პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ
"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ

როცა სა­ჯა­რო წე­რი­ლით მი­მარ­თვა ხდე­ბა, ეს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილ-უსუ­ფაშ­ვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არის პრობ­ლე­მა, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა “შე­ნე­ბის“ მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

“რო­გორც წესი, ასე­თი ალი­ან­სე­ბი კუ­ლი­სებ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით დგე­ბა და შემ­დეგ ცხად­დე­ბა ამის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, უსუ­ფაშ­ვილ­მა ამ მი­მარ­თვით და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, ამი­ტომ სა­ჯა­როდ გა­და­წყვი­ტა მი­მარ­თვა. მე­ო­რე მო­მენ­ტია, რომ თვი­თონ საკ­მა­ოდ სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ამ ალი­ანსს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ მას უნდა დო­კუ­მენ­ტუ­რი ალი­ბი შე­იქ­მნას იმი­სა, რომ იცო­და სწო­რი გეგ­მა, მაგ­რამ სხვე­ბის მი­ზე­ზით ეს გეგ­მა არ გან­ხორ­ცი­ელ­და. მე ვფიქ­რობ, ამ წე­რი­ლის და­წე­რის ორი ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი სწო­რედ ესე­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თე­ო­რი­უ­ლად ასე­თი ალი­ან­სი შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს, მე ამ ალი­ან­სში სი­ნერ­გი­ას ვერ ვხე­დავ. არ ვფიქ­რობ, რომ ამ ალი­ანსს არ შე­უძ­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი შექ­მნას ქვე­ყა­ნა­ში, მი­თუ­მე­ტეს, რომ იქ სა­უ­ბა­რია ასე­უ­ლო­ბით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლის შე­მოკ­რე­ბა­ზე. ეს საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი პრო­ცე­სია. ასე­თი გა­ნა­ცხა­დი ბევ­რს გა­უ­კე­თე­ბია ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ შეს­რუ­ლე­ბით ვე­რა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი პა­ტივ­სა­ცე­მია.

“მე პა­ტივს ვცემ და მი­მაჩ­ნია, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე ამ ქვე­ყა­ნა­ში და ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ გა­მოს­დის. არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, მე ვფიქ­რობ, ზედ­მე­ტად დრა­მა­ტი­ზე­ბუ­ლი აქვს მას ეს პრო­ცე­სი. გა­სა­გე­ბია, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის მმარ­თვე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა რომ ინ­გრე­ვა და ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია - ამ მო­საზ­რე­ბას ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ. მე ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოს­წორ­დეს სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, მისი გეგ­მე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ბუნ­დო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ჩემ­თვის და თქვენ­თვის, არა­მედ თა­ვა­დაც არ აქვს გა­მოკ­ვე­თი­ლი გეგ­მა სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე. რო­დე­საც ასეთ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობს გეგ­მა და არც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი, მის შან­სებ­საც საკ­მა­ოდ სკეპ­ტი­კუ­რად შევ­ხე­დავ­დი“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

ექ­სპერტ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით კი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყ­რის შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­ში არ იყოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

“მე მგო­ნია, რომ უსუ­ფაშ­ვილ­მა იჩ­ქა­რა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში წა­რად­გი­ნოს თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა, თუმ­ცა მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­ში არ იყოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე ელი­საშ­ვილ­მა თქვა უარი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ჩემი აზ­რით, უსუ­ფაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­ჯა­როდ შე­თა­ვა­ზე­ბა ცოტა უტაქ­ტო იყო, რად­გან გა­მო­დის, რომ ფაქ­ტის წი­ნა­შე აყე­ნებს მარ­გვე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­ნობს და შე­ეძ­ლო ეს სა­კი­თხი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

ეჭვი არ მე­პა­რე­ბა ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რის გულ­წრფე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა წინ საპ­რე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბია, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ამ წე­რი­ლის ფუნ­ქცია, მი­ზა­ნი და შე­დე­გი­ა­ნო­ბა. ვი­ნა­ი­დან წე­რი­ლით მი­მარ­თა მარ­გვე­ლაშ­ვილს, ალ­ბათ, უსუ­ფაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მის­თვის ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ზო­გა­დად, ალი­ან­სე­ბი დგე­ბა მას შემ­დეგ, რაც პარ­ტია მი­ი­ღებს მხარ­და­ჭე­რას და მერე პარ­ტი­ე­ბი იწყე­ბენ იმა­ზე მსჯე­ლო­ბას, გა­ერ­თი­ან­დნენ თუ არა. მი­ნი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დე­ბის წი­ნას­წარ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და გა­ცხა­დე­ბა იმი­სა, რომ მო­დით, გა­ვერ­თი­ან­დეთ და ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნო­თო, სე­რი­ო­ზულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ტო­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

“შე­ნე­ბის“ მოძ­რა­ო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა. უსუ­ფაშ­ვილ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნაა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­ძლე გუნ­დის ფორ­მი­რე­ბა.

“ამის­თვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამი­ტომ, თუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თა­ნახ­მაა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მომ­გე­ბი გუნ­დის ფორ­მი­რე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე მზად ვარ, ან მე ვიყო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ან ის იყოს კან­დი­და­ტი ან სხვა კან­დი­და­ტი მოვ­ძებ­ნოთ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­ძლე გუნ­დის ამო­ცა­ნებს უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ

"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ

როცა საჯარო წერილით მიმართვა ხდება, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილი გამოეხმაურა “შენების“ მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

“როგორც წესი, ასეთი ალიანსები კულისებში მოლაპარაკებებით დგება და შემდეგ ცხადდება ამის შესახებ. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ამ მიმართვით დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში არსებობს პრობლემა, ამიტომ საჯაროდ გადაწყვიტა მიმართვა. მეორე მომენტია, რომ თვითონ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ალიანსს, თუმცა შესაძლოა ისტორიული განვითარების კვალდაკვალ მას უნდა დოკუმენტური ალიბი შეიქმნას იმისა, რომ იცოდა სწორი გეგმა, მაგრამ სხვების მიზეზით ეს გეგმა არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, ამ წერილის დაწერის ორი ძირითადი მოტივი სწორედ ესენია. რაც შეეხება იმას, რომ თეორიულად ასეთი ალიანსი შეიძლება შედგეს, მე ამ ალიანსში სინერგიას ვერ ვხედავ. არ ვფიქრობ, რომ ამ ალიანსს არ შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შექმნას ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ იქ საუბარია ასეულობით ინტელექტუალის შემოკრებაზე. ეს საკმაოდ პრობლემატური პროცესია. ასეთი განაცხადი ბევრს გაუკეთებია ქვეყანაში, მაგრამ შესრულებით ვერავის შეუსრულებია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოსაზრებები პატივსაცემია.

“მე პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე ამ ქვეყანაში და ნამდვილად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. არის კიდევ ერთი მომენტი, მე ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზებული აქვს მას ეს პროცესი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი პროცესის სერიოზული კრიზისი, მაგრამ ქვეყანა რომ ინგრევა და ეს პროცესი შეუქცევადია - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია ქვეყანაში. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გეგმები ბუნდოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ბუნდოვანია არა მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვის, არამედ თავადაც არ აქვს გამოკვეთილი გეგმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. როდესაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში არ არსებობს გეგმა და არც მობილიზებული რესურსები, მის შანსებსაც საკმაოდ სკეპტიკურად შევხედავდი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული.

“მე მგონია, რომ უსუფაშვილმა იჩქარა. გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინოს თავისი კანდიდატურა, თუმცა მისთვის მომგებიანი მომენტი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული, ისევე როგორც თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე მერის არჩევნების დროს. ჩემი აზრით, უსუფაშვილის მხრიდან საჯაროდ შეთავაზება ცოტა უტაქტო იყო, რადგან გამოდის, რომ ფაქტის წინაშე აყენებს მარგველაშვილს, რომელსაც შესანიშნავად იცნობს და შეეძლო ეს საკითხი ჩვეულებრივი მოლაპარაკებით მოეგვარებინა.

ეჭვი არ მეპარება ამ წერილის ავტორის გულწრფელობაში, თუმცა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა წინ საპრეზიდენტი არჩევნებია, ჩემთვის გაუგებარია ამ წერილის ფუნქცია, მიზანი და შედეგიანობა. ვინაიდან წერილით მიმართა მარგველაშვილს, ალბათ, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მაგრამ ზოგადად, ალიანსები დგება მას შემდეგ, რაც პარტია მიიღებს მხარდაჭერას და მერე პარტიები იწყებენ იმაზე მსჯელობას, გაერთიანდნენ თუ არა. მინიმალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გუნდების წინასწარ გაერთიანება და გაცხადება იმისა, რომ მოდით, გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

“შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება.

“ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, თუ გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მე მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან ის იყოს კანდიდატი ან სხვა კანდიდატი მოვძებნოთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ამოცანებს უნდა დაექვემდებაროს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით უსუფაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები