა და მშობ­ლე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ შვი­ლებს, შიგ­ნით არ შე­ვიდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მუ­სო­ნურ პე­რი­ოდ­ში. საფრ­თხის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ გუნ­დის მწვრთნელ­მაც და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მაც, რომ­ლე­ბიც 23 ივ­ნისს გა­მოქ­ვა­ბულ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ.

CNN გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის მე­გობ­რებს ესა­უბ­რა. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კარ­გვა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ყო­ველ დი­ლას სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც ფეხ­ბურ­თე­ლი ბი­ჭე­ბი სწავ­ლო­ბენ, ეზო­ში იკ­რი­ბე­ბი­ან და მე­გობ­რე­ბის­თვის ერ­თად ლო­ცუ­ლო­ბენ. რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ მყვინ­თა­ვებ­მა გუნდს გა­მოქ­ვა­ბულ­ში მი­აგ­ნეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ღმერ­თმა მათი ლოც­ვა შე­ის­მი­ნა.

14 წლის კი­ტი­ჩო­კე კონ­კა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ერთ-ერთი, ნუ­ტა­ვუტ ტა­კუმ­სონ­გი მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

„ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი ბნე­ლია და ძა­ლი­ან სა­ში­ში, ვე­რა­სო­დეს გავ­ბე­დავ­დი იქ შეს­ვლას,“ - ამ­ბობს ბიჭი.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ 2 კვი­რა გა­ვი­და, გა­რე­სამ­ყა­როს­გან მათ დატ­ბო­რი­ლი მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბის ლა­ბი­რინ­თი ჰყოფს, რომ­ლის გავ­ლა ახლა ბი­ჭებს მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც არ შე­უძ­ლი­ათ.

მათი მე­გობ­რე­ბი პუ­ვა­დე­ტი და კი­ტი­ჩო­კე იმა­ვე გუნდში თა­მა­შო­ბენ და შე­საძ­ლოა, ახლა გა­მოქ­ვა­ბულ­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ მათ­თან ერ­თად - 23 ივ­ნისს მათ ვარ­ჯიშ­ზე დას­წრე­ბა ვერ შეძ­ლეს და შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ჭებ­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ა­ზეც არ წა­სუ­ლან.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვი­საც კი რთუ­ლია იმ გზის გავ­ლა, რომ­ლი­თაც ბი­ჭე­ბის ევა­კუ­ა­ცია უნდა მოხ­დეს, თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მოს­ვლას აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლე­ბენ.

„რა თქმა უნდა, გა­მოვ­ლენ. მათ შე­უძ­ლი­ათ ცურ­ვა. ისი­ნი კარ­გად იქ­ნე­ბი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და CNN-თან პუ­ვა­დეტ­მა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა სხვა ბავ­შვის მსგავ­სად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი მე­გობ­რე­ბი გა­დარ­ჩე­ბი­ან, „რად­გან ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან“.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი ექ­სკურ­სი­ა­ზე 23 ივ­ნისს წა­ვიდ­ნენ. წყალ­დი­დო­ბის გამო გა­მო­სას­ვლე­ლი და­იტ­ბო­რა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ ისი­ნი ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს, თუმ­ცა იმის გამო, რომ გვი­რა­ბე­ბი მთლი­ა­ნად წყლი­თა და ტა­ლა­ხით არის სავ­სე, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

გუ­შინ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მათ­თვის საკ­ვე­ბი­სა და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის შე­სა­ტა­ნად გა­მოქ­ვა­ბულ­ში მაშ­ვე­ლე­ბის გუნ­დი შე­ვი­და. ერთ-ერთი მყვინ­თა­ვი გა­რეთ გა­მოს­ვლამ­დე უჰა­ე­რო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

00:00 / 00:00

მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა

მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა

გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგ ნანგ ნონი ტაილანდში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევა და მშობლები აფრთხილებენ შვილებს, შიგნით არ შევიდნენ, განსაკუთრებით - მუსონურ პერიოდში. საფრთხის შესახებ იცოდნენ გუნდის მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც, რომლებიც 23 ივნისს გამოქვაბულში ექსკურსიაზე წავიდნენ.

CNN გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების მეგობრებს ესაუბრა. ფეხბურთელების დაკარგვა თანაკლასელებისთვის სტრესული აღმოჩნდა. ყოველ დილას სკოლის მოსწავლეები, სადაც ფეხბურთელი ბიჭები სწავლობენ, ეზოში იკრიბებიან და მეგობრებისთვის ერთად ლოცულობენ. როდესაც შეიტყვეს, რომ მყვინთავებმა გუნდს გამოქვაბულში მიაგნეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ღმერთმა მათი ლოცვა შეისმინა.

14 წლის კიტიჩოკე კონკაევი ამბობს, რომ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი, ნუტავუტ ტაკუმსონგი მისი უახლოესი მეგობარია.

„ძალიან ვნერვიულობ. გამოქვაბულები ბნელია და ძალიან საშიში, ვერასოდეს გავბედავდი იქ შესვლას,“ - ამბობს ბიჭი.

ფეხბურთელების გაუჩინარების შემდეგ 2 კვირა გავიდა, გარესამყაროსგან მათ დატბორილი მიწისქვეშა გვირაბების ლაბირინთი ჰყოფს, რომლის გავლა ახლა ბიჭებს მაშველების დახმარებითაც არ შეუძლიათ.

მათი მეგობრები პუვადეტი და კიტიჩოკე იმავე გუნდში თამაშობენ და შესაძლოა, ახლა გამოქვაბულში ყოფილიყვნენ მათთან ერთად - 23 ივნისს მათ ვარჯიშზე დასწრება ვერ შეძლეს და შესაბამისად, ბიჭებთან ერთად ექსკურსიაზეც არ წასულან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე გამოცდილი მყვინთავებისთვისაც კი რთულია იმ გზის გავლა, რომლითაც ბიჭების ევაკუაცია უნდა მოხდეს, თუმცა მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელები გამოსვლას აუცილებლად შეძლებენ.

„რა თქმა უნდა, გამოვლენ. მათ შეუძლიათ ცურვა. ისინი კარგად იქნებიან,“ - განაცხადა CNN-თან პუვადეტმა, რომელიც ქალაქში მცხოვრები ყველა სხვა ბავშვის მსგავსად დარწმუნებულია, რომ მისი მეგობრები გადარჩებიან, „რადგან ისინი საუკეთესოები არიან“.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე