სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში
პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა­ში საკ­ვე­ბის, წყლი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა.

ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს გა­ეც­ნო.

“სა­გან­გე­ბო შტა­ბი მუ­შა­ობს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, ნა­ლე­ქის უხ­ვად მოს­ვლამ გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რის ადი­დე­ბა. 6 ხიდი არის წა­ღე­ბუ­ლი, ტექ­ნი­კა არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ახლა ვე­ლო­დე­ბით, რომ წლის დო­ნემ და­ი­წი­ოს, რათა და­ვი­წყოთ გზის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია ხე­ო­ბა­ში უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია საკ­ვე­ბის, სას­მე­ლი წლის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თან ერ­თად, ჩვენ უკვე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­წყვე­ტი­ლი იყო გა­რე­სამ­ყა­როს. ამ თვალ­საზ­რი­სით რის­კე­ბი აღარ არის, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ 24 სა­ა­თი­ან მო­ნი­ტო­რინგს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ჭუ­ბერ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ხელი ტყის უსის­ტე­მო ჭრა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო.

„პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, რა თქმა უნდა, სტი­ქია ჭარბმა ნა­ლექ­მა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ აქვე ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ტყის უსის­ტე­მო ჭრამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი და ვინც ამით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ამ ხალ­ხსაც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ხე­დავთ.

ტყის უსის­ტე­მო ჩეხ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ესაა ჩემი პა­სუ­ხი. მაგ­რამ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან და ამის ყვე­ლა ნი­შა­ნი არ­სე­ბობს, გა­მო­იწ­ვია უხვი ნა­ლექ­სის მოს­ვლამ. ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არ არის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი პა­სუ­ხი უნდა იყოს, რომ გვქონ­დეს გა­მარ­თუ­ლი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის და ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს ორი და უნდა გა­კეთ­დეს ყველ­გან“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მეს­ტი­ა­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დოს, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა: „დას­კვნა რო­დე­საც და­ი­დე­ბა, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა მომ­ხდა­რი, ამის­და მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“.

ბახ­ტა­ძის თქმით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის მას­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი იწყე­ბა.

“ამ შემ­თხვე­ვამ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან გვქონ­დეს სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ორ ად­გი­ლას გვაქვს, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი ვი­წყებთ მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რომ ყველ­გან გვქონ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ პრე­ვენ­ცი­ა­ზე უფრო ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ოს მთავ­რო­ბამ. მაგ­რამ აქვე ისიც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით ჭარბმა ნა­ლექ­მა გა­მო­იწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ აქვე ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ტყის უსის­ტე­მო ჭრამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ამ ყვე­ლა­ფერს ხელი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

პრე­მი­ე­რის თქმით, ვერ­ტმფრე­ნი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას და წყლის დო­ნის მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

“წყლის დონე არ არის და­წე­უ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გან­გე­ბო შტაბ­ში მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ის სახ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ემუქ­რე­ბა საფრ­თხე, ბუ­ნებ­რი­ვია, არის დაც­ლი­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბას ვეხ­მა­რე­ბით, რომ თა­ვი­ან­თი ნივ­თე­ბი გა­მო­ი­ტა­ნონ სახ­ლე­ბი­დან, მაგ­რამ გზის კა­პი­ტა­ლურ შე­კე­თე­ბას იქამ­დე ვერ და­ვი­წყებთ, ვიდ­რე წყლის დონე არ და­ი­წევს. ახლა ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ მდი­ნა­რემ არ მო­ახ­დი­ნოს გზის კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­რე­ცხვა. ევა­კუ­ა­ცია ჩვენ უკვე გა­ვა­კე­თეთ იმ ად­გი­ლებ­ში, ვი­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ტუ­რისტს გა­მო­ვიყ­ვანთ კი­დევ უახ­ლო­ე­სი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა ადა­მი­ა­ნებს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. ვერ­ტმფრე­ნი მო­რი­გე­ობს, ვა­კონ­ტრო­ლებთ ყვე­ლა­ფერს 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, რომ წყლის დო­ნის მო­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი, ამ ეტაპ­ზე ეს რის­კე­ბი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სო­ფელ ჭუ­ბერ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ცი­ოდ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­სა და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში, მდი­ნა­რე ნენ­სკრას ადი­დე­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა და სამ­სა­ხუ­რი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­გან­გე­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე აკონ­ტრო­ლე­ბენ ვი­თა­რე­ბას და დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დატ­ბორ­ვის გამო გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი.

სო­ფელ ჭუ­ბერ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მხა­რის რწმუ­ნე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და ტექ­ნი­კა უახ­ლო­ე­სი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჭუ­ბე­რის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში

პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა.

ამის შესახებ პრემიერმა ჭუბერის ხეობაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო.

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სწრაფი შეტყობინების სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.

“ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ ყველაფერს 24 საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგენო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები